განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
080100118002383643
დავის ტიპი
177 1
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2---18 (0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ირ--- მჟ----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი------ გუ-–----ს ძე კო--–----ე - დაბადებული 19-- წლის 2------------ს, სა---------–--ს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: წყალტუბო, სოფელი მა---–--ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ერ-------ს N-

 

ადვოკატი - ირ---–- შე----–-ა

 

კვალიფიკაცია: სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გი------ კო--–----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, წყალტუბოში რუ-------–-ს ქუჩა N---ში განთავსებულ სანატორიუმ „სა---------–--ს“ შენობიდან გი------ კო--–----ე ფარულად დაეუფლა სს „ჯა--------–---ის“ კუთვნილ 138 ლარის ღირებულების ალუმინის ჯართს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის წარმომადგენლის ნუ------ კი-----ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ლ--- კო--–----ის, გი--–- კუ----–---–-ს, გრ-----– კრ----–---–-ს, ი-–-- ფა-–----ს გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით გი------ კო--–----ის გამოკითხვის ოქმი, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნა, სს „ჯა--------–---ის“ 2018 წლის 5 თებერვლის N- წერილი და სხვ.) ერთობლიობა გი------ კო--–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ კო--–----ემ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა გი------ კო--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ კო--–----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ კო--–----ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის 01 (ერთი) წლის ვადით განსაზღვრა და მისი ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გი------ კო--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გაუქმდეს გი------ კო--–----ის მიმართ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გი------ კო--–----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ალუმინის ჯართი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი