განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/40-2018
№ 038190218001
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ბ---- ბ----ის ძე ფ--–-–---–ი, დაბადებული 1994 წლის 02 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–-------------------------–-----ში
ადვოკატი - მაია გრიგოლიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ბ---- ფ--–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 იანვარს ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ---- ფ--–-–---–მა, 2018 წლის 19 თებერვალს დაახლოებით 17:00 საათზე ქ.ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის -ხ------------------ას მიმართ. კერძოდ, მეუღლეს, ხ------------------ას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. ბ---- ფ--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ბ---- ფ--–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ხ------------------ას გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 23 თებერვლის N001152218 დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ბ---- ფ--–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბ---- ფ--–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ბ---- ფ--–-–---–ს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ---- ფ--–-–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ---- ფ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება. (სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს ბ---- ფ--–-–---–ის ნასამართლობას, რადგან აღნიშნული არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი).
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ---- ფ--–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- ფ--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქ. სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ბ---- ფ--–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. (თ/აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, რახც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით).
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბ---- ფ--–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი) წელი და 8(რვა) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 8(რვა) თვის ვადით.
2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბ---- ფ--–-–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 21 თებერვლიდან.
3. გაუქმდეს ბ---- ფ--–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
4. ბ---- ფ--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით 5----------- იმეიკოდით 3-----------------, რომელიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი