განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002471004
№1/124-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - მი----– ლა------ის
ადვოკატ - გუ-–-- ბი---–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მი----– ლა------ე
მამის სახელი: ვა-–----
დაბადებული: 19---–-–----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შე--------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ლ-------------------–-------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
კვალიფიკაცია: მი----– ლა------ეს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, მი----– ლა------ემ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მისი მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში, განზრახ ხელი ჰკრა და წააქცია მეუღლის დედა - მა----- ზუ-----–---–ი, რომელმაც წაქცევის შედეგად მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქალაქ ლაგოდეხში, გო------–ის ქუჩა N---ში მცხოვრები მი----– ლა------ე სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - ეკ- ზუ-----–---–ის მიმართ, ხოლო 2018 წლის თებერვლის თვეში, მი----– ლა------ემ ქ. ლაგოდეხში გო------–ის ქ. N---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს არასრულწლოვანი შვილის მა--- ლა------ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე მი----– ლა------ემ ქ. ლაგოდეხში გო------–ის ქ. N---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის მა--- ლა------ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
მი----– ლა------ე 2018 წლის 19 აპრილს 15:00 საათზე დააკავეს და ჩადენილი ქმედებისთვის 2018 წლის 20 აპრილს და 28 მაისს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, მი----– ლა------ემ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მისი მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში, განზრახ ხელი ჰკრა და წააქცია მეუღლის დედა - მა----- ზუ-----–---–ი, რომელმაც წაქცევის შედეგად მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქალაქ ლაგოდეხში, გო------–ის ქუჩა N---ში მცხოვრები მი----– ლა------ე სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - ეკ- ზუ-----–---–ის მიმართ, ხოლო 2018 წლის თებერვლის თვეში, მი----– ლა------ემ ქ. ლაგოდეხში გო------–ის ქ. N---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს არასრულწლოვანი შვილის მა--- ლა------ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. 2018 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე მი----– ლა------ემ ქ. ლაგოდეხში გო------–ის ქ. N---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის მა--- ლა------ის თანდასწრებით, სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა----- ზუ-----–---–ის, ამ----- ზუ-----–---–ის, თა---- ლა------ის, გი------ ზუ-----–---–ის, გე----- ბე-----–---–ის, ან-- ზუ-----–---–ის, გო-- გო----–-–---–ის, თე--------- და-------–---ის, ბე-- მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მი----– ლა------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მი----– ლა------ემ განზრახ ხელი ჰკრა და წააქცია მეუღლის დედა - მა----- ზუ-----–---–ი, რომელმაც წაქცევის შედეგად მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის თებერვლის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ეკ- ზუ-----–---–ის, ამ----- ზუ-----–---–ის, თა---- ლა------ის, გი------ ზუ-----–---–ის, გე----- ბე-----–---–ის, ან-- ზუ-----–---–ის, გო-- გო----–-–---–ის, თე--------- და-------–---ის, ბე-- მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მი----– ლა------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასა----თლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მი----– ლა------ე სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - ეკ- ზუ-----–---–ის მიმართ, ხოლო 2018 წლის თებერვლის თვეში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 7 აპრილის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ეკ- ზუ-----–---–ის, ამ----- ზუ-----–---–ის, თა---- ლა------ის, გი------ ზუ-----–---–ის, გე----- ბე-----–---–ის, ან-- ზუ-----–---–ის, გო-- გო----–-–---–ის, თე--------- და-------–---ის, ბე-- მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მი----– ლა------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მი----– ლა------ემ სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით
მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
1. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ეკ- ზუ-----–---–ის, თავად ბრალდებულ მი----– ლა------ის ჩვენებებით, მა--- ლა------ის დაბადების მოწმობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასა----თლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მი----– ლა------ემ 2018 წლის თებერვლის თვეში სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მა--- ლა------ე.
2. ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ეკ- ზუ-----–---–ის, თავად ბრალდებულ მი----– ლა------ის ჩვენებებით, მა--- ლა------ის დაბადების მოწმობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასა----თლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მი----– ლა------ემ 2018 წლის 7 აპრილს სცემა ცოლს ეკ- ზუ-----–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მა--- ლა------ე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასეთი ქმედება დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ტანჯვას.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----– ლა------ემ ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 აპრილის ეპიზოდი).
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი).
3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2018 წლის 7 აპრილის ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მი----– ლა------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მი----– ლა------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მი----– ლა------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----– ლა------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. მი----– ლა------ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მი----– ლა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
მი----– ლა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
მი----– ლა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მი----– ლა------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მი----– ლა------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 აპრილის 15:00 საათიდან.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი