გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.06.2018
საქმის ნომერი
100310017002016762
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310017002016762

საქმე#3/47-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06.06.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მა------ გე–--ე

მოპასუხე - შპს ,,ბ-–------–---“

წარმომადგენელი: მე---- ხა----ე

მოპასუხე - შპს ,,ლ--–-’’

წარმომადგენელი: მა-–---- ხა----ე

მოპასუხე - შპს ,,გ--- და კ--------’’

წარმომადგენელი: მა-–---- ხა----ე

მოპასუხე - შპს ,,მ----------’’

წარმომადგენელი: მე---- ხა----ე

მოპასუხე - მე---- ხა----ე

მოპასუხე - მა-–---- ხა----ე

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ბ-–------–---’’-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,მ----------’’-ს (ს/ნ 4--------); შპს გ--- და კ--------’’-ს (ს/ნ 4--------); შპს ,,ლ--–-’’-ს (ს/ნ 2-------- ); მე---- ხა----ის (პ/ნ 5----------); მა-–---- ხა----ის (პ/ნ 5----------) მიმართ, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს ,,ბ-–------–---’’-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 3721-2 ლარის ოდენობით. ასევე ერიცხება არაღიარებული დავალიანება 631664 ლარის ოდენობით. მისი 100პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორია მე---- ხა----ე (პ/ნ5----------)

2013 წლის 07 ივნისს გამოიცა N2---- ბრძანება შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმების შესახებ, რის შემდგომაც დამატებით გადასახდელად დაერიცხა 4002402 ლარი. შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2015 წლის 13 ნოემბერს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 17 ნოემბერს.. ასევე 2016 წლის 18 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N0---1--- შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ ქონება დაყადაღებულია და შეფასებულია 43760 ლარად.

 

შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ მიერ საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის გავრცელების შემდეგ განხორციელებული ოპერაციები მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას. შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“-მა შპს ,,მ----------’’-ს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შემდგომ და საგადასახადო შემოწმების პერიოდში გადააწერა 120 150 ლარის ღირებულების ქონება, ხოლო 90273 ლარის ღირებულების მანგანუმის კონცენტრატი შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“ -მა გადააწერა შპს ,,ლ--–-’’-ს. მა-–---- ხა----ე და მე---- ხა----ე არიან ძმების და წარმოადგენენ მოპასუხე ორგანიზაციებში სხვადასხვა წილის მფლობელებს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს. შ.პ.ს. ,,ბ-–------–--მა“ საგადასახადო გირავნობა იპოთეკის წარმოშობამდე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს.,,გ--- და კ-------“-ს გადაუფორმა უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.3-.1-- ს/კ 3-.1-.3-.1--.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“ სარჩელს არ ცნობს და წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს საწარმომ მიმართა განცხადებით შემოსავლების სამსახურს და 2017 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო შეთანხმებით Nა2------21 მოხდა შეთანხმება 700000 ლარის ეტაპობრივად გადახდაზე გაფორმებიდან 330 დღის განმავლობაში. ასევე, საგადასახადო შეთანხმება გაფორმებული შ.პ.ს. ,,ლ--–-“-სთან . შ.პ.ს ,,გ--- და კ------- დაფუძნდა 2915 წლის 07 მაისს და მა-–---- ხა----ემ შეიძინა წილი 2016 წლის 16 მარტს. მართალია შ.პ.ს. ,,გ--- და კ--------“ უძრავი ქონება შეიძინა შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“ -საგან 2015 წლის 18 მაისს, მაგრამ ამ დროისათვის მას დავალიანება არ ერიცხებოდა. მოპასუხე მიუთითებს, რომ

შპს ,,მ----------“, შ.პ.ს. ,,ლ--–-“ და შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“ ნამდვილად ახორციელებენ საქმიანობას ერთი და იმავე სფეროში და ერთმანეთთან ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა იყო. თუ საქონლის გადაწერა მოხდა შესაბამისად ხდებოდა ღირებულების ანაზღაურებაც, რაც გამორიცხავს აღნიშნული პირების ცრუმაგიერობის ფაქტს. შ.პ.ს.,, ბ-–------–---“ მზად არის გადაიხადოს დავალიანება შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში. საწარმო თავს არ არიდებს გადასახადის გადახდას. ასევე შ.პ.ს. ,,მ----------“ არ წარმოადგენს ცრუმაგიერ პირს რადგან იგი დაფუძნებულია 2015 წლის 30 დეკემბერს. შ.პ.ს. ,,გ--- და კ--------“ დაფუძნებულია 2015 წლის 7 მაისს და 2017 წლის 14 მაისის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციით არც შ.პ.ს. ,,ლ--–-“, მე---- ხა----ე და მა-–---- ხა----ე არ წარმოადგენს ცრუმაგიერ პირებს.

 

2.2. შ.პ.ს. ,,ლ--–-“ სარჩელს არ ცნობს და მისი წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის 1- აპრილს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურსა და შ.პ.ს. ,,ლ--–-“-ს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შ.პ.ს. ,,ლ--–-“-მ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 85000 ლარი. შემოსავლების სამსახურმა გააუქმა საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ყველა საშუალება. შ.პ.ს. ,,ლ--–-“-ს მოცემული პერიოდისათვის დავალიანება არ გააჩნია. საწარმო კეთილსინდისიერად ახორციელებს თავის სამეწარმეო საქმიანობას.

 

2.3. შპს ,,გ--- და კ--------“ სარჩელს არ ცნობს და მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ არნიშნული საწარმო დაფუძნდა 2015 წლის 7 მაისს და მისი 1-0 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო გ--- მო------ე. საწარმოს მთლიანი წილი შეიძინა მა-–---- ხა----ემ 2016 წლის 16 მარტს. მოცემულ პერიოდში შ.პ.ს.,, ბ-–------–--“ -ს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა და მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა იპოთეკა არ ვრცელდებოდა. შპს ,,გ--- და კ--------“ -მ 2015 წლის 18 მაისს შ.პ.ს. ,, ბ-–------–--“-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება , რაშიდაც გადაიხადა შესაბამისი თანხა.

 

2.4. შ.პ.ს. ,,მ----------“ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ აღნიშნული საწარმო დაფუძნებულია 2015 წლის 30 დეკემბერს. მოლოდ ის გარემოება, რომ შ.პ.ს.,,მ----------“ საქმიანობს იმავე სფეროში ნამდვილად არ წარმოადგენს მისი შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველს. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.

 

2.5. მოპასუხეები მე---- ხა----ე და მა-–---- ხა----ე სარჩელს არ ცნობენ. ისინი ადასტურებენ, რომ არიან ძმები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დამოუკიდებლად სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის უფლება არ აქვთ. ისინი არ წარმოადგენენ დანარჩენი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „ბ-–------–---“-ს (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2012 წლის 17 ივლისს, რომლის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი 1-0%-იანი წილის მფლობელია მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------). ამ შემთხვევაში 2015 წლის 09 მაისს მომზადებული რეესტრის ამონაწერით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საგადასახადო გირავნობა - იპოთეკა რეგისტრირებული არ არის.

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „ლ--–-“-ს (ს/ნ 2--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1999 წლის 07 მაისს, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ჭიათურა ტ---–------- ქ.N-, 20 პროცენტიანი წილის მფლობელია პო-–------- ჯა------ე, 80%-იანი წილის მფლობელია მა-–---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე პარტნიორი მა-–---- ხა----ე.

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „გ--- და კ--------“-ს (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 07 მაისს, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ჭიათურა 2-------- ქ.N-- 100%-იანი წილის მფლობელია მა-–---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე და---- მა---------ი (პ/ნ 5----------).

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „მ----------“-ს (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 30 დეკემბერს, რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 1-0%-იანი წილის მფლობელია მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე პარტნიორი მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ.ტ.2 ს.ფ.,15,26,45, 84);

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს „ბ-–------–---“-ს (ს/ნ 4--------) 2015 წლის 13 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნო 2015 წლის 17 ნოემბერს. 2016 წლის 18 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N0---1--- შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს ქონება დაყადაღებულია და შეფასებულია 43 760 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბრძანება (ს.ფ . 70)

- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.ტ1.39-58)

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 18 აგვისტოს N0---1---

ბრძანება (იხ. ტ.1. ს.ფ.63);

- შემოსავლების სამსახურის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია იპოთეკა/გირავნობის თაობაზე შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-სათვის (ტ.1. ს.ფ. 61)

- ელექტრონული ჟურნალის ამონაწერი(ტ.1.ს.ფ. 61-62)

- შედარების აქტი(ტ.2.ს.ფ.47.)

 

3.1.3. დადგენილია, რომ უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.3-.1-- და ს/კ 3-.1-.3-.1--. შპს „ბ-–------–---“-ს მიერ გასხვისებულია და შეძენილი აქვს შპს ,,გ--- და კ--------“ -ს 2015 წლის 11 მაისს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“ -მა შპს ,,მ----------’’-ს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შემდგომ და საგადასახადო შემოწმების პერიოდში 2016 წლის 15 მაისს და 2016 წლის 15 აგვისტოს გადასცა 120 150 ლარის ღირებულების ქონება, ისე რომ შპს ,,მ----------’’-ს შესაბამისი თანხა არ აუნაზღაურებია. ასევე 90273 ლარის ღირებულების მანგანუმის კონცენტრატი შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“ -მა გადასცა შ.პ.ს. ,,ლ--–-’’-ს, ისე რომ შესაბამისი ანაზღაურება არ მიუღია. მოპასუხე მხარეს ანაზღაურების მიღების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 23,27);

- ელექტრონული ზედნადები(ტ.1.ს.ფ. 32,33,340)

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აპრილს შემოსავლების სამსახურსა და შ.პ.ს. ,,ლ--–-“-ს შორის შედგა საგადასახადო შეთანხმება Nა74-21, რომლის თანახმადაც შეთანხმების გაფორმებიდან 30 დღეში საწარმოს უნდა გადაეხადა 85 000 ლარი. შეთანხმების შესაბამისად ეს თანხა გადახდილი იქნა საწარმოს მიერ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს შემოსავლების სამსახურსა და შ.პ.ს. ,,ბ-–------–--- შორის“-ს შორის შედგა საგადასახადო შეთანხმება Nა2-----, რომლის თანახმადაც გადასახდელის გადამხდელის დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 700 000 ლარით, რომელიც უნდა გადაიხადოს აქტის შედგენიდან 330 კალენდარულ დღეში შემდეგი გრაფიკით: აქტის გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე 120000 ლარი, აქტის გაფორმებიდან 150 კალენდარული დღე 180000 ლარი, აქტის გაფორმებიდან 240კალენდარული დღე 200 000 ლარი, აქტის გაფორმებიდან 330 კალენდარული დღე 200 000 ლარი.

2017წლის 2- აგვისტოს მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვროს 700000 ლარით.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნითაც გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად.

ამავე შეთანხმების შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების, დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიერ გრაფიკით გათვალისწინებული ეტაპების შესაბამისად გადახდილია გათვალისწინებული თანხები, რაც დასტურდება შესაბამისი ქვითრებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს მთავრობის განკარგულება(ტ.2.ს.ფ.129-131)

- შეთანხმება (ტ.2.ს.ფ. 132-133)

- ქვითრები (ტ.2. ს.ფ 116,- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.5. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შეწყდა შ.პ.ს. ,,მ----------“-ს მიმართ შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით დაწყებული N-/5----17 საქმის წარმოება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის N0---4--- ბრძანებით გაუქმდა შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს 0---1--- და 2016 წლის 19 აგვისტოს N0---1---/1 ბრძანებები ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შეწყდა შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ მიმართ დაწყებული N-/5----17 საქმის წარმოება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს“ შედარების აქტით 2918 წლის 11 მაისის მდგომარეობით სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრული ზედმეტობა არის 30002--,3 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები , რომელიც არ არის აღიარებული არის 1040579,3- ლარის

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განჩინებები (იხ. ს.ფ. 35-36);

- ბრძანება (ს.ფ.112 ტ.2);

- შედარების აქტი (ს.ფ.12-ტ.2)

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში (2017 წლის 30 ნოემბერის საგადასახადო შეთანხმება Nა 2-----), შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,მ----------“. მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში (2017 წლის 30 ნოემბერის საგადასახადო შეთანხმება Nა 2-----), შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,ლ--–-“. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს საგადასახადო დავალიანების არსებობას, თუნდაც შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელის აზრით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია ასევე მე---- ხა----ისა და მა-–---- ხა----ის (ძმობის) დედმამიშვილობის ფაქტი, საფუძველია ასევე მოპასუხე საწარმოების ერთგვარი საქმიანობა, შ.პ.ს. ,,ბ-–------–---ს მიერ შ.პ.ს. ,,მ----------სთვის, შ.პ.ს. ,,გ--- და კ--------“-სთვის და შ.პ.ს. ,,ლ--–-“-სთვის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაწერა.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს ,,ბ-–------–---’’-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,მ----------’’-ს (ს/ნ 4--------); შპს გ--- და კ--------’’-ს (ს/ნ 4--------); შპს ,,ლ--–-’’-ს (ს/ნ 2-------- ); მე---- ხა----ის (პ/ნ 5----------); მა-–---- ხა----ის (პ/ნ 5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული საწარმოს დირექტორების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ. შესაბამისად საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

აღნიშნული გაზიარებული ვერ იქნება (გარდა შპს-ებისა); ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მა-–---- ხა----ის, მე---- ხა----ის და შ.პ.ს. ,,გ--- და კ--------“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ, საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მე---- ხა----ეს, მა-–---- ხა----ეს და მეორე მხრივ, შპს ,,ბ-–------–---”-ს , შპს „მ----------ს“-ს, შ.პ.ს. ,,ლ--–-“-ს , შ.პ.ს.,,გ--- და კ--------“-ს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მე---- ხა----ეს, მა-–---- ხა----ეს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის დასახელებულ შპს-ებთან მიმართებაში;

 

6.4.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „ბ-–------–---“-ს (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 17 ივლისს , რომლის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი 1-0%-იანი წილის მფლობელია მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------). ამ შემთხვევაში

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „ლ--–-“-ს (ს/ნ2--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1999 წლის 07 მაისს, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ჭიათურა ტ---–------- ქ.N- 20 პროცენტიანი წილის მფლობელია პო-–------- ჯა------ე, 80%-იანი წილის მფლობელია მა-–---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე პარტნიორი მა-–---- ხა----ე.

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „გ--- და კ--------“-ს (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 07 მაისს, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ჭიათურა 2-------- ქ.N-- 1-0%-იანი წილის მფლობელია მა-–---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე და---- მა---------ი (პ/ნ 5----------).

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „მ----------“-ს (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 30 დეკემბერს , რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 1-0%-იანი წილის მფლობელია მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია ასევე პარტნიორი მე---- ხა----ე (პ/ნ 5----------).

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განისაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

საქმის მასალებით, მა-–---- ხა----ე, მე---- ხა----ე და შპს-ები წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

ამდენად ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კ-------ებში; 2. ერთი კ-------ის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კ-------ის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კ-------ის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კ-------ის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კ-------ის (მაგ. დედა კ-------ის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კ-------ის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საერთოდ არ დადასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედება, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - არც გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა და არც მისი გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

6.7. სასამართლო თვლის, რომ ასევე სრულიად უსაფუძვლოა სარჩელი შ.პ.ს.,,გ--- და კ--------“-სთან მიმართებაში, რადგან მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ არ დადასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედება, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - არც გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა და არც მისი გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

ამ შემთხვევაში სარჩელის საფუძვლად ზემოთ მითითებული საფუძვლებთან ერთად მოსარჩელეს მითითებული აქვს შ.პ..ს. ,,ბ-–------–---ს“ მიერ უძრავი ქონების გადაწერა შ.პ.ს. ,,გ--- და კ-------ისათვის“, თუმცა სასამართლო ამ გარემოებას ვერ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად, რადგან დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „გ--- და კ--------“-ს (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 07 მაისს, 100%-იანი წილის მფლობელია მა-–---- ხა----ე (პ/ნ 5----------), დირექტორია და---- მა---------ი (პ/ნ 5----------).

 

დადგენილია, რომ შპს „ბ-–------–---“-ს (ს/ნ 4--------) 2015 წლის 13 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნო 2015 წლის 17 ნოემბერს.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.3-.1-- და ს/კ 3-.1-.3-.1--. შპს „ბ-–------–---“-ს მიერ გასხვისებულია და შეძენილი აქვს შპს ,,გ--- და კ--------“ -ს 2015 წლის 11 მაისს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

 

აღნიშნული გარემოებები ცხადყოფენ, რომ სახეზე არ არის არც გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა და არც მისი გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. სასამართლო ასევე თვლის, რომ შ.პ.ს. ,,ლ--–- „ შ.პ.ს.,,მ----------“ და ,,შ.პ.ს.,, გ--- და კ--------“ არ არიან ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები , რადგან არ არსებობს გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ ერთობლივად შ.პ.ს. ,,ბ-–------–---სათვის“ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენებას.

 

6.8.სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სახეზეა შპ „ბ-–------–---“-ს და შ.პ.ს. ,,მ----------“-ს ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, კერძოდ, დადგენილია, რომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“ -მა შპს ,,მ----------’’-ს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შემდგომ და საგადასახადო შემოწმების პერიოდში 2016 წლის 15 მაისს და 2016 წლის 15 აგვისტოს გადასცა 120 150 ლარის ღირებულების ქონება, ისე რომ შპს ,,მ----------’’-ს შესაბამისი თანხა არ აუნაზღაურებია.

 

სასამართლო ასევე თვლის, რომ სახეზეა შპ „ბ-–------–---“-ს და შ.პ.ს. ,,ლ--–-“-ს ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. 90273 ლარის ღირებულების მანგანუმის კონცენტრატი შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“ -მა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შემდგომ და საგადასახადო შემოწმების პერიოდში გადასცა შ.პ.ს. ,,ლ--–-’’-ს , ისე რომ შესაბამისი ანაზღაურება არ მიუღია. მოპასუხე მხარეს ანაზღაურების მიღების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.

აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ შეჩერებულა და წყვეტა არ განუცდია საწარმოს.

 

ამ შემთხვევაში ზედნადებით განხორციელებული საგადასახადო ოპერაცია-საქონლის შესყიდვა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

6.9. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ ფაქტზე, რომ შ.პ.ს.,,ბ-–------–---ა“ და შემოსავლების სამსახურს შორის შედგა საგადასახადო შეთანხმება აღიარებული დავალიანების გრაფიკის შესაბამისად ანაზღაურების თაობაზე. მართალია საწარმო კეთილსინდისიერად ასრულებს შეთანხმებას, თუმცა დავალიანება შედარების აქტის მიხედვით არსებობს და შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება გრაფიკის შესაბამისად დასრულებული არ არის. გარდა ამისა ამავე შეთანხმების შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების, დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.

 

სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში უნდა მოხდეს მითითებული საწარმოების შ.პ.ს.,,ბ-–------–---ს“ ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

 

6.10. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები:

შპს ,,ბ-–------–---’’ და შპს ,,ლ--–-’’ ერთი და იგივე პირები არიან მოცემული პერიოდისათვის შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

ასევე შპს ,,ბ-–------–---’’ და შპს ,,მ----------“’’ ერთი და იგივე პირები არიან მოცემული პერიოდისათვის შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს ,,ბ-–------–--’’-ს და შპს ,,ლ--–-’’-ს შპს ,,მ----------“’-ს’ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად 100 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შ.პ.ს.,,გ--- და კ-------“-ს მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს, კერძოდ უნდა გაუქმდეს გასხვისებისა და იპოთეკის აკრძალვა შ.პ.ს.,,გ--- და კ-------“-ს საკუთრებაში არსებულ შემდეგ ნივთებზე:

უძრავი ქონება :1) ქ. ჭიათურა, ქუჩა 2-------, #--, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.1-- (წინა სკადასტრო კოდი: 3-.1-.2-.0--) ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:1---.00 კვ.მ.;

2) ქ. ჭიათურა, ქუჩა 2-------, #--, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.1-- (წინა საკადასტრო კოდი: 3-.1-.2-.0--), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 53-.00 კვ.მ.

3) ქ. ჭიათურა, ქუჩა 2-------, #7, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.1-- (წინა საკადასტრო კოდი: 3-.1-.2-.0--), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 75.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობები:N01 განაშენიანების ფართით 75 კვმ.

მოძრავ ქონებაზე:

M------- უნაგირა საწევარა სახ.N A------;

S-------------- სატვირთველი სახ.N A-----;

V------------- - ექსკავატორი მუხლუხა სახ.N A-----;

H-------------------9S - ექსკავატორი მუხლუხა სახ.N A-----;

V---- 3-0 თვითმცლელი - სახ.N S------;

K--------- თვითმცლელი - სახ.N I------;

H------------ -9S ექსკავატორი ბორბლიანი - სახ.N B-----;

H--------------- თვითმცლელი - სახ.N D------;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,მ----------“-ს (ს/კ4--------), შ.პ.ს.,,გ--- და კ-------“-ს (ს/კ4--------), შ.პ.ს.,,ლ--–-“-ს (ს/კ 2--------), მა-–---- ხა----ის (პ/ნ5----------) , მე---- ხა----ის (პ/ნ 5----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ :

1.1. მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში -2017 წლის 30 ნოემბერის საგადასახადო შეთანხმება Nა 2-----, შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,მ----------“

1.2. მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში -2017 წლის 30 ნოემბერის საგადასახადო შეთანხმება Nა 2-----, შ.პ.ს. ,,ბ-–------–---“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,ლ--–-“. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შ.პ.ს.,,გ--- და კ-------“-ს მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდეს, კერძოდ გაუქმდეს გასხვისებისა და იპოთეკის აკრძალვა შ.პ.ს.,,გ--- და კ-------“-ს საკუთრებაში არსებულ შემდეგ ნივთებზე:

უძრავი ქონება :1) ქ. ჭიათურა, ქუჩა 2-------, #--, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.1-- (წინა სკადასტრო კოდი: 3-.1-.2-.0--) ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:1---.00 კვ.მ.;

2) ქ. ჭიათურა, ქუჩა 2-------, #--, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.1-- (წინა საკადასტრო კოდი: 3-.1-.2-.0--), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 53-.00 კვ.მ.

3) ქ. ჭიათურა, ქუჩა 2-------, #7, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.1-- (წინა საკადასტრო კოდი: 3-.1-.2-.0--), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 75.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობები:N01 განაშენიანების ფართით 75 კვმ.

მოძრავ ქონებაზე:

M------- უნაგირა საწევარა სახ.N A------;

S-------------- სატვირთველი სახ.N A-----;

V------------- - ექსკავატორი მუხლუხა სახ.N A-----;

H-------------------9S - ექსკავატორი მუხლუხა სახ.N A-----;

V---- 3-0 თვითმცლელი - სახ.N S------;

K--------- თვითმცლელი - სახ.N I------;

H------------ -9S ექსკავატორი ბორბლიანი - სახ.N B-----;

H--------------- თვითმცლელი - სახ.N D------;

3. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შ.პ.ს. ,,ბ-–------–--“-ს, შ.პ.ს.,,მ----------“ და შ.პ.ს.,,ლ--–-“-ს სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროს გადასახდელად 100 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი