განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
020100118002416091
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002416091

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/197-18 12 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - დახურული

 

1. ბრალდების მხარე:

1.2. პროკურორი დ----------------

 

2. დაცვის მხარე:

2.2. ბრალდებული კ--------–-------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-------------–----–----–----------–------------–---------–-----------------------------------------–-----–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლი

ქმედების შემადგენლობა: განზრახ მკვლელობის მცდელობა

 

2.3. ადვოკატი ი-----------–--

2.4. საპროცესო წარმომადგენელი ნ-----–---------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 1-------–ს, დაახლოებთ 15 საათზე ქ. ზუგდიდი, დ-----–-----–--ს ქუჩაზე არასრულწლოვან კ------------ს და გ-------–-–-----–--ს შორის, რომლებიც ერთმანეთთან იმყოფებოდნენ კონფლიქტურ ურთიერთობაში, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მოჩხუბრების გაშველების შემდეგ გ-------–-–-----–-- კვლავ ცდილობდა ფიზიკური დაპირისპირების გაგრძელებას, დაედევნა სახლში შესულ არასრწულწლოვან კ------------ს, რომელმაც ჩაამტვრია ფანჯრის მინა და მინის ნატეხის გამოყენებით, გ-------–-–-----–--ს განზრახ მკვლელობის მიზნით, სხეულის სხვადასხვა ადგილას 4 ჭრილობა მიაყენა მას, მათ შორის 1 შემავალი გულ–მკერდის არეში.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 1-------–ს, დაახლოებთ 15 საათზე ქ. ზუგდიდი, დ-----–-----–---ს ქუჩაზე მოხდა ჩხუბი, რის შემდეგაც გ-------–-–-----–--ს სხეულის სხვადასხვა ადგილას 4 ჭრილობა მიადგა, მათ შორის 1 შემავალი გულ–მკერდის არეში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. მკვლელობის მცდელობა

 

მოწმე ა-–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სისხლიანი ცოტნე შენგელია წაიყვანა საავადმყოფოში.

მოწმე ა-–---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იყო ჩხუბი 4 აპრილს. 15:30 საათზე მივიდა, ჩხუბი იყო დამთავრებული, ხალხისგან გაიგო, რომ გ-----–-----–-- წაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში.

მოწმე მ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 4 აპრილს ტელევიზორს უყურებდა, ძაღლის ყეფაზე გაიხედა და უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. რომ მივიდა, იყო ხალხი და პატრულის თანამშრომლები, გაიგო, ცოტნე შენგელია დაჭრესო.

მოწმე ფ---------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ეზოში გამოვიდა და ნახა ჩხუბი, შევიდა სახლში, გამოიყვანა ცოლ-შვილი. გაბრიელი, იგივე ცოტნე წაუყვანიათ საავადმყოფოში. იყვნენ პოლიციელები. ხალხს უთქვამს, ბ------მ და ცოტნემ იჩხუბესო.

მოწმე მ--------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლე - ფ---------------–--- გარეთ გავიდა, სასწაული ამბავიაო, პატრული გაჩერდა მისი ჭიშკრის წინ, შენგელია წაუყვანიათ საავადმყოფოში.

მოწმე მ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მამამთილმა დაუძახა, გავიდნენ გარეთ. პატრულის მანქანები იყო მარტო. ითქვა, შენგელია საავადმყოფოშიაო.

მოწმე ნ--------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გაიგო ხმაური, გამოვიდა, ნახა ბავშვი ქუჩაში იწვა, დაეხმარა მანქანაში დაწვენაში, მოვიდა პატრული. ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავო ამბობდა ბავშვი, იყო სისხლიანი. გვერდიდან მოსდიოდა სისხლი.

მოწმე დ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ხმა გაიგო, იყო ბიჭების ჩხუბი. ყურადღება არ მიუქცევია. ქუჩაში ყვიროდნენ, დაჭრილიაო ცოტნე და სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ.

მოწმე თ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1-------–ს, დღის II ნახევარში ემერჯენსში შეიყვანეს პაციენტი გ-------–-–-----–--. მისი ტანსაცმელი გადასცა გამომძიებელს, რაც დაილუქა.

მოწმე თ----------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1-------–ს გ-------–-–-----–--ს დაუდგინდა ბასრი საგნით მიყენებული 4 ჭრილობა. ქირურგიულად დამუშავდა. 4 აპრილს გაეწერა, სუნთქვა უჭირდა და ტკიოდა გულმკერდში. პლევრის დრენაჟი ადგილობრივი ანესთეზიით გაუკეთა. 1 ჭრილობა იყო გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემღწევი, ფილტვის დაზიანებით.

მოწმე გ-------–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1-------–ს დაიწყო გამოძიება. პროკურორის დავალებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი – მ--–------------ს სახლი. აივანზე მარცხნივ აიღო სისხლის ლაქები. ოთახში იყო მიმოფანტული მინები, კედელთან ეყარა 3 ქვა. სამზარეულოს მაცივრის ზედაპირიდან ამოიღო მინის ნამსხვრევები. სახლის წინ იყო მინის ნამსხვრევები წითელი ლაქებით, რაც ამოიღო. სახლის წინ იყო გატეხილი ჯოხი და იატაკის ჯოხი. ორივე ამოიღო. ასევე ამოიღო მინის ფერადი ნამსხვრევები. ჭიშკრიდან გვერდით სამ მეტრში მეზობლის სახლთან აღმოჩნდა სისხლის ლაქები, რაც ამოიღო. ჭიშკრიდან საწინააღმდეგო მხარეს გვერდზე დასვრილი მაისური იდო, რომელიც ამოიღო. წინა აივნიდან აიღო ლაქები. სულ ამოიღო 10 ობიექტი, რაც 9 პაკეტში დალუქა.

მოწმე ვ----–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გავლილი აქვს არასრულწლოვანთა სპეციალიზაცია. აიღო ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები თანხმობით, ტანსაცმელი ამოიღო, რასაც კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებოდნენ. მეორე დღეს კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით აიღო სისხლის ნიმუშები. დაზარალებულს სასამართლოს განჩინების საფუძველზე აუღო ნერწყვის ნიმუში. ამოიღო ავადმყოფობის ისტორიის ასლი. დაზარალებულისგან ნიმუშის აღებაზე დასჭირდათ ძალის გამოყენება.

მოწმე შ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დოკუმენტაციის საფუძველზე გასცა გ-------–-–-----–--ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გულ–მკერდის დაზიანება არის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში. პნევმოპტირაქსი არის გულ–მკერდში ჰაერის არსებობა. ჭრილობის სიგრძე და სიგანე იყო 2X1 სმ. ჭრილობის სიღრმე არ ყოფილა მითითებული. დოკუმენტაციის მიხედვით ჭრილობა შემავალი იყო. ჭრილობას ჰქონდა სწორი კიდეები, რის გამოც ის მიყენებული იყო მჩხვლეტავ–მჭრელი თვისების მქონე ბასრი საგნით. ამან განაპირობა, რომ ჭრილობა შემღწევი იყო.

მოწმე ნ--------–----ის ჩვენებით, მან გასცა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა. პაკეტები იყო დალუქული, ობიექტი N1 არის მდედრობითი სქესის, დანარჩენი ფრაგმენტები ნიშნავს სხვა ნაჭრებს.

მოწმე თ------–--–-----–---–-ს ჩვენებით, მან გასცა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუგდიდში, დ-----–-----–---ს პირველი შესახვევი, N---ში მდებარე მალხაზ დ------ის ძე ბ------ს საცხოვრებელ სახლში. სახლი დათვალიერდა მ--–------------ს წერილობითი თანხმობით. სახლს წინა და მარჯვენა მხარეს აქვს ღია აივანი. წინა იავანზე მისაღები ოთახის მარჯვენა ფანჯრის მინა არის ჩამსხვრეული, რომლის ნატეხები მიმოფანტულია როგორც აივნის ტერიტორიაზე, ასევე ოთახის შიგნითა მხარეს. მინის ნამსხვრევებთან აივანზე არის დარჩენილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მისაღები ოთახის მარცხენა მინის ზედა მხარეც არის ჩატეხილი, ნამსხვრევები მიმოფანტულია. აივანზე, კედელთან დაახლოებით 1 მეტრში დევს 3 ცალი მოშავო ქვა. მაცივრის ზედა მხარეს ყრია მინის ნამსხვრევები. სახლის წინა მხარეს სახლიდან 1 მეტრში გვერდით ყრია მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით. სახლის წინა მხრიდან დაახლოებით 7 მეტრში დევს გატეხილი იატაკის საწმენდი ჯოხი, ხოლო მის გვერდითა მხარეს დევს ჯოხი. ასასვლელ კიბეზე შესასვლელ სახლამდე მისასვლელ ასფალტირებულ გზაზე წვეთ–წვეთობით შეიმჩნევა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჭიშკართან ასფალტზე ყრია მინის ფერადი ჭიქის ნამსხვრევები. ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს გვერდით, დაახლოებით 40 მეტრში რამაზ გერგედავას საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინა მხარეს მიწაზე არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. გასასვლელი ჭიშკრიდან მარცხენა მხარეს დაახლოებით 13 მეტრში დევს მოთეთრო ფერის წარწერებიანი დაზიანებული დასვრილი მაისური. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები წარედგინა დათვალიერებაში მონაწილე პირებს, დაილუქა გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტ მ---------------ს მიერ შსს სამეგრელო-ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ადვოკატ გ---–--–--–--ს და კანონიერ წარმომადგენელ მ--–------------ს მონაწილეობით არასრულწლოვან კობა ბ------ს მარჯვენა და მარცხენა ხელის თითებიდან, მარლის ტამპონით აღებულ იქნა ანაწმენდები, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღების მონაწილე პირებს და დაილუქა. მ---------------ს მიერ ასევე აღებულ იქნა სპეციალური სტერილური ბამბის აპლიკატორით კ------------ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღების მონაწილე პირებს და დაილუქა.

ამოღების ოქმის თანახმად, კ------------სგან, ადვოკატს გ---–--–--–--ს და მის კანონიერ წარმომადგენელ მ--–------------ს მონაწილეობით ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმელი, კერძოდ: რუხი ნაქსოვი კაპიუშონიანი ჯემპრი, რომელსაც სახელურებზე და წინა მხარეს ეტყობა მოწითალო ფერის ლაქები, ღია ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც ეტყობა მოყავისფრო ფერის კვალი, მუქი ფერის წყვილი ფეხსაცმელი, შავი ჯემპრი, შავი ტყავის ქამარი, რომელიც ამოღებამდე წარედგინა ამოღებაში მონაწილე პირებს და დაილუქა.

ამოღების ოქმის თანახმად, თ------------სგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გ-------–-–-----–--ს ტანსაცმელი. კერძოდ, მოშავო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით და მოყავისფრო ფერის ტალახისმაგვარი ლაქებით, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ორივე სპორტულ ფეხსაცმელზე აღენიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, მოშავო ერთი წყვილი წინდა, რომელზეც აღენიშნება მოყავისფრო ფერის ტალახისმაგვარი ლაქები, მოშავო ჯინსის შარვლის უკანა გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გ-------–-–-----–--ს პირადობის მოწმობა.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, სპეციალისტ ნინო ოთხოზორიას მიერ ბრალდებულ კ------------ს და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, 5 მმ საინექციო შპრიცის გამოყენებით ბრალდებულ კ------------სგან მისი კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, შემდგომი კვლევისთვის აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებს.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გ-------–-–-----–--სგან მთავარი ექსპერტის მეშვეობით ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით პირის ღრუდან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქვამდე წარედგინა ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებს.

ამოღების ოქმის თანახმად, თეა ხვიჩიასგან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი გ-------–-–-----–--ს ავადმყოფობის ისტორია.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ------------ს ტანსაცმელზე ყელის მიდამოში არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით; გ-------–-–-----–--ს ტანსაცმელზე და ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნებისა, დაზიანება არ აღენიშნება; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ხევით და ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, არაბასრი პირის (ნაწიბურის) მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება გამოსაკვლევი მინის (შუშის) ნატეხების (ფრაგმენტების) კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი მინის (შუშის) რომელიმე ნატეხით დაზიანების განვითარების შესაძლებლობას. კატეგორიული განსაზღვრა შეუძლებელია დაზიანებაში (ჭრა) დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა კომპლექსის არარსებობის გამო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------–-–-----–--ს მარჯვენა წინამხრის და მარცხენა იღლიის ფოსოს არეში არსებული ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით. დაზიანება გულმკერდის ღრუში შემღწევი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „8 მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები ობიექტი N9“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ------------ს ბიოლოგიურ ნათესავს, მდედრობითი სქესის პირს. პაკეტში წარწერით „ მინის ჭიქის ნამსხვრევები ობიექტი N7“ მოთავსებულ ერთ-ერთ, შედარებით დიდი ზომის მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო, წერტილოვანი დანაშრევი (ობ. N6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------–-–-----–--ს (ობ N25). დანარჩენ მის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება კ------------ს (ობ. N26) და ობ. N1-ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო გ-------–-–-----–--ს (ობ.N25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით „ მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ მინის, სამკუთხა ფორმის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------–-–-----–--ს (ობ. N 25). ამავე ფრაგმენტზე, აღნიშნული დანაშრევებისგან თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ------------ს (ობ.N 26). პაკეტში წარწერით:1) კ------------ს კაპიუშონიანი ნაცრისფერი დაზიანებული ჯემპრი; 2) შავი და ნაცრისფერი ქსოვილებით ჯემპრი; 3) ერთი წყვილი ფეხსაცმელი;4) ღია ფერის ჯინსის შარვალი და შავი ტყავის ფერის ქამარი“ მოთავსებულ კაპიუშონიან ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N18, 19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-------–-–-----–--ს (ობ. N25). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N--, 17) და სვიტერზე (ობ . N20) არსებული მოყვითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები, სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო წყვილ ფეხსაცმელზე, სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება.

სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასკვნის, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც აღწერდა შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. საინტერესოა, რომ არც ერთი პირდაპირი მოწმე არ არსებობს, რომელიც ბრალდებულს დაასახელებდა ჩხუბის მონაწილედ. ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის ურთიერთშეთანხმებული, რადგან, ერთი მხრივ, საუბარია ბასრი საგნით ჭრილობის მიყენებაზე, მეორე მხრივ, ექსპერტი ასკვნის, რომ დაზიანება მიყენებულია არაბასრი საგნით. ამასთან, კატეგორიულად არც ის არის დადგენილი, ამოღებული შუშის ნაჭრებით იქნა მიყენებული ჭრილობა თუ რაიმე სხვა საგნით. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ შუშის ნაჭრებზე აღმოჩნდა ასევე ბრალდებულის ნათესავი მდედობითი სქესის პირის ბიოლოგიური ნიმუში, რისი ახსნაც სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა. გასაკვირია ისიც, რომ დაზარალებულის მაისურს არ აღენიშნება რაიმე დაზიანება იმ ადგილებში, სადაც დაზარალებულს ჭრილობა მიადგა, მათ შორის მარცხენა ფილტვის მიდამოში. ასევე არ აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი მის ტანსაცმელზე. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ დაუდგენელია, რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებულზე მიუთითებს, არის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ამ დასკვნის შინაარსი ვერ უთითებს ბრალდებულზე, როგორც დაზარალებულისთვის დაზიანების მიმყენებელ პირზე. ის, რომ შუშის ნაჭრებზე აღმოჩნდა ბრალდებულის ბიოლოგიური კვალი, არ მიუთითებს იმაზე, რომ მან მიაყენა ამ შუშით დაზიანება. გასათვალისწინებელია, რომ შუშა არის ბრალდებულის სახლის სარკმლის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ უცნობია, როდის და რა ვითარებაში დარჩა შუშაზე ბრალდებულის კვალი. მით უმეტეს, რომ შუშის სხვა ნაჭერზე ბრალდებულის ბიოლოგიურ კვალთან ერთად აღმოჩნდა მდედრობითი სქესის მისი ნათესავის კვალიც. ამდენად, დაუდგენელია, ამ შუშაზე ბრალდებულის კვალი დარჩა დაზარალებულის სისხლის მოხვედრამდე თუ მას შემდეგ. ასევე არ მიუთითებს ქმედების სუბიექტზე ისიც, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი. მისი აღმოჩენის მექანიზმიც დაუდგენელია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებული გაეკიდა ბრალდებულს საკუთარ სახლში, მნიშვნელოვანია, რომ შუშის ნაჭრებზე აღმოჩნდა ბრალდებულის მდედრობითი სქესის ნათესავის კვალი. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ჩხუბი რომ დადასტურებულიყო, მაინც გაურკვეველი რჩება, რა ვითარებაში დაზიანდა დაზარალებული, ხომ არ იქნებოდა ბრალდებული ან სხვა პირი, ვისთანაც ჰქონდა კონფლიქტი დაზარალებულს, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხომ არ ცდილობდა ბრალდებული საკუთარი ან თავისი ნათესავის სიცოცხლის გადარჩენას ან იმავეს ხომ არ ცდილობდა ბრალდებულის ნათესავი მდედრობითი სქესის პირი ანდა საერთოდ სხვა პირი, ვინც შემთხვევის ადგილზე იყო.

ამდენად, პასუხგაუცემელი დარჩა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რის გამოც შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიჩნეულ იქნეს ერთმანეთის შესაბამის, თანმიმდევრულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის დაჭრას.

 

3.2. განზრახვა

 

იმ ვითარებაში, როცა არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მსჯელობა განზრახვის არსებობაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ტანსაცმელი, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს. რაც შეეხება საქმეზე დართულ, რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს, ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

კ------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და კ------------ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ანაწმენდები, ნერწყვის, სისხლის ნიმუშები, ლაქები, მინა, ჭიქის და მინის ნამსხვრევები, ქვები, ჯოხები განადგურდეს; ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

გამართლებულ კ------------ს განემარტოს ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია