განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002191833
საქმეN1-1049/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22.06. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - შო--------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: უღ-----------მ
მამის სახელი: ჯე-------
დაბადებული: 1--09.1994 წელს
პასპორტის ნომერი: R1-------
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ტრ-------ი, იე–--–------------------–---------–-------
ბრალდებულის დამცველი - პა---------–---ძე
თარჯიმანი - ინ-----------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171061117001
1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. უღ-----------მმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო წონით 0,63104 გრამ ნარკოტიკული საშუალების ბუპრენორფინის შემცველ 80 ცალ მთელ ტაბლეტს, რაც 2017 წლის 06 ნოემბერს ამოღებული იქნა უღ-----------მის პირადი ჩხრეკისას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა
2.1. 2017 წლის 06 ნოემბრის გი--------------–---–ის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ მოქალაქე უღ-----------მი, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მომხმარებელი, იმყოფება ქ. ბათუმში, რურუას ქN5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას. ( იხ. ს/ფ
2.2. საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა მა------------------ემ და სუ-–-----------ემ განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ ქ. ბათუმში რურუსას ქ. #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამავე ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ გადაადგილდებოდა უღ-----------მი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება; შეაჩერეს წარუდგინეს თავი და გამომძიებელმა ან---------------ემ აცნობა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვასთან დაკავშირებით; გამომძიებელმა გააცნო დადგენილება ჩხრეკის წარმოებაზე, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა; პირადი ჩხრეკის დროს ნებაყოფლობით მისი ტანთმოსილი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა შენაფუთი, რომელშიც აღმოჩნდა 80 ცალი კუთხოვანი ფორმის აბები; ჩხრეკას ესწრებოდა ექსპერტი ნუ------------–-ძე რომელმაც მოახდინა აღნიშნული მოქმედების დასურათება; ამოღებული ნივთები დაილუქა, პირადი ჩხრეკა გაგრძელდა, მაგრამ სხვა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა; ამის შემდეგ გამომძიებელმა განუმარტა ბრალდებულის უფლებები და მოახდინა მისი დაკავება; უღ-----------მი გადაიყვანეს ბათუმის საქალაქო სამმართველოში; ბრალდებულს ჩატარებულ სგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით რაიმე სახით პრეტენზია არ გამოუთქვამს; საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი და თანმიმდევრულად ხორციელდებოდა თარგმნა ბრალდებულისთვის გასაგებ თურქულ ენაზე; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 12.03.2018წ, 04.05.2018წ);
2.3. საქმის განხილვისას მოწმეებმა ან---------------ემ ბე---------------–--ემ და ავ--------–-------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება; განმარტეს, რომ ბრალდებულის მხრიდან შენიშვნები არ დაფიქსირებულა; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 18.01.2018წ)
2.4. ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 07 .11.2017 წ დადგენილია, რომ სს N171061117001 საქმეზე წარდგენილი 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ლოგო ,,N8’’-ის მქონე, 80 (ოთხმოცი) ცალი ტაბლეტი, მათი საერთო წონა 31,552 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს - 0,63104 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას - ,,ბუპრენორფინს’’. ( იხ. ს/ფ 21-24)
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას მე---------–---მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტზის დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი იყო ერთი შენაფუთი, დალუქულ მდგომარეობაში, რომლის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ისინი აიწონა, აღებული იქნა ნიმუშები და გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა (იხ. სხდომის ოქმი 18.01.2018წ.)
2.6. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ან---------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მა------------------ის და სუ-–-----------ის, თარჯიმნის ინ----------ს, ექსპერტ კრიმინალისტის ნუ------------–-ძის მონაწილებით 2017 წლის 06 ნოემბერს, უღ-----------მს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 17:00 საათიდან 17:40 საათამდე დროის შუალდეში, ქ.ბათუმში, რუ----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, დღისით, ღრუბლიან ამინდში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
პირადი ჩხრეკისას უღ-----------მის მიერ, ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა თავისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ერთი შენაფუთი, რომელსაც გარეთა მხრიდან შემოხვეული აქვს შავი ფერის იზოლენტი, რაზეც განმარტა, რომ შენაფუთში არის ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინი’’. შენაფუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა სულ 80 (ოთხმოცი) აბი, კუთხოვანი ფორმის, რომლებსაც აქვს აბებზე წარწერა ამოტიფრული N8. აღნიშნული აბებიდან ორ აბზე შეიმჩნევა პატარა ჩამონატეხები. აღნიშნული აბები იმ შენაფუთთან ერთად, რაშიც იყო მოთავსებული მოთავსდა ნივთმტკიცებულებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
უღ-----------მის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 75 (სამოცდათხუტმეტი) ლირა, მისი პირადობის მოწმობა, ერთი ცალი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც თურქული ასეობით არის ჩანაწერი ,,უღ-----------მ’’და დასმული აქვს მრგვალი მასტიკური ბეჭედი. უღ-----------მის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ვენუსის ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი სანთებელა, 10 თეთრი, ერთი ცალი ნიკონის ფირმის ციფრული აპარატი თავისი ჩანთით, ერთი ცალი წვერის საპარსი, თმის საშრობი ფენი და ერთი ცალი შამპუნი. ამოღებული ნივთები დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ, დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები ( იხ. ს/ფ 27-56).
2.7. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ან---------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მა------------------ის და სუ-–-----------ის, თანჯიმნის ინ----------ს, მონაწილებით 2017 წლის 06 ნოემბერს, 17:42 საათზე, ქ.ბათუმში, რუ----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უღ-----------მის პირადი ჩხრეკის შემდეგ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა უღ-----------მი ( იხ. ს/ფ 62-66).
2.8. საქმის განხილვისას დარჩენილი სადავო მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ ცნო; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი)
2.9. სასამართლო საქმის განხილვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალს და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 23-ე მუხლის მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
ხოლო მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.10. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
2.11. საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.
ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში:
მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა II სიაში;
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;
დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინის ოდენობა მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
ასეთი ნებართვა ბრალდებულ უღ-----------მს არ ჰქონია.
2.12. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უღ-----------მმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის განხილვისას მოკვლეული და საქმეში არსებული მხარეთა მიერ შეთანხმებული (უდავო) მტკიცებულებების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით უღ-----------მის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა უღ-----------მის ბრალეულობაში, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით;
ბრალდებულის მიმართ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით ანუ დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იყოს მსუბუქი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უღ-----------მს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, უთურ ერთემის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;
6. ნივთმტკიცების საკითხი
ნივთიერი მტკიცებულება _ უღ-----------მის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით - 0,63104 გრამი, დალუქული ერთ პაკეტად NFCI361119, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - უღ-----------მის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პირადი ნივთები - ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, საზღვრის კვეთის ფურცელი, ერთი სანთებელა, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - უღ-----------მის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი თავისი ჩანთით, ელექტრო წვერის საპარსი, ერთი ცალი თმის საშრობი ფენი და ერთი ცალი შამპუნი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული უღ-----------მ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
უღ-----------მს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ უღ-----------მის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ უღ-----------მს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 06 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ უღ-----------მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება _ უღ-----------მის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით - 0,63104 გრამი, დალუქული ერთ პაკეტად NFCI361119, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - უღ-----------მის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პირადი ნივთები - ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, საზღვრის კვეთის ფურცელი, ერთი სანთებელა, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - უღ-----------მის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი თავისი ჩანთით, ელექტრო წვერის საპარსი, ერთი ცალი თმის საშრობი ფენი და ერთი ცალი შამპუნი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე