გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2018
საქმის ნომერი
210310116001458086
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310116001458086

საქმე №3/116-16წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01.05.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი მარი მირიანაშვილი

 

მოსარჩელე ნ-----–----–-ძე, ალ---------ე ფხ-----–-–---–ი

 

მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამავე სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური _ კახეთის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი ლ-- ს-------–---–ი

 

მესამე პირი უშ------------–--ლი

წარმომადგენელი ნი------------ი

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 56.04.46.1--) უშ------------–--ლის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N88201--------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 მაისის N88201--------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის N88201------2-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2016 წლის 13 მაისის N88201------2-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის N882016---597-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2016 წლის 13 მაისის N882016---597-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

1.5 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N119--1 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.6 დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს, მოახდინოს მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია და შესაბამისი ამონაწერების მომზადება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო კახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არსებობს მისი ბათილად ცნობის როგორც სამართლებრივი ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

 

2.2 მესამე პირის უშ------------–--ლის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უშ------------–--ლი ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რომელიც გადაცემული აქვს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული მიღება ჩაბარების აქტი დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრში უძრავი ქონების უშ------------–--ლის სახელზე რეგისტრაციას 2015 წლის ნოემბრის თვეში. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დადასტურდება მისი უკანონობა, მიღება-ჩაბარების აქტს აქვს ხელმოწერები, ბეჭედი იმიტომ არ ეტყობა, რომ იგი წარმოდგენილია ასლის სახით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ მიღებულია კანოის შესაბამისად და არ არსებოს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. მესამე პირის წარმომდგენელს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2015 წლის 30 იანვარს უშ------------–--ლმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ უშ------------–--ლის განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალ---–-----ში მდებარე სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე სიღნაღის რაიონის ქალ---–-----ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 20000 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი N498, საკადასტრო კოდი:56.04.46.1-- წარმოადგენს უშ------------–--ლის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი N56.04.46.1-- (04.12.2015წ)

-განცხადება (30.11.2015წ) - ს.ფ 34

-მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ს.ფ 38

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება; ს.ფ 34

- საკადასტრო გეგმა;

 

3.1.2 1993 წლის 24 აპრილს მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების N498 აქტიდან დგინდება, რომ უშ------------–--ლს სარგებლობაში გადაეცა ქ. წნ----ში მდებარე 2,0 ჰა მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება აივაზიანი, სამხრეთით- ჯ---–---–ი, აღმოსავლეთით და დასავლეთით „--------“. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის საფუძველს წარმოდგენს სოფ. წნორის საკრებულოს 1997 წლის 25 მაისი N17 დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი N498 - ს.ფ 206

 

3.1.3 2016 წლის 06 აპრილს ალ---------ე ფხ-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ, წნ----ში მდებარე უძრავ ნივთზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 აპრილის N88201------2-03 გადაწყვეტილებით ალ---------ე ფხ-----–-–---–ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე ნაკვეთის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 56.04.46.1--) საზღვრებში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის N88201------2-04 გადაწყვეტილებით ალ---------ე ფხ-----–-–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

-განცხადება (06.04.2016წ)

-მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 აპრილის N88201------2-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის N88201------2-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ს.ფ 24-26

 

3.1.4. მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობიდან დგინდება რომ 2000 წლის 24 მაისს, მა-----ა ფხ-----–-–---–ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ქ. წნ----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა-სიღნაღი 56, სექტორი_ წნ----ი 04, კვარტალის N06, ნაკვეთის ნომერი N187, დაზუსტებული ფართობი:3749,99

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა (განაცხადის რეგისტრაციის N9420/00 ს.ფ 41-42

 

3.1.5. 2016 წლის 15 მარტს გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობიდან დგინდება, რომ ალ---------ე ფხ-----–-–---–მა როგორც გარდაცვლილი მა-----ა ფხ-----–-–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა მიიღო უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის ეკუთნოდა მას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 2016 წლის 15 მარტს გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობა ს.ფ 46

 

3.1.6. 2016 წლის 07 აპრილს ნ-----–----–-ძემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, მდებარე სიღნაღის რაიონი სოფელი წნ----ი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 აპრილის N88201--------03 გადაწყვეტილებით ნ-----–----–-ძის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე ნაკვეთის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 56.04.46.1--) საზღვრებში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის N88201--------04 გადაწყვეტილებით ნ-----–----–-ძის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

-განცხადება (07.04.2016წ)

-მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვითი ნახაზი

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 აპრილის N88201--------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის N88201--------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ს.ფ 21-24

 

3.1.7 2016 წლის 20 აპრილს ალ---------ე ფხ-----–-–---–მა და ნ-----–----–-ძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შეჩერების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N119--1 გადაწყვეტილებით ნ-----–----–-ძეს და ალ---------ე ფხ-----–-–---–ს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N119--1 გადაწყვეტილება ს.ფ 30

 

3.1.8 მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობიდან დგინდება რომ 2000 წლის 24 მაისს, ნ-----–----–-ძის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ქ. წნ----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა-სიღნაღი 56, სექტორი_ წნ----ი 04, კვარტალის N06, ნაკვეთის ნომერი N349, დაზუსტებული ფართობი:3749,99

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა (განაცხადის რეგისტრაციის N9582/00) ს.ფ 36-40

 

3.1.9 2000 წლის 24 მაისის (განაცხადის რეგისტრაციის N9420/00), მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სიღნაღის რაიონი ქ. წნ----ში, დაზუსტებული ფართობი 3749.99 წარმოადგენს მა-----ა ფხ-----–-–---–ის ოჯახის საკუთრებას , უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის 2000 წლის საგადასახდო სია N1649, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N56/04/06/187.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_ მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N56/04/06/187) ს.ფ 176

-საკადასტრო რუკა ს.ფ 179

 

3.1.10 2000 წლის 24 მაისის (განაცხადის რეგისტრაციის N9526/00), მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სიღნაღის რაიონი ქ. წნ----ში, დაზუსტებული ფართობი 3749.99 წარმოადგენს მა-----ა ფხ-----–-–---–ის ოჯახის საკუთრებას , უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის 2000 წლის საგადასახდო სია N1649, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N5-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_ მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N5-----------, საკადასტრო რუკა ს.ფ 180-182

 

3.1.11 2000 წლის 24 მაისის (განაცხადის რეგისტრაციის N9582/00), მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სიღნაღის რაიონი ქ. წნ----ში, დაზუსტებული ფართობი 3749.29 წარმოადგენს ნ-----–----–-ძის ოჯახის საკუთრებას , უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის 2000 წლის საგადასახდო სია N2192, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N5-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_ მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N56----------- საკადასტრო რუკა ს.ფ 183-185

 

3.1.12 2017 წლის 05 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–--–-------ის დადგენილებიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დგინდება, რომ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თა-----–---–-–--ლი 1997 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა სიღნაღის რაიონის მიწის რესურსების და მიწის კადასტრის განყოფილებაში, სოფელ საქობოს მიწათმომწყობის თანამდებობაზე. მან 1999 წელს შეადგინა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე უშ------------–--ლს 1993 წლის 24 აპრილს საკუთრებაში გადაეცა 2 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად, რის საფუძვლადაც მითითებულ-- 1997 წლის 25 მაისი სოფელ წნ----ის საკრებულოს დადგენილება. უშ------------–--ლისთვის ცნობილი არ იყო რა აქტის სიყალბის თაობაზე, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა აქტში მითითებული 2 ჰა მიწის ნაკვეთი, თა-----–---–-–--ლმა გააყალბა აქტში მითითებული კომისიის წევრების შემადგენლობა, მის მიერ დაკავებული თანამდებობები და იმ დროისთვის სიღნაღის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის განყოფილების უფროსის- გი--------------–---–-ს ნაცვლად მოაწერა ხელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 2017 წლის 05 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–--–-------ის დადგენილება ს.ფ 262

 

3.1.13 მოწმე თა-----–---–-–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ 1992 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა შპს „ნა------ში“, მშენებელ-ინჟინერად, 1997 წლიდან მუშაობდა სიღნაღის მიწის მართვის სამმართველო მთავარ სპეციალისტად., მოწმეს წარედგინა საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი N498 და დაადასტურა, რომ მისი შევსებულ--. მოწმემ განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებს ავსევდა 1997-1998-1999 წლებში. განაცხადა, რომ სადავო მიწები გასცა კომისიამ 1993 წელში, თუმცა მაშინ მიღება-ჩაბარების აქტები არ გაიცემოდა და გაიცა 1997 წელს, როცა 1996 წელში გამოვიდა პრეზიდენტის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ეს აქტები გაიცემოდა. აღიშნული მიწის ნაკვეთი ჰქონდათ მიღებული 1993 წელში კუ----–---– უშ----ს, მის ბიჭს და დედას დ-------–---–-------. მოწმემ განაცხადა, რომ მან 1997 წელს გადასცა მიღება-ჩაბარების აქტი და აქტზე ხელი მოაწერა როგორც მიწათმომწყობმა და როგორც მთავარმა სპეციალისტმა, მან მოაწერა ხელი გ. ჩი-----–---–-ს მაგივრადაც. მან როდესაც გასცა მიღება-ჩაბარების აქტი ადგილზე მივიდა და ნახა მიწის ნაკვეთი, შეადგინა აზომვითი ნახაზი, თუმცა სად არის აზომითთი ნახაზი არ იცის. ასევე იცის, რომ ნ-----–----–-ძესაც აქვს ნაკვეთი და მისი ნაკვეთი შორს მდებარეობდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_ მოწმე თა-----–---–-–--ლის ჩვენება (იხ.სხდომის ოქმი 13.03.2018წ)

 

4. 1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნ----მები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ მესამე პირის უშ------------–--ლის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1993 წლის 24 აპრილით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი N498, ამასთან საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა თავდაპირველი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადგინდებოდა თავდაპირველად მასზე გაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამასთან სადავო მიწის ნაკვეთზე დამატებით უფლების დამდგენი დოკუმენტი მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, მოწმის ჩვენებით ასევე ვერ დადასტურდა უშ------------–--ლის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა. ამასთან უფლების დამდგენი დოკუმენტი მიღება-ჩაბარების აქტი N498, რომელიც გახდა საფუძველი სადავო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 56.04.46.1-- დარეგისტრირებულიყო უშ------------–--ლის სახელზე, დადგინდა რომ მასზე ხელმოწერა გააყალბა თა-----–---–-–--ლმა, აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე დადგენილ-- 2017 წლის 05 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–--–-------ის მიერ მიღებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით. ამასთან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებს ნ-----–----–-ძისა და ალ---------ე ფხ-----–-–---–ის თავის დროზე გადაეცათ მიწის ნაკვეთები თუმცა მათი ადგილმდებარეობა არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5 შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6 კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით (ძალადაკარგული).

 

7 სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნ----მებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნ----მატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრება ხელშეუხებელია; დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

7.3 ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, ის გარემოება, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე სიღნაღის რაიონის ქალაქ წნ----ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 20000 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი N498, საკადასტრო კოდი:56.04.46.1-- წარმოადგენს უშ------------–--ლის საკუთრებას.

 

მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობიდან დგინდება, რომ 2000 წლის 24 მაისს, მა-----ა ფხ-----–-–---–ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ქ. წნ----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა-სიღნაღი 56, სექტორი_ წნ----ი 04, კვარტალის N06, ნაკვეთის ნომერი N187, დაზუსტებული ფართობი:3749,99.

 

2016 წლის 15 მარტს გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობიდან დგინდება, რომ ალ---------ე ფხ-----–-–---–მა როგორც გარდაცვლილი მა-----ა ფხ-----–-–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა მიიღო უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის ეკუთვნოდა მას.

 

მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობიდან დგინდება რომ 2000 წლის 24 მაისს, ნ-----–----–-ძის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ქ. წნ----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა-სიღნაღი 56, სექტორი_ წნ----ი 04, კვარტალის N06, ნაკვეთის ნომერი N349, დაზუსტებული ფართობი:3749,99.

 

2000 წლის 24 მაისის (განაცხადის რეგისტრაციის N9420/00), მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სიღნაღის რაიონი ქ. წნ----ში, დაზუსტებული ფართობი 3749.99 წარმოადგენს მა-----ა ფხ-----–-–---–ის ოჯახის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის 2000 წლის საგადასახდო სია N1649, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N56/04/06/187.

 

2000 წლის 24 მაისის (განაცხადის რეგისტრაციის N9526/00), მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სიღნაღის რაიონი ქ. წნ----ში, დაზუსტებული ფართობი 3749.99 წარმოადგენს მა-----ა ფხ-----–-–---–ის ოჯახის საკუთრებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის 2000 წლის საგადასახდო სია N1649, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N5-----------

 

2000 წლის 24 მაისის (განაცხადის რეგისტრაციის N9582/00), მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათიდან დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე სიღნაღის რაიონი ქ. წნ----ში, დაზუსტებული ფართობი 3749.29 წარმოადგენს ნ-----–----–-ძის ოჯახის საკუთრებას , უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის 2000 წლის საგადასახდო სია N2192, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი N5-----------

 

ასევე დადგენილ-- რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურმა განიხილა მოსარჩელეთა ნ-----–----–-ძისა და ალ---------ე ფხ-----–-–---–ის განცხადებები და მიიღო სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ (N88201--------03, N88201--------04, N88201------2-03, N88201------2-04, N882016---597-03, N882016---597-04) გადაწყვეტილებები და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დააკმაყოფილა მათი ადმინისტრაციული საჩივარი და მიიღო 20.05.2016 წლის სადავო N119--1 გადაწყვეტილება.

 

დადგინა, რომ უშ------------–--ლის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1993 წლის 24 აპრილით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი N498, ამასთან საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა თავდაპირველი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადგინდებოდა თავდაპირველად მასზე გაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამასთან სადავო მიწის ნაკვეთზე დამატებით უფლების დამდგენი დოკუმენტი მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, მოწმის ჩვენებით ასევე ვერ დადასტურდა უშ------------–--ლის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა. ამასთან უფლების დამდგენი დოკუმენტი მიღება-ჩაბარების აქტი N498, რომელიც გახდა საფუძველი სადავო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 56.04.46.1-- დარეგისტრირებულიყო უშ------------–--ლის სახელზე, დადგინდა რომ მასზე ხელმოწერა გააყალბა თა-----–---–-–--ლმა, აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე დადგენილ-- 2017 წლის 05 ოქტომბრის სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–--–-------ის მიერ მიღებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით. ამასთან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ნ-----–----–-ძისა და ალ---------ე ფხ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, თუმცა დადგინდა რომ ნ-----–----–-ძისა და ალ---------ე ფხ-----–-–---–ის სადავო ტერიტორიაზე გააჩნიათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც თავის დროზე სახელმწიფომ გადასცა მათ. ამავ დროს საჯარო რეესტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და მითითებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა და აღნიშნული საკითხი არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გარემოებები.

 

7.5 უძრავი ნივთების საჯარო რეესტრს აწარმოებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; სწორედ ადმინისტრაციული ორგანო წყვეტს საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, როგორ ხერხებსა და მეთოდებს გამოიყენებს იგი დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

 

ის გარემოება, რომ თავად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, თავის დროზე, უფლებების სარეგისტრაციოდ შერჩეული ხერხები და მეთოდები აღმოჩნდა არაზუსტი და აქედან გამომდინარე - არაეფექტური, არ ქმნის წინაპირობას იმისთვის, რომ მანამდე რეგისტრირებული მესაკუთრეები ახალ მესაკუთრეებთან (ანუ, ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში რეგისტრირებული საკუთრების უფლების სუბიექტებთან) მიმართებაში რაიმე სახით მაინც აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში, უფრო მეტიც - ძველი, დაუზუსტებელი სარეგისტრაციო ჩანაწერებისადმი ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარმა დამოკიდებულებამ არ უნდა გამოიწვიოს ნამდვილი მესაკუთრის საკუთრების უფლების რაიმენაირად მაინც შელახვა, ხელყოფა, შემცირება, მით უმეტეს - დაკარგვა/გაუქმება; მოსარჩელის - საკუთრების უფლების ამჟამინდელი ფაქტობრივ- სამართლებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ იგი (უფლება) პრაქტიკულად გაუქმებულია სწორედაც, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს ახალი, დაზუსტებული რეგისტრაციის (არასწორი რეგისტრაციის) ხარჯზე და გამომდინარე იქიდან, რომ თავად მარეგისტრირებელი ორგანო ჯეროვნად და სათანადოდ ვერ აფასებს მოსარჩელის საკუთრების უფლების დაუზუსტებელი რეგისტრაციის, როგორც არსებული, ნამდვილი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობას, მის თანმდევ შედეგებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 56.04.46.1--) უშ------------–--ლის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N88201--------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 მაისის N88201--------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის N88201------2-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 მაისის N88201------2-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N119--1 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის, არღვევს მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ-შეჯერების საფუძველზე. იმავე 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

7.7 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

მოცემული ნ----მიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 56.04.46.1--) უშ------------–--ლის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N88201--------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 მაისის N88201--------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის N88201------2-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის N882016---597-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 მაისის N882016---597-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 მაისის N88201------2-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N119--1 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურს _ კახეთის რეგიონალური ოფისს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში თითოეული მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, და ამავე სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს_ კახეთის რეგიონალურ ოფისს მოსარჩელე ნ-----–----–-ძის და ალ---------ე ფხ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის ანაზღაურება.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ძალაში უნდა დარჩეს 29.08.2016 წელს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-12, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–----–-ძისა და ალ---------ე ფხ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 04.12.2015 წლის N------------ გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 56.04.46.1--) უშ------------–--ლის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.04.2016 წლის N8------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ამავე სააგენტოს 13.05.2016 წლის N8------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.04.2016 წლის N88201------2-03, N882016---597-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ამავე სააგენტოს 13.05.2016 წლის N88201------2-04, N882016---597-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება N119--1 და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს - კახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

2. მოპასუხეებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურს _ კახეთის რეგიონალურ ოფისს მოსარჩელე ნ-----–----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება, ასევე დაეკისროს მოსარჩელე ალ---------ე ფხ-----–-–---–ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება, მათვე დაეკისროთ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი