განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/161-16
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–ი შვ--------ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ თ------ის ძე ფ--–-----ია (დაუსრებლად) - დაბადებული 1--- წლის 1- ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რ----------------–---------------------------–-–----–----–----–---------–----–----------------------------–-------------------------–--
ადვოკატი - ე--- ნო-----ა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1. მ------ ფ--–-----იამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში სამტრედიის რაიონის სოფელ ჭა---ში მდეაბრე საცხოვრებელი სახლის უკანმდებარე ნაკვეთში უკანონოდ დათესა, კულტივირებას უკეთებდა და მოიყვანა, დიდი ოდენობით, ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, საერთო წონით 70.67 გრამი, რაც 2016 წლის 04 ი--–--- ამოღებული იქნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვა, მოყვანა კულტივირება.
2.1. მოწმე ა-–---------- ბ-----–აიამ განაცხადა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსექტორ გამომძიებლად. 2016 წლის ივლისის თვეში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------ ფ--–-----იას სამტრედიაში არსებულ სახლში დათესილი ჰქონდა კანაფი, რაც შეატყობინა ხელმძღვანელს. მას პირადად მ. ფ--–-----იას სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია. იცის, რომ კანაფი ამოიღეს პოლიციელებმა. რაც შეეხება სოფლის სახელწოდებას, წყარომ უთხრა, რომ იყო მი–--------ა და ასევე მოახსენა თვითონაც ხელმძღვანელს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სხვა სახელი ერქვა სოფელს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოწმე ლ-–- ლ-----იძემ განაცადა, მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის- თანაშემწე გამომძიებლად. 2016 წლის 4 ი--–---, ა-–---------- ბ-----–აიამ მიიღო ოპერატიული შეტყობინება, რომ მ. ფ--–-----იას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მან დაკითხა ა. ბ----–-ია და წავიდნენ სამტრედიის რაიონის სოფელ მი–--------აში, სადაც სახლი აქვს მ. ფ--–-----იას. ადგილზე მივიდნენ დილით, დაახლოებით 8-9 საათისავის. სახლში იყვნენ თვითონ და მოხუცი ქალბატონი. მ. ფ--–-----იას წარუდგინეს თავი, და შესთავაზეს ნებაყოფლობით წარმოდგენა, რაზეც მან უარი განაცხადა, თუმცა ჩრხეკას დათანხმდა. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ პოლიციელები გ. გ-------ძე და თ. თ---------ძე. სახილს უკანა მხარეს, სადაც დათესილი იყო ყანა და ასევე იყო თხილის ნარგავები აღმოაჩინეს დაალოებით 80 სანტიმეტრი სიმაღლის მცენარე. მ. ფ--–-----იამ ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, დაადასტურა, რომ იყო კანაფი, იყო მისი და უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. ჩხრეკის დამთავრების შემდეგ მ. ფ--–-----ია წაიყვანეს განყოფილებაში და დაკითხეს. მ. ფ--–-----იას ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დაუდგინდა მარიხუანას მოხმარება. ჩხრეკის ჩატარებისას იცოდა, რომ სოფელს ერქვა მი–--------ა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე გ------- გ-------ძემ განაცხადა, რომ ამჟამად მუშაობს ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს მესამე განყოფილებაში. შემთხვვევის დროს კი მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2016 წლის 4 ი--–--- ა-–---------- ბ----–-იამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ. ფ--–-----იას ჰქონდა კანაფი. გამომძიერელთან და სხვა პოლიციელებთან ერთდ დაახლოებით დილის 8-9 საათზე, ა. ბ----–-იამ მიიყვანა ისინი მ. ფ--–-----იას სახლთან, თუმცა თვითონ არ ჩასულა სახლში. მ. ფ--–-----იას გააცნეს ჩხრეკის დადგენილება. ჩხრეკისას სახლის უკან, სადაც სიმინდი და თხილები იყო, აღმოჩნდა კანაფი. სახლში ასევე იმყოფებოდა მ. ფ--–-----იას ხანდაზმული ბებია, თუმცა მას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ახსოვს, ჩხრეკის ოქმში ჩხრეკის ადგილად მითითებულია სოფელი მი–--------ა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე თ-------- თ---------ძემ განაცხადა, რომ მუშაობს ქუთასის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსექტორ გამომძიებლად. 2016 წლის 04 ი--–--- დილის საათებში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წავიდნენ სამტრედიის რაიონის სოფელ მი–--------აში. სახლში იმოყოფებოდნენ მ. ფ--–-----ია და მისი ბებია. გამომძიებელმა უთხრა, რომ მას სახლში უნდა ჰქონოდა კანაფი, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა, რაშიც მონაწილეობდნენ თვითონ, გამომძიებელი ლ-–- ლ-----იძე და პოლიციელი გ------- გ-------ძე. საყანე და თხილის ფართობიდან ამოიღეს დაახლოებით ერთ მეტრამდე სიმაღლის კანაფი, რაც მოათვსეს დიდი ზომის შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტში და დალუქეს. მ ფ--–-----იამ ხელი მოაწერა როგორც ოქმს, ასევე ლუქსაც. ჩხრეკის ოქმში რა სოფელია მითითებული არ ახსოვს. მათ იცოდნენ, რომ სოფელ ერქვა მი–--------ა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჰქვია ჭა---ი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. მოწმე საქართველოს შინა--- საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტმა მა-----ა ჭე-–---მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტისზის N179/სქ დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. ჩატარებული კვლევების მიხედვით დაადგინა, რომ საქსპერტო კვლევის ობიექტი არის კანაფი. მისივე განმარტებით, ნივთმტკიცება დალუქული იყო პოლიეთილენის პარკში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. 2016 წლის 04 ივლის მ------ ფ--–-----იას საცხოვრებელი სახლში, ეზოში და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით დადგენილა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მიმდინარეობდა დღისით, მზიან ამინდში, მშვიდ გარემოებაში ბუნებრივი განათების პირობებში, ჩხრეკის შედეგად მ------ ფ--–-----იას საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე საკარმიდამო ნაკვეთში, სადაც დათესილია ყანა და დარგულია თხილი ამოღებული იქნა ერთი ძირი სპეციფიქური სუნის მქონე მომწვანო ფერის მცენარე ფესვებით, ღეროთი და ფოთლებით, რომელიც მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში და დალუქული იქნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქით.
(ს.ფ. 6–13)
2.7. საქართველოს შინა--- საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის N 179/სქ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ერთი ძირი, მწვანე ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფს (მცენარეს) წონით 70.67 გრამი.
(ს.ფ. 33–40).
2.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივლისის დადგენილებით დადგენილია, რომ მ------ ფ--–-----ია (პ/ნ 3----------, დაბ:1-.07.1--- წელს, მის: სამტრედია დაბა კუ-–-–ი ვა–----–----–-- ქ. N7-ში) ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევიად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთაის) ლარის ოდენიბით.
(ს.ფ. 47–50).
3. სამართლებრივი შეფასება :
3.1. სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა სასამართლო სხდომაზე არსებითად გამოკვლეული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ------ ფ--–-----იას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა (მ.ფ--–-----იას საცხოვრებელი სახლის, დმხმარე სათავსოს და საკარმიდამო ნაკვეთის ჩრეკის ოქმი; მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები) ერთობლიობა ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელია და მიუთითებს მ------ ფ--–-----იას მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3.2. სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეცხრე მუხლის (მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა) შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
3.3. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის (სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა) თანახმად კი სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
3.4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად მტკიცებულებაა – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი სა---ი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
3.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
3.9. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.10. საპროცესო კანონმდებლობის მითითებული დებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია მ.ფ--–-----იას საცხოვრებელი სახლის, დმხმარე სათავსოს და საკარმიდამო ნაკვეთის ჩრეკის ოქმით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ეჭვქვეშ დაყენება იმ მოტივით, რომ ოქმში ჩხრეკის ადგილად მითითებულია სოფელი მი–--------ა, ჩხრეკა კი რეალურად ჩატარდა სოფელ ჭა---ში შემდეგ გარემოებათ გამო:
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ????? 135-? ?????? (???????? ??????????? ?????????? ????? ???????? ?????????????? ) მეორე ნაწილის შესაბამისად, ჩხრეკის ოქმში უნდა მიეთითოს რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი სა---ი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
3.12. განსახილველ შემთხვევაში, ჩხრეკის ოქმში (ს.ფ. 6-13) მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა სამტრედიის რაიონის სოფელ მი–--------აში, მ------ ფ--–-----იას საცხოვრებელი სახლში, დამხმარე სათვსოებში და საკარმიდამო ნაკვეთში. მითითებული ოქმითა და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჩხრეკა ნამდვილად მ. ფ--–-----იას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, რომელიც ეკუთვნის მის ბებიას და მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა---ში. სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩხრეკის ადგილად ერთი სოფლის ნაცვლად სხვა სოფლის სახელის მითითება, იყო ობიექტური გარემოებებით გამოწვეული შეცდომა და არ წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რაც ამ ოქმის დაუშვებლად ცნობას გამოიწვევდა.
3.13. ამდენად, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ ფ--–-----იამ, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, წონით 70,67 გრამი.
4. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:
4.1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 ???? 14 ??????? №1/9/701,722,725 ??????????????? (????????????? ?????? 20.07.2017?. ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (1-1 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება გასაღების მიზნით.
4.2. 2017 წლის 28 ი--–--- ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, კერძოდ უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის ( დანართი №2) 73-ე ჰორიზონტალური გრაფით ნარკოტიკული საშუალება – კანაფისთვის (მცენარე) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განისაზღვრა 10 გრამზე მეტიდან 140 გრამამდე ოდენობა. შესაბამისად, 70,67 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარის დათესვა მოყვანა და კულტივირება მითითებილი თარიღიდან გვაძლევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმასაც.
4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზ/აღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, დადგინდა (1-1 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.
4.4. სასამართლო ამ კუთხით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ უზენასი სასამართლომ 2016 წლის 17 მარტის №499აპ-1- გადაწყვეტილებაში იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენების დაუშვებლობასა და სასჯელისა--- გათავისუფლების აუცილებლობაზე.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მულის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მსუბუქი სასჯელის სახე - ჯარიმა ვერ იქნება იმაზე მსუბუქი ვიდრე სასჯელის საერთოდ არ გამოყენება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული შემთხვევა ექცევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციის არეალში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე.
4.7. საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისა--- გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ------ ფ--–-----იას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისა--- გათავისუფლებით), ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც.
4.10. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამდენად, ბრალდებულს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და სა---მანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა.
5.1. ნივთმტკიცება, ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე) წონით 70.12 გრამი, რომელიც ინახება შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ ფ--–-----ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
მ------ ფ--–-----ია “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და სა---მანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მ------ ფ--–-----იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
ნივთმტკიცება, კანაფი წონით 70.12 გრამი, რომელიც ინახება შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მეშველიანი