განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
010100117002179304
დავის ტიპი
239 1
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100117002179304

საქმე N1-1025/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

18 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - შ----------–---–ი

ადვოკატი - ბ-------------ე

 

ბრალდებული: რ---------–----ა

მამის სახელი: ი------

პირადი ნომერი 6----------

დაბადებული: 16.1-.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----ოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------–---–---------------

ნასამართლობა: ნ----------–--------------ე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ---------–----ამ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ---------–--------–---–----------–- მდებარე სასტუმრო „----------------–--–ი“ რ----------–----ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი დინგაშვილს, რამაც ამ უკანასკნელის სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის მოუშლელად. რ---------–----ას ქმედების შედეგად დაირღვა სასტუმრო „ინ----------------–--–ი“ მყოფი დამსვენებლების სიმშვიდე და შეფერხდა აღნიშნული სასტუმროს მუშაობა.

 

სასამართლო სხდომაზე რ---------–----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

რ---------–----ას ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმი, მოწმეების - ი-----–--------–---ს, მ---------------–-–---–-ს, გ-------------–---ს, ა--------------, ე---------–------ს, ა-----–----------ს, ა-–-----–---------ის, დ-------------ის, მ--------–---ს გამოკითხვის ოქმები.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (ვიდეკამერის ჩანაწერის გარდა) სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია სასტუმრო „----------------–--–ი“ 2017 წლის 20 აგვიტოს, ღამის საათებში განვითარებული მოვლენები. ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს რ---------–----ა, რომელსაც აცვია შავი ფერის მოკლე სახელოიანი პერანგი და შავი ფერის შარვალი და რომელიც მოქალაქეს ურტყამს როგორც ხელებს ასევე ფეხებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ვიდეო ჩანაწერში ჩანს და დაცვის მხარეც მითითებს, რომ რ---------–----ს მისდევს ორი პირი და აყენებენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმე, სადაც რ---------–----ა დაზარალებულად არის ცნობილი და სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------–----ა დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილი ძალადობით - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (რ---------–----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რ---------–----ა არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რ---------–----ას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ---------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, რ---------–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

3. ნივთმტკიცება: სასტუმრო „ი---------------–----- სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ DVD დისკზე დალუქული ერთ პაკეტად და ოთხი ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ფარშად სალეიპოურის, ა-–-----–---------ის, გ--------------–---–--ა და ბ--------------ს სასამართლოში დაკითხვის სხდომის მიმდინარეობა - დაერთოს საქმეს, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი