განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
010100117002095867
დავის ტიპი
179 3 ა
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№010100117002095867

საქმე №1-809/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

01 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - გ------- რ---–---–ი

ადვოკატი - დ----- გ------ე

 

ბრალდებული: ს------- გ----ია

მამის სახელი: გ-------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 0-. 1-. 1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–----------–--ე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი

ნასამართლობა: ნ----------–-----------ე

მისამართი: ქ--------------------ს ქუჩა №4----------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------- გ----იას ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

ს------- გ----იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 26 ივლისს, ქ---------–---------------–--ის ქ. N---–ი მდებარე შპს ,,რ------------–------------–ოს’’ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობისათვის ნასამართლევი ს------- გ----ია თავს დაესხა ოპერატორებს - ნ-------- დ-----აძეს და გ------ა ჯ--------ეს, რომელთაც სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, პისტოლეტის დემონსტრირებით მოსთხოვა და ნ-------- დ-----აძისაგან გაიტაცა ფულადი თანხა - 520 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე ს------- გ----იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

ა) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია 2017 წლის 26 ივლისს, შპს ,,რ------------–------------–ოს’’ ბენზინგასამართ სადგურზე, ნ-------- დ-----აძეზე და გ------ა ჯ--------ეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. დაახლოებით 05:09:24 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ღია ფერის კაპიშონიანი მოსასხამი, რომელიც თავზე აქვს წამოხურული. მას ხელში უჭირავს პისტოლეტის მსგავსი საგანი და ახლოს მიდის სკამზე მჯდომ ოპერატორ ნ-------- დ-----აძესთან, აიძულებს მას წამოდგომას და მიყავს შენობისაკენ. 05:1-:34 საათზე, აღნიშნულ შენობაში განთავსებულ მენეჯერის ოთახში, შემოდის სამი პიროვნება, რომელთაგან ორს - ნ-------- დ-----აძეს და გ------ა ჯ--------ეს აცვია ბენზინგასამართი სადგურის - ,,რ------------–ის“ უნიფორმა, ხოლო მესამეს აცვია ლურჯი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ღია ფერის კაპიშონიანი მოსასხამი, კაპიშონი ახურავს თავზე, კაპიშონის შიგნით მოჩანს კეპის ქუდი, თავდამსხმელი, რომელსაც სახე არ უჩანს, რჩება კარებთან ახლოს და ნ-------- დ-----აძის და გ------ა ჯ--------ის მისამართით ახორციელებს პისტოლეტის დემონსტრირებას. 05:13:35 საათზე თავდამსხმელი შენობიდან გამოდის და სირბილით ტოვებს ტერიტორიას.

 

ბ) 2017 წლის 03 აგვისტოს შედგენილი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს------- გ----იას საცხოვრებელი ბინიდან (მისამართი: ქ--------------------ს ქ. 4------) ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი კორპუსის მქონე პისტოლეტი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ სანთებელას და არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

გ) მოწმის სახით დაკითხული ნ-------- დ-----აძის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, 2017 წლის 26 ივლისს, ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------------–ზე“ მომხდარი ყაჩაღობის დროს, თავდამსხმელს სახეზე აფარებული ჰქონდა ნაჭერი, რის გამოც მისი სახე არ დაუნახავს.

 

ნ-------- დ-----აძემ დაადასტურა საპროცესო დოკუმენტებზე, მათ შორის, ფოტოსურათით ამოცნობის და ნივთის ამოცნობის ოქმებზე ხელმოწერის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ მათ შინაარსს არ გაცნობია. დოკუმენტები სამსახურში მიუტანეს და მოაწერინეს ხელი.

 

დ) მოწმის სახით დაკითხული გ------ა ჯ--------ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, 2017 წლის 26 ივლისს, ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------------–ზე“ მომხდარი ყაჩაღობის დროს, თავდამსხმელს სახეზე აფარებული ჰქონდა ნიღაბი, რის გამოც მისი სახე არ დაუნახავს.

 

გ------ა ჯ--------ემ დაადასტურა საპროცესო დოკუმენტებზე, მათ შორის, ფოტოსურათით ამოცნობის და ნივთის ამოცნობის ოქმებზე ხელმოწერის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ მათ შინაარსს არ გაცნობია. დოკუმენტები სამსახურში მიუტანეს და მოაწერინეს ხელი.

 

ე) სასამართლო სხდომებზე დაკითხულ იქნენ მოწმეები, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციები ირიბი ჩვენებებია. ამ სახის ჩვენებების არასანდოობაზე და გამამტყუნებელი განაჩენის მათ საფუძველზე გამოტანის შეუძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.

 

3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------- გ----ია ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და არსებითად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს------- გ----იას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ს------- გ----იას ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ს------- გ----ია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ს------- გ----იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ს------- გ----ია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი პისტოლეტის მსგავსი საგანი - სანთებელა, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ტანისამოსი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - სს ბანკი ,,კ-----------'' და შპს ,,რ------------–იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი სამ ცალ DVD-R დისკზე, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, გამართლებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი