განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
130100118002333643
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-37-18

(027010218002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თეა გოგიძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე-------- თ--–----ე, დაბადებული 1965 წლის 12 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქარე-–--------------------–-----------–-ში

 

ადვოკატი - მარი----------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ე-------- თ--–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ე-------- თ--–----ე თავის მეუღლესთან, მ----------–-–---–თან ერთად ცხოვრობს ქარე-–--------------------–-----------–-ში. გარკვეული დროის განმავლობაში მათ შორის ჩამოყალიბდა კონფლიქტური ურთიერთობა, რისი მიზეზიც გახდა ე-------- თ--–----ის მიერ ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარება.

 

2018 წლის 14, 30 და 31 იანვარს ქარე-–--------------------–-----------–-ში ე-------- თ--–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - მეუღლეს, მ----------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შემდეგ ყელზე და მკლავზე ხელის მოჭერით მიაყენა დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ე-------- თ--–----ემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №000693818 დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-------- თ--–----ემ მეუღლის, მ----------–-–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე-------- თ--–----ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; საქმეს ერთვის დაზარალებულის განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ იგი (დაზარალებული) შეურიგდა მეუღლეს (ბრალდებულს), მასთან პრეტენზია არ გააჩნია და მისი სურვილია, რომ ბრალდებულზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები; თუმცაღა, აქვე გასათვალისწინებელია დანაშაულებრივი ქმედების მასშტაბიც - 2018 წლის იანვრის თვეში დაზარალებულის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის სხვადასხვა შემთხვევას რამდენიმე დღიანი ინტერვალებით, რაც, თავისმხრივ, ქმედების, გარკვეულწილად, მძიმე შედეგზე მიუთითებს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ე-------- თ--–----ეს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე-------- თ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 01 თებერვლიდან 8 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ე-------- თ--–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და იგი სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი