განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
010100118002467630
დავის ტიპი
120
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002467630

საქმე N1-475/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19.06. 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალე-----------------ძე

 

ბრალდებული: ჯე---–---------ძე

მამის სახელი: თა-----

დაბადებული: 2--07.1983 წელი

პირადი ნომერი: 6---------6

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ა------------------–------------

 

ადვოკატი - პა---------–---ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლი (ოჯახის წევრის მიმართ ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171270418008

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.ბათუმში, გე-–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯე---–---------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნო-----------ძეს, სახის არეში თავის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ ჯამრთელობის განზრახ

მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი

ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ჯე---–---------ძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა თავად ბრალდებულ ჯე---–---------ძის გამოკითხვის ოქმისა აგრეთვე ემყარება, სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ნო----------------------------------------------–---------------------------------------------–---–-----–---–-----------------------------------------------------ის, ჯე---–---------ძის და თა--------------ის ჩვენებები, შემაკავებელი ოქმი და ორდერის ოქმი, მარ--------------ის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს;

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ჯე---–---------ძის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების მიხედვით, ნო-----------ძეს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა მცირე ცდომით და სისხლნაჟღენთები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოუშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.4. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ჯე---–---------ძე და ნო-----------ძე იმყოფებიან ქორწინებაში.

 

2.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.7. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახის წევრის მიმართ ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ: მოწმეების - ნო----------------------------------------------–---------------------------------------------–---–-----–---–-----------------------------------------------------ის და თა--------------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ოქმით და ორდერის ოქმით, მარ--------------ის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასევე ბრალდებულ ჯე---–---------ძის აღიარებით, უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯე---–---------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულ ნო-----------ძის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც განახორციელა კიდევაც; ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანება გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური იძულებით. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, - შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჯე---–---------ძიემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის წევრის მიმართ ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, -რისთვისაც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ბრალდებულის განმარტებით, მოხდა გაუგებრობა, ის შერიგებულია მეუღლესთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; დაზარალებულის წერილობითი განცხადებით, მას რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია;

 

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯე---–---------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით

 

ზემოთმითითებული გარემოებები ასევე იძლევა შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილი გადავადებული იქნეს პირობით და გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი;

 

ამდენად, ჯე---–---------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით; უფრო მკაცრი სასჯელის ზომის დანიშვნა ჩადენილი დანაშაულის, ბრალდებულის პიროვნების, ქმედებით მიყენებული ზიანის, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ჯე---–---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - დანიშნული სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯე---–---------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ ჯე---–---------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ჯე---–---------ძეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე