გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2018
საქმის ნომერი
020210117002167357
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #020210117002167357 (2/2049-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.04.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზ---------------------–-------------–ო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,თ----------ი"

წარმომადგენელი ნა--------–-ა

მოპასუხე მა--------------ა

დავის საგანი: კრედიტის დაფარვა, თანხის დაკისრება

აღწერილობით- ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ---------------------- სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ 02.12.2--- წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1-56,79 ლარის (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 1718,46 ლარი, პროცენტი 0 ლარი, ჯარიმა 283,33 ლარი) დაკისრება.

 

1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 31.08.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 1718,46 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,38 ლარს მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

 

1.3. მ---------------------- სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ 11.05.2--- წ საკრედიტო ბარათ-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 915,50 ლარის (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 666,36 ლარი, პროცენტი 102,91 ლარი, ჯარიმა 146 ლარი) დაკისრება.

 

1.4. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 31.08.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 666,36 ლარზე აღსრულებამდე წლიური 36 %-ის დარიცხვა და გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1-,99 ლარს

 

1.5. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 31.08.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 666,36 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,33 ლარს,მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

 

1.6. სარჩელზე სახ. ბაჟის სახით გადახდილი 152,76 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის სახ. ბაჟი 50 ლარის,აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4 %-ის ანუ 203,68 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მა--------------ამ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა არ მიუთ-თა კონკრეტულად რა ნაწილში. ითხოვს ახალი შეღავათ-ანი გრაფიკის დაწესებას და დამატებით დროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სს ,,თ----------სა" და მა--------------ას შორის 02.12.2--- წ დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 2062,14 ლარის ოდენობით.

 

წლიური საპროცენტო განაკვეთ- განისაზღვრა 0 %-ით, კრედიტის ვადა 24 თვე.

 

კრედიტის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გრაფიკით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი, რასაც ემატება 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 02.12.2--- წ

 

3.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და გადახდა არ ხორციელდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)

 

3.3. 31.08.2--- წ მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 1-56,79 ლარი (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 1718,46 ლარი, პროცენტი 0 ლარი, ჯარიმა 283,33 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ცნობა დავალიანების შესახებ

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)

 

3.4. სს ,,თ----------სა" და მა--------------ას შორის 11.05.2--- წ დაიდო საკრედიტო ბარათ-თ სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათ- 700 ლარიანი ლიმიტით.

 

წლიური საპროცენტო განაკვეთ- განისაზღვრა 36 %-ით, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 7 რიცხვამდე.

 

შეთანხმებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, რასაც ემატება 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- საკრედიტო ბარათ-თ სარგებლობის ხელშეკრულება 11.05.2--- წ

 

3.5. საკრედიტო ბარათ-თ სარგებლობის ხელშეკრულება დაირღვა და გადახდა არ ხორციელდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)

 

3.6. 31.08.2--- წ მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 915,50 ლარი (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 666,36 ლარი, პროცენტი 102,91 ლარი, ჯარიმა 146 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ცნობა დავალიანების შესახებ

-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)

 

3.7. დასაბრუნებელი თანხების ამოსაღებად მოსარჩელეს გაღებული აქვს შემდეგი ხარჯი: სარჩელზე სახ. ბაჟის სახით გადახდილია 152,76 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4 %- ანუ 203,68 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-მოსარჩელის განმარტება, სხდომის ოქმი

-გადახდის ქვითრები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 401-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 867, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ- საფუძველი არის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთ-ლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთ-ერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთ-.

 

ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთ- შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თ-თოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით- თუ ნივთ-ერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთ-ერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებით- ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთა მიმართ არსებობს ეს პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხეთა და არა მოსარჩელის ბრალით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. გარდა ამისა, 411–ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზ---------------------–-------------–ოს 10.11.2--- წ განჩინებით მოპასუხე მა--------------ას (პ/ნ 1----------) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ----------------------------------------------------------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.სს ,,თ----------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მა--------------ას სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 02.12.2--- წ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1-56,79 ლარის (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 1718,46 ლარი, პროცენტი 0 ლარი, ჯარიმა 283,33 ლარი) გადახდა.

 

1.2. მა--------------ას სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 31.08.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 1718,46 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,38 ლარს მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

 

1.3. მა--------------ას სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 11.05.2--- წ საკრედიტო ბარათ-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 915,50 ლარის (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 666,36 ლარი, პროცენტი 102,91 ლარი, ჯარიმა 146 ლარი) გადახდა.

 

1.4. მა--------------ას სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 31.08.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 666,36 ლარზე აღსრულებამდე წლიური 36 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1-,99 ლარს

 

1.5. მა--------------ას სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 31.08.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 666,36 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლო, ყოველდღიური 0,5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,33 ლარს,მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

 

1.6.მა--------------ას სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახ. ბაჟის სახით გადახდილი 152,76 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის სახ. ბაჟი 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 203,68 ლარი.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------------------–-------------–ოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა