გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.06.2018
საქმის ნომერი
270310018002263583
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5-18 (270310018002263583)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - თეა მოსიძე

 

მოსარჩელე - სს------–---–----------------------------------–--–-------------------–------------–--ა

წარმომადგენელი - ელ-----------–--ა

 

მოპასუხე - ფა-----------–-ა

 

დავის საგანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების ანაზღაურების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ზედმეტად მიღებული თანხის - 160 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დავალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ფა-----------–-ამ სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ თანხა 160 ლარის ოდენობით დასაბრუნებელი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თუმცა ამის საშუალება არა აქვს.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ფა-----------–-ას ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.2.ფა-----------–-ა 2017 წლის აპრილის თვიდან არის დასაქმებული საწარმოში - სს ,,სტიმორ ასოსიატეს წარმომადგენლობა საქართველოში''.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-2017 წლის 04 აგვისტოს №04/50906 კორესპონდენცია და მისი დანართი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.3. დასაქმების გამო ფა-----------–-ას აღებული აქვს ზედმეტად 160 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-ამონაწერი;

-20.12.2017 წლის წერილი და მისი დანართი;

-04.09.2017 წლის N04-09-03/1825 წერილი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.4.ფა-----------–-ას მოსარჩელისაგან გაეგზავნა შეტყობინებები ნებაყოფილობით აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, თუმცა მის მიერ ვალდებულება შეუსრულებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-შეტყობინებები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს------–---–----------------------------------–--–-------------------–------------–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო ოჯახი საარსებო შემწეობის თანხა 160 ლარი, მას კანონით აღნიშნული თანხა არ ეკუთვნოდათ, რადგან მოპასუხე დასაქმდა, რაც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

იმავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, ეკონომიკური მდგომარობის გაუმჯობესების შესახებ, რაც მოპასუხეს განუხორციელებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა - 160 ლარი, რომელიც მიიღო მოპასუხემ, აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად).

 

შესაბამისად, ცალსახაა, რომ ფა-----------–-ას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

6.2.ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისას, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან კანონდარღვევით მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა - 160 ლარი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებების შესაბამისად, მოეხდინა სოციალური დახმარების ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოპასუხის გარკვეული შემოსავლის დაფიქსირებამ მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 160 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ფა-----------–-ას უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ფა-----------–-ა უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს------–---–----------------------------------–--–-------------------–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე ფა-----------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის – 160 ლარის ანაზღაურება;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი - ქ. წალენჯიხა, თამარ მეფის ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა