გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-106-2017
(130310117002155730)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ----- ბ--–--–---–ი
მოპასუხე - შპს „გ--–-“
წარმომადგენელი - გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------)
მოპასუხეები - გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------), მ---–---- მ-----–-–---–ი, შპს „ე--------“
მოპასუხე - გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------), შპს „ტ--------- +“
წარმომადგენელი - დ----- მ–------ე
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------), შპს „გ--–-ს“, შპს „ე--------“-ის, შპს „ტ---------ი+“-ის, გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) და მ---–---- მ-----–-–---–ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელე უთითებს, რომ შპს „გ--–-“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 30 აგვისტოს. მისი იურიდიული მისამართია ქალაქი ხაშური, ჭ-------ის ქუჩა N56. დირექტორი და 500/0-იანი წილის მლობელია - გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). შპს-ს საქმიანობის სახეა გაზიფიცირების სამუშაოების შესრულება და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. შპს „გ--–-ს“ შემოსავალი 2014 წლიდან შეადგენს 4 567 828 ლარს. საგადასახადო გირავნობის წარმოშობის შემდეგ მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 28 ლარს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „გ--–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 14571,7 ლარს. შპს „გ--–-ს“ ქონებაზე 2017 წლის 4 აპრილს N077-617 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 6 მაისს. 2017 წლის 18 მაისს შპს „გ--–-ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-260 ბრძანება.
შპს „გ--–-მ“ სამეწარმეო საქმიანობა შეაჩერა 2008 წელს და ამ პერიოდიდან სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელა გ------- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------). 2014 წლიდან შპს „გ--–-მ“ კვლავ განაახლა სამეწარმეო საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით გამოწერა 47 ელ. ანგარიშ-ფაქტურა 4 567 825 ლარის მომსახურებაზე. შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 31 მარტიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე და 2017 წლის აპრილიდან შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობა.
გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2007 წლის 7 სექტემბრიდან, იურიდიული მისამართია ქალაქი ხაშური, წ------------ს ქუჩა N63, საქმიანობის სახეა - სპორტული მოედნების, სკვერების მშენებლობა, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, ტრანსპორტით მომსახურება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, გ------- მ-----–-–---–ის ერთობლივი შემოსავალი 2011 წლიდან შეადგენს 1 180 652 ლარს. მისი საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის 27 იანვრიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. 2016 წლის 27 იანვრიდან დღემდე გ------- მ-----–-–---–ის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 0 ლარი. გ------- მ-----–-–---–მა 2015 წლის აპრილიდან შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 7475,12 ლარს. გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) ქონებაზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, 2016 წლის 27 იანვარს N077-19 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
2014 წლის 14 აპრილს გ------- მ-----–-–---–მა დააფუძნა შპს „ე--------“, რომლის დირექტორია მისი შვილი მ---–---- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) და 1000/0-იანი წილის მლობელია თვითონ გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). იურიდიული მისამართია ქალაქი ხაშური, წ------------ს ქუჩა N63, საქმიანობის სახე - წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურება (იგივე რაც შპს „გ--–-ს“ და გ------- მ-----–-–---–ისა). შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ე--------“-ის ერთობლივი შემოსავალი 2014 წლიდან შეადგენს 223047ლარს. 2016 წლის 20 მაისიდან (საგადასახადო გირავნობის წარმოშობის მომენტიდან) დღემდე შპს „ე--------“-ის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 0 ლარი. შპს „ე--------“-მა 2016 წლის აპრილიდან შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „ე--------“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 15333,32 ლარს. საწარმოს საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის იანვრიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. შპს „ე--------“-ის ქონებაზე 2016 წლის 20 მაისს N077-1029 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 28 მაისს. 2016 წლის 29 ივნისს შპს „ე--------“-ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-168 ბრძანება.
2017 წლის 31 მარტს გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) შვილმა გ------- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------) დააფუძნა შპს „ტ---------+“, რომლის დირექტორია მისი ძმა მ---–---- მ-----–-–---–ი, ხოლო 1000/0-იანი წილის მლობელია თვითონ გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). იურიდიული მისამართია ქალაქი ხაშური, წ------------ს ქუჩა N63, ხოლო საქმიანობის სახე - სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. (იგივეა, რაც შპს „გ--–-ს“ შპს „ე--------“-ის და ი/მ გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) საქმიანობა).
საჯარო რეესტრისა და შსს-ს მონაცემებით შპს „გ--–-ს“, გ------- მ-----–-–---–სა და შპს „ე--------“-ს რაიმე უძრავ მოძრავი-ქონება არ უფიქსირდებათ.
შპს „გ--–-მ“ 2015 წლის 26 დეკემბერს გ------- მ-----–-–---–ზე (პ/ნ 5----------) გამოწერა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა 44879 ლარის სასაქონლო ოპერაციაზე, რომლის განხორციელების პერიოდია 2015 წლის თებერვალი.
გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) ფაქტობრივად ფლობს მ---–---- მ-----–-–---–ზე გაფორმებულ ავტომანქანას, რასაც ადასტურებს, რომ 2013-2017 წლებში გ------- მ-----–-–---–ი ამ ავტომანქანაზე დაჯარიმებულია 78-ჯერ.
მოსარჩელე უთითებს, რომ გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) მიერ სხვადასხვა შპს-ების დაფუძნება, ინდივიდუალური მეწარმის სახელით და შპს-ების მეშვეობით საქმიანობა, ერთმანეთზე საქონლის გადაწერა, შვილების სახელით შპს-ს დაფუძნება და მისი მეშვეობით საქმიანობის გაგრძელება, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა გ------- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------) და შპს „ტ---------+“მა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ არსებობდა შპს „გ--–-“, რომლის 50%-იანი დამფუძნებელი იოყო გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). იმ დროისათვის, როცა შპს „გ--–-ს“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა საგადასახადო დავალიანება წარმოშობილი, 2014 წლის 14 აპრილს დაფუძნდა შპს „ე--------“, რომლის თანაბარწილოვანი პარტნიორები გახდნენ მ---–---- მ-----–-–---–ი და გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------), რომელიც არ არის შპს „გ--–-ს“ პარტნიორი გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------), როგორც ეს შემოსავლების სამსახურის მიერ არის მითითებული სარჩელში. შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანება უდგინდება 2016 წლის 27 იანვრისათვის. მის მიმართ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადების აქტი გამოიცა 2017 წლის 18 მაისს. რაც შეეხება შპს „ე--------“-ს, მას საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება 2016 წლის იანვრიდან, ხოლო მის ქონებაზე ყადაღის დადების აქტი გამოიცა 2016 წლის 29 ივნისს. ორივე კომპანიას ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად ფუნქციონირების დროის პერიოდში, ცალ-ცალკე წარმოეშვათ საგადასახადო დავალიანებები. შპს „ე--------“-ს უფრო ადრე წარმოეშვა დავალიანება, რაც ცხადყოფს, რომ იგი არ არის შპს „გ--–-ს“ ცრუმაგიერი პირი.
რაც შეეხება შპს „ტ---------+“-ს, კომპანიას საგადასახადო დავალიანება არ უფიქსირდება. კომპანია დღეისთვის ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორი და გააჩნია მოქმედი კონტრაქტები. მოსარჩელე არ უთითებს, რომ მოპასუხე კომპანიებმა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებისათვის მოახდინეს რაიმე აქტივის გადაცემა, არ იკვეთება არანაირი ურთიერთკონტროლირებადი კავშირი, შესაბამისად, არ არსებობს ცრუმაგიერობის დადგენის საფუძველი.
მოპასუხე უთითებს, რომ სარჩელში დასახელებულ კომპანიებთან ერთად მოთხოვნილია, ასევე, ფიზიკური პირების გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------), გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) და მ---–---- მ-----–-–---–ის ცრუმაგიერ პირებად აღიარება, თუმცა არაფერია ნათქვამი, რომ აღნიშნულ პირებს შორის მომხდარია რაიმე ფორმით, რაიმე სახის აქტივის გადაცემა. მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------), გარდა იმისა, რომ არის შპს „გ--–-ს“ და დღეისათვის შპს „ე--------“-ის პარტნიორი, რეგისტრირებულია, როგორც ინდ/მეწარმე და გააჩნია დავალიანება. ეს კი არა არის საკმარისი ცრუმაგიერობის დასადგენად.
2.2. შპს „გ--–-მ“ და გ------- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------) სარჩელი არ ცნეს. სასამართლოს სხდომაზე გ------- მ-----–-–---–მა აღიარა თავისი და შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანების არსებობა მიუთითა, რომ შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა იმის გამო, რომ გორის მუნიციპალიტეტში შეასრულეს სახელმწიფო შესყიდვის სამუშაოები, რისი თანხაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გადაუხდია და ამიტომ წარმოეშვა საწარმოს საგადასახადო დავალიანება. კერძოდ, არ გადაუხადეს 57000 ლარი და არ მისცეს საშუალება შეესრულებინათ 300000 ლარის სამუშაო. ამ ეტაპზე საქმე გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია. საწარმოთა იურიდიული მისამართი იმიტომ ემთხვევა, რომ ეს არის მისი და მისი შვილების რეგისტრაციის ადგილი და რადგან ცალკე ოფისები არ გააჩნიათ, ამიტომ მოახდინეს საწარმოთა რეგისტრაციაც თავიანთი რეგისტრაციის მისამართზე. ოფისები იმიტომ არ აქვთ, რომ ძირითადად მუშაობენ სახელმწიფო შესყიდვებზე და დროებითი ოფისები განთავსებული აქვთ ხოლმე სამუშაოს ფაქტობრივი შესრულების ადგილზე. საქმიანობის სფერო იმიტომ ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ტენდერები ძირითადად ცხადდებოდა მსგავსი სამუშაოების შესრულებისათვის. შპს „გ--–-ს“ მიერ ი/მ გ------- მ-----–-–---–ისათვის ნივთების გადაცემა იმიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთი ტენდერის დროს გორის მუნიციპალიტეტის კონკრეტულ სოფელში - ბუფერულ ზონაში, აღარ მოხდა იმ რაოდენობის გაზის მრიცხველის დაყენება, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული და დარჩა ნაშთად. შემდეგ ი/მ გ------- მ-----–-–---–მა მოიგო ტენდერი, დასჭირდა მრიცხველები და აღარ იყიდა სხვაგან და საბაზრო ღირებულებით შეიძინა შპს „გ--–-საგან“. ამ ოპერაციის დროს დავალიანება საწარმოებს არ გააჩნდათ. საქმიანობის პერიოდული შეჩერება გამოწვეული იყო იძულებით, იმით, რომ ტენდერები ყოველთვის არ ცხადებოდა, ამასთან, იმდენი გამოცდილებაც არ გააჩნდათ და ყოველთვის ვერ იმარჯვებდნენ. ამიტომ ცდილობდნენ ემუშავათ გამარჯვებულ კომპანიებთან როგორც ქვეკონტრაქტორებს. ბოლო პერიოდში ტენდერებში არ იყო გათვალისწინებული საავანსო თანხა (წინასწარი პერიოდული ანაზღაურება) და და თანხის გადახდა ხდებოდა სამუშაოს შესრულების ბოლოს. ამ ხარჯების გაწევის შესაძლებლობა კი მათ არ გააჩნდათ. რაც შეეხება, ავტომანქანას, ვინაიდან, მ---–---- მ-----–-–---–ი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში, ამიტომ მის კუთვნილ ავტომანქანას მოცემულ პერიოდში მართავდა გ------- მ-----–-–---–ი.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მოპასუხეები გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) და მ---–---- მ-----–-–---–ი არიან მოპასუხე გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) შვილები (იხ. 2018 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი 16:27:53-16:28:08).
4.2. შპს „გ--–-“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 30 აგვისტოდან. მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქალაქი ხაშური, ჭ-------ის ქუჩა N56. დირექტორი და 500/0-იანი წილის მფლობელია გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) (ს.ფ 26-27)
4.3. შპს „გ--–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 14571,7 ლარს (ს.ფ. 18, იხ. ასევე, 2018 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი 16:36:32-16:36:47).
4.4. 2017 წლის 18 მაისს შპს „გ--–-ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-260 ბრძანება. (ს.ფ. 39).
4.5. შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 31 მარტიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე (ს.ფ. 86). შპს „გ--–-ს“ ქონებაზე 2017 წლის 4 აპრილს N077-617 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (მხარეთა განმარტება, იხ. სარჩელი, ასევე, 2018 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი 16:46:44-16:46:51).
4.6. გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2007 წლის 7 სექტემბრიდან, იურიდიული მისამართია ქალაქი ხაშური, წ------------ს ქუჩა N63 (ს.ფ. 29-30)
4.7. 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 7475,12 ლარს (ს.ფ. 20, იხ. ასევე, 2018 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი 16:36:32-16:36:47).
4.8. გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) ქონებაზე 2016 წლის 27 იანვარს N077-19 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. (ს.ფ. 27)
4.9. შპს „გ--–-ს“ მიერ გ------- მ-----–-–---–ზე (პ/ნ 5----------) 2015 წლის 26 დეკემბერს გამოწერილი იქნა სერია ეა-36, N1676545 ელ. ანგარიშფაქტურა 44879 ლარის სასაქონლო ოპერაციაზე, რომლის განხორციელების პერიოდია 2015 წლის თებერვალი (ს.ფ. 31)
4.10. 2014 წლის 14 აპრილს გ------- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------) და მ---–---- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------), 50-50% მონაწილეობით, დააფუძნეს შპს „ე--------“, რომლის დირექტორია მ---–---- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). საწარმოს იურიდიული მისამართია ხაშური წ------------ს ქუჩა N63. შემდგომში საწარმოს პარტნიორებმა თავიანთი წილი გადასცეს გ------- მ---–-–---–ს (პ/ნ 5----------), რომელიც ამჟამად 1000/0 წილის მფლობელია. მისი განმარტებით შვილები იწყებდნენ მუშაობას შს ორგანოში და ბანკში, რის გამოც მოხდა წილების გადაფორმება მასზე. (ს.ფ. 32-33; 130-131, იხ. ასევე, 2018 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი 16:28:14-16:30:25; 17:04:08-16:04:45).
4.11. 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ე--------“-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 15333,32 ლარს. საწარმოს საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის იანვრიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. შპს „ე--------“-ის ქონებაზე 2016 წლის 27 იანვრის N077-21 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (19; 32-33, ასევე, დღგ-ის დეკლარაციები და პირადი ბარათი).
4.12. 2017 წლის 31 მარტს გ------- მ-----–-–---–მა (პ/ნ 5----------) დააფუძნა შპს „ტ---------+“, რომლის დირექტორია მ---–---- მ-----–-–---–ი, იურიდიული მისამართი - ქალაქი ხაშური, წ------------ს ქუჩა N63 (ს.ფ. 36-37).
4.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მოპასუხეთა სახელზე რაიმე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, შპს „გ--–-ს“, შპს „ტ---------+“-ს, გ------- მ-----–-–---–სა (პ/ნ 5----------) და შპს „ე--------“-ს რაიმე სატრანსპორტო საშუალება არ უფიქსირდებათ (ს.ფ. 45-46).
4.14. 2007 წლის 23 თებერვლიდან მ---–---- მ-----–-–---–ზე რეგისტრირებულია ავტომანქანა „BMW 520I“. შსს-ს მონაცემებით 2016 წლის 3 სექტემბრიდან 2017 წლის 28 მაისის ჩათვლით აღნიშნულ ავტომანქანაზე 5-ჯერ დაჯარიმებულია მ---–---- მ-----–-–---–ი, ხოლო 7-ჯერ გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) (ს.ფ. 40).
4.15. მ---–---- მ-----–-–---–ს 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში შპს „ე--------“-ისაგან, 2015 წლის ივნისსა და აგვისტოში შპს „გ--–-საგან“, ხოლო 2017 წლის სექტემბერში შპს „ტ---------+“-საგან მიღებული აქვს ხელფასი (ს.ფ. 91).
4.16. შპს „გ--–-მ“ 2017 წლის 25 დეკემბერს მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით გორის მუნიციპალიტეტის მიმართ 2016 წლის 3 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 314076,38 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სასარჩელო განცხადების ასლი).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
7.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
7.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
7.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).
7.8. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
7.9. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
7.11. სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ქონების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაცემა განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
7.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება ამგვარი აღიარების საკმარისი საფუძველი, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა.
7.13. მოსარჩელის მიერ არ არის დასახელებული გარემოებები თუ რატომ არის შეუძლებელი მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა ან რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობა და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებით მოსარჩელეს არც კი მიუთითებია და შესაბამისად, არც წარმოუდგენია მტკიცებულებები მათი ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის, ასევე, ამ პირების მოპასუხე იურიდიული პირისაგან გაუმიჯნაობის შესახებ. მხოლოდ ის, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი ერთმანეთისაგან განსახვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.
7.14. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მოპასუხე მხარეთა ქმედება მიმართული იყო გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი.
7.15. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რასაც არ იზიარებს სასამართლო, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.
7.16. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „გ--–-“, ი/მ გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) და შპს „ე--------“ დროის საკმაო პერიოდის მანძილზე ერთმანეთის პარალელურად ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელემ მხარემ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ადგილი ჰქონდა მათი საქმიანობის ურთიერთაღრევას. მხოლოდ ერთი გარემოებაა მითითებული, რომ 2015 წლის 26 დეკემბრის ანგარიშფაქტურის მიხედვით, შპს „გ--–-მ“ 2015 წლის თებერვალში განახორციელა საეჭვო ოპერაცია - 44879 ლარის საქონელი გადასცა ი/მ გ------- მ-----–-–---–ს. ეს გარემოება სასამართლოს არ მიაჩნია სარჩელის დასასაბუთებლად, პირიქით, უფრო ამყარებს მოპასუხეთა პოზიციას, რადგან დადგენილია, რომ შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა 2017 წლის 31 მარტიდან, ხოლო ი/მ გ------- მ-----–-–---–ს 2016 წლის იანვრიდან. ანუ საწარმომ, რომლის დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაცემიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, გადასცა გარკვეული ქონება მეწარმეს, რომლის დავალიანება წარმოიშვა ანგარიშფაქტურის შედგენიდან 1 თვეში. როგორც წესი ცრუმაგიერი პირების არსებობის დროს, დავალიანების მქონე საწარმო გადასცემს ქონებას დავალიანების არმქონე პირს, რათა თავი აარიდოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. ამ შემთხვევაში კი მოხდა პირიქით, მაშინ, როდესაც მოპასუხეთათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო ი/მ გ------- მ-----–-–---–ის მოსალოდნელი დავალიანების უფრო ადრე წარმოშობა, ვიდრე შპს „გ--–-სი“, მისი წარმოშობის დროიდან გამომდინარე.
7.17. სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელე უთითებს, გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) მიერ მ---–---- მ-----–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანის ფაქტობრივ ფლობაზე (ანუ გულისხმობს, რომ რეალური მესაკუთრე გ------- მ-----–-–---–ია) და ამას ადასტურებს გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) დაჯარიმებით ამ ავტომანქანის მართვისას. როგორც სასამართლომ დაადგინა ავტომქანანასთან დაკავშირებით დაჯარიმებულია არა მხოლოდ გ------- მ-----–-–---–ი, არამედ მ---–---- მ-----–-–---–იც. რაც ყველაზე საყურადღებოა, ავტომანქანა მ---–---- მ-----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია 2007 წლის 23 თებერვლიდან, იმ დროიდან, როდესაც არცერთი მოპასუხე საწარმო (მეწარმე), გარდა შპს „გ--–-სი“, ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული. შპს „გ--–-ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა 2017 წლის მარტიდან. არაგონივრულია იმის მტკიცება, რომ დავალიანების წარმოშობამდე 10 წლით ადრე - 2007 წელს, ნივთის მესამე პირზე რეგისტრაციის ფაქტი განხორციელდა საგადასახადო დავალიანების გადახდის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისად, ცრუმაგიერი მფლობელობა გამორიცხულია.
7.18. გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებული მოპასუხეთა საქმიანობის ურთიერთაღრევა, ასევე არ არის მითითებული და შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებები თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება, ვინ და რა სარგებელი მიიღო გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შედეგად. ასევე, არ არის დადასტურებული შპს „ტ---------+“-ის შექმნა იმ მიზნით, რომ სხვა მოპასუხეთა დავალიანების გადაუხდელად გაგრძელებულიყო სამეწარმეო საქმინობა. მხოლოდ ის, რომ საწარმოს პარტნიორი და დირექტორი გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) შვილები არიან, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადგილი აქვს ცრუმაგიერ მფლობელობას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------) თუნდაც რაიმე ფორმით (ფორმალურად თუ ფაქტობრივად) მონაწილეობს ამ საწარმოს საქმიანობაში. სასამართლოს დამაჯერებლად მიაჩნია საწარმოთა იურიდიული მისამართის თანხვედრასთან დაკავშირებით მოპასუხეთა არგუმენტი, კერძოდ, ის, რომ ოფისის არქონის გამო საწარმოთა ადგილსამყოფლად მითითებულ იქნა დამფუძნებელთა მისამართი - მათი რეგისტრაციის ადგილი.
7.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
7.20. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო:
ა) გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) 100%-იან წილს შპს „ტ---------+“-ის (ს/ნ 4--------) კაპიტალში.
ბ) მ---–---- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ:
- სატრანსპორტო საშუალებას „BMW 520 I“ სახ. ნომერი UUU213;
- ცეცხლსასროლ პისტოლეტს „MAKAROV PM“ ნომერი ОУ 4637 Ф;
გ) შპს „ტ---------+“-ის (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს „ს----------–--------ში“ და სს „თ----------ში“ 40000 (ორმოციათასი) ლარის ფარგლებში;
დ) გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს „ლ-------------ში“ 40000 (ორმოციათასი) ლარის ფარგლებში;
ე) მ---–---- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს „ლ-------------ში“ 40000 (ორმოციათასი) ლარის ფარგლებში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აქედან გამომდინარე, მოპასუხეთა კუთვნილ ქონებას და საბანკო ანგარიშებს უნდა მოეხსნას ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის N3-106-2017 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) 100%-იან წილს შპს „ტ---------+“-ის (ს/ნ 4--------) კაპიტალში; მ---–---- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას „BMW 520 I“ სახ. ნომერი UUU213, ასევე, ცეცხლსასროლ პისტოლეტს „MAKAROV PM“ ნომერი ОУ 4637 Ф; შპს „ტ---------+“-ის (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს „ს----------–--------ში“ და სს „თ----------ში“; გ------- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს „ლ-------------ში“; მ---–---- მ-----–-–---–ის (პ/ნ 5----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს „ლ-------------ში“.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი