განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
180100118002452410
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

20 ივნისი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური,ბრალდების მხარე -

სტაჟიორ პროკურორი - ნაზი მირიანაშვილი,დაცვის მხარე -

ბრალდებული გი------ გო-----–-–---–ი, დაბადებული 197- წლის 23 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის არმქონე (მოეხსნა ნასამართლობა), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თი--------------------------;

ადვოკატი - ლელა ჭანკოტაძე

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

1.1 201- წლის 0- აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, დაბა თი-----ში, ყა------ს ქუჩა N1-ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გი------ გო-----–-–---–მა მისივე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის ინ-- ბა-------ის მიმართ. კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და შეშის ღუმელის თუნუქის მილი დაარტყა ფეხში, რა დროსაც ინ-- ბა-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

გი------ გო-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გი------ გო-----–-–---–მა თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დასკვნითი სიტყვების ეტაპზე მან განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და თავს დამნაშავედ ცნობს მთლიანად.

 

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გი------ გო-----–-–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, ემყარება ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ინ-- ბა-------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ნი--- გო-----–-–---–ის და გო-- გო-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული თუნუქის მილი, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დასახელებული დანაშაულის ბრალდებულ გი------ გო-----–-–---–ის მიერ ჩადენას.

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული თუ უდაოდ მიჩნეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გი------ გო-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

 

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

3.2 ბრალდებულ გი------ გო-----–-–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული - თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამ ეტაპზე დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. გი------ გო-----–-–---–ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, ამასთან, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

4.1 გი------ გო-----–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

4.2 გი------ გო-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 201- წლის 0- აპრილი 19:35 საათიდან.

 

4.3 გაუქმდეს გი------ გო-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებათა ბედი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თუნუქის მილი, რომელიც ინახება შსს თი-----ის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს დასახელებულ სამმართველოს.

 

4.5 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი