განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/34-18
№050260118001
26 აპრილი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------–-----------------------------------–-------–-–------------–--------------–----------–------–---------------------------------------------------------
ადვოკატი: ინ-----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ავ--------–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017-2018 წლებში მთვრალმა ავ--------–-------ემ ქალაქ ვანში, გ--------------------–- მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის ა-----------–-ძის მიმართ არაერთხელ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად ემუქრებოდა რა ცემით, ა-----------–-ძე იძულებული ხდებოდა შიშის გამო გაქცეულიყო სახლიდან, რამაც მასში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ავ--------–-------ე მივიდა ქალაქ ვანში, გ--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ყოფითი საკითხებით გაღიზიანებულმა, როგორც არასრულწლოვანი შვილის ა---------ის თანდასწრებით, ასევე მეუღლესთან მარტოდ დარჩენილმა, ა-----------–-ძის მიმართ სვიტრის კისერში მოჭერის, თმებში მოქაჩვის, ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმის, სახით კარებზე მინარცხების და კბენის გზით განახორციელა ძალადობა. ავ--------–-------ის ქმედების შედეგად ა-----------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ავ--------–-------ემ ასევე ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ავ--------–-------ემ ქალაქ ვანში, გ--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფითი საკითხებით განაწყენების ნიადაგზე, ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ა-----------–-ძეს, რის შემდეგაც არ მისცა მას საშუალება დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. კერძოდ, სახლის დატოვებისა და პოლიციისათვის მიმართვის შემთხვევაში, დაემუქრა ცემით, ძალის გამოყენებით დასვა დივანზე, თავადაც იქვე ჩამოჯდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, სიმთვრალის გამო, იქვე ჩაეძინა. ა-----------–-ძემ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების თაობაზე, სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა მეორე დღეს, მას შემდეგ რაც დატოვა ავ--------–-------ის საცხოვრებელი სახლი;
ავ--------–-------ემ ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ავ--------–-------ე ქალაქ ვანში, გ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფითი საკითხებით განაწყენების ნიადაგზე, პურის დასაჭრელად განკუთვნილი დანით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ა-----------–-ძეს, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუჩნდა ავ--------–-------ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.სასამართლოს დასკვნა ავ--------–-------ის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ა-----------–-ძის, ა---------ის, ავ--------–-------ის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ავ--------–-------ის მიერ ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ავ--------–-------ეს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; აგრეთვე ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა; აგრეთვე ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. ზემოაღნიშნულ მოტივირებათა გამო, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ავ--------–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ინ-----------ძის მოსაზრებას ბრალდებულის გამართლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ავ--------–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ავ--------–-------ემ ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ავ--------–-------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ავ--------–-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ავ--------–-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ავ--------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;
ავ--------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლი პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;
ავ--------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 150-ე მუხლი პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ავ--------–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ავ--------–-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ავ--------–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნა-----------ის (პ/--------------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას - ქ------------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებას (ზონა ქ-----------, სექტორი - ვ--------------, კ--------–-----, ნ-----------, კოდი-01/0-- ს/კ №0-.0--0-.0--.0--0--– 2 000 ( ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა;
მსჯავრდებულ ავ--------–-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც განთავსებულია კომპაქტ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე