განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/150-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
13 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე - პროკურორი - ო----------------
დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ-----–--–------ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 05.0--1--- წელს, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული და მცხოვრები ა---––---ში, რ---------–-ს ქ. N1--/3, ბ.2-.
ადვოკატი - პ------------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის განმავლობაში ზ-----–--–------ სისტემატიურად ემუქრებოდა მის მეზობელს გ----------–-–---–ს სიცოცხლის მოსპობის და ოჯახის განადგურებით. ასევე 2018 წლის თებერვლის თვეში ზ-----–--–------ დაემუქრა მის მეზობელს გ-----------–-–---–ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ შუბლს გაგიხვრიტავ და არ გაცოცხლებ. სისტემატიური მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ გ-----------–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ზ-----–--–------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ბრალდებულ ზ-----–--–-----ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ქ. ა---––---ში, რ---------–-ს ქუჩაზე, მისი მეზობელია გ-----------–-–---–ი, მისი მეუღლე მ----, ასევე გ--------------–--------, დედა ნ-----–---------------ს შვილი ე-–---. გ-------ს სახლის უკან ეზოში აქვს ბოსელი, სადაც ინახავს ქათმებს და მამალს. სახლის წინა ეზოში ჰყავს ძაღლი, რომელიც ხშირად უყეფს უმიზეზოდ და რის გამოც წუხდება, ადრე გ-------ს ყავდა ორი ცალი მამალი, რომლის ყივილიც ასევე აწუხებდა, ამის გამო გ-------ს უთხრა, რომ მამლები მოეშორებინა ვინაიდან წუხდებოდა, რაზეც მიიღო კატეგორიული უარი. ამის გამო შეიპარა გ-------ს სახლის ეზოში და მამლები დახოცა, ასევე გ-------ს არაერთხელ უთხრა, რომ მოეშორებინა სახლიდან ძაღლი, ვინაიდან სახლთან აქვს ა/მანქანების შესაკეთებელი პროფილაქტიკა და კლიენტები, როცა ძაღლს ხედავენ უკანვე გადიან და აღარ მოდიან, ის ამის გამო კარგავს კლიენტს, თუ ისინი არ გაითვალისწენებენ მის მოთხოვნას, რომ ძაღლი მოაშორონ და მამალი არ იყოლიონ, სუყველას დახოცავს. ვინაიდან ნახულობს დიდ მატერიალურ ზარალს, გ-----------–-–---–ის ოჯახის დახოცვას არ აპირებდა, მაგრამ თავიანთი ქმედებებით და უყურადღებობით მიიყვანეს მაგ დონემდე, რომ ეგ დანაშაული ჩაიდინოს.
მოწმე გ-----------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად ქ. ა---––---ში ყოფილი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს მშობლებთან შ------------–-–---–თან, ნ-----–---------–-----თან, მეუღლესთან მ---- ზ----------- და შვილთან ე-–--- გ--–-–---–თან ერთად, რომელიც არის ორი წლის. მეზობლად ჰყავს ზ-----–--–------, რომელსაც სახლის ეზოში აქვს სახელოსნო, აღნიშნულ სახელოსნოში აკეთებდა მანქანებს. იგი ბოლო რამდენიმე ხანია მათი ოჯახის მიმართ გახდა აგრესიული, გადაეკიდა, რომ მამალი და ძაღლი აწუხებდა და რომ უნდა მოეშორებინა, მამლები დაუხოცა. დაემუქრა მას ზ---- სიცოცხლის მოსპობით. ზ---- სულ ეუბნება, რომ მისი შვილის ხმაური აწუხებდა, და რომ უნდა წასულიყვნენ იქიდან და თუ არ წავიდოდნენ ყველას დახოცავდა. ეს ყველაფერი გრძელდება დაახლოებით ერთი წელია, დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს შეუძლია, როგორც მისი ასევე მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფა, ისევე როგორც მას შეუძლია თავისი სახლის დაწვა.
მოწმე მ---- ზ----ძის ჩევენება, რომლის თანახმად ცხოვრობს ქ. ა---––---ში ყოფილი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე დედამთილ-მამამთილთან შ------------–-–---–თან, ნ-----–---------–-----თან, მეუღლესთან გ-----------–-–---–თან და შვილთან ე-–--- გ--–-–---–თან ერთად, რომელიც არის ორი წლის. მას მეზობლად ყავს ზ-----–--–------, რომელსაც სახლის ეზოში აქვს სახელოსნო, აღნიშნულ სახელოსნოში აკეთებს მანქანებს. იგი ბოლო რამდენიმე ხანია მათი ოჯახის მიმართ გახდა აგრესიული, გადაეკიდათ, რომ მათი მამალი და ძაღლი აწუხებდა და უნდა მოეშორებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე შ------------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად ქ. ა---––---ში ყოფილი სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან ნ-----–---------–-----თან, რძალთან მ---- ზ-----------, შვილთან გ-----------–-–---–თან და შვილიშვილთან ე-–--- გ--–-–---–თან ერთად, რომელიც არის ორი წლის. მეზობლად ცხოვრობს ზ-----–--–------, რომელსაც სახლის ეზოში აქვს სახელოსნო, იგი ბოლო რამდენიმე ხანია მათი ოჯახის მიმართ გახდა აგრესიული, გადაეკიდა, რომ მათი მამალი და ძაღლი აწუხებდა და უნდა მოეშორებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ლ-------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის პერიოდში მათთან მივიდნენ ზ-----–--–-----ის მშობლები და მოიყვანეს თავიანთი ვაჟი, მშობლებმა სთხოვეს, რომ მისი შვილისათვის გაეწია კონსულტაცია, ვინაიდან ზ-----–--–------ ღამე ვერ იძინებდა, იგი უჩიოდა მეზობლის მამალს, მოწმე პაციენტს ესაუბრა, იგი ადეკვატურად საუბრობდა, იგი მხოლოდ მამილს გამო ჩიოდა სხვა არაფერი ქონდა პრეტენზია, ამბობდა მამალი, რომ ყივის არ მეძინება ღამეო, იგი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევდა, მან აღნიშნულ პიროვნებას მისცა რეკომენდაცია და ტაბლეტები დაუნიშნა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა ზ-----–--–-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ზ-----–--–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ზ-----–--–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 მუხლის მხედველობაში მიღებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელი ვადის დანიშვნით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-----–--–------ (პ/№4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.
- ზ-----–--–------ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 01 წელი.
2. ზ-----–--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 4000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ნ-----–- ჟ--–-----ის( პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ა---––---ს რაიონი, სოფელ მ----–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 5310.00 კვ.მ ს.კ. 6-.1-.5-.---. (2018 წლის 09 მარტის N1-------- განჩინება).
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ-----–--–-----ის მიმართ კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი