გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2018
საქმის ნომერი
180350018002441775
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/119-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.06. 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი

 

განმცხადებელი - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

წარმომადგენელი - ს--–----------------

დაინტერესებული პირი - თ------–---–-ური (არ გამოცხადდა)

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

 

მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა

 

1.1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

 

განმცხადებელი განმარტავს შემდეგს: შპს „ენერგოტრანსი“ სს „საქართველოს სახელმწიფო სისტემის“ დავალებით ახორციელებს ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, აღნიშნული წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის N122 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა თ------–---–-ურის (პ/ნ 16001023925) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ 71.58.26.383 (მდებარე: დუშეთის რაიონი, სოფელი ჩობალაურები) 112.00 კვ.მ გამოსყიდვა.

 

მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების და დარჩენილი ნაწილის სერვიტუტით დატვირთვის წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ. ამავე შეტყობინებით მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში შპს „ენერგოტრანსი“ (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით) იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მის საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს. მოქალაქე თ------–---–-ურმა წარმოადგინა საპასუხო წერილი, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით (თანხები დაანგარიშებულია მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N1483, 2017 წლის 24 იანვრის N83 და 2017 წლის 13 აპრილის N757 განკარგულებებით შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად).

 

ექსპროპრიაციის უფლების მიღების მიზნით შპს „ენერგოტრანსმა“ 2018 წლის 28 მარტის N232 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებულიყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასარგებლოდ ექსპროპრიაცია.

 

2018 წლის 19 აპრილს ჩატარდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის N1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვის მართლზომიერების საკითხი. კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2018 წლის 26 აპრილს გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1-1/210 ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“.

 

ამდენად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსანი-სტეფანწმინდის ელ.გადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 31.12.2015 წლის N122 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

ხსენებული პროექტის მნიშვნელობა და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საფუძველი დადგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის N1-1/210 ბრძანებით.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელის მიერ დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, გაზეთში შესაბამის ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდება განცხადება ექსპროპრიაციის შესახებ (და გაზეთის წარმოდგენა სსე-ს მიერ მოხდება პირველივე სხდომაზე წარმოვადგენენ), ხოლო ბრძანება უკვე განთავსებულია ცენტრალურ პრესაში www.matsne.gov.ge-ზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე– 2 პუნქტის და ამავე კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი მხარე მოითხოვს: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება უძრავ ქონებაზე: დუშეთის რაიონი, სოფელ ჩობალაურებში მდებარე მოქალაქე თ------–---–-ურის (პ/ნ 16001023925) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებვის მიწის ნაკვეთი ს/კ 71.58.26.3--- საექსპროპრიაციო ფართობის 1------------

 

2.დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

2.1. დაინტერესებული პირის თ------–---–-ური სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 22 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი) არც რაიმე სახის მოსაზრება წარმოუდგენია სასამართლოში, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. მესამე პირების პოზიცია.

 

3.1. მესამე პირი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრიოს წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 22 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს „ენერგოტრანსი“ სს „საქართველოს სახელმწიფო სისტემის“ დავალებით ახორციელებს ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალების ხელშეკრულება სს „საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის.

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის განკარგულება N757.

 

4.1.2. დადგენილია, რომ თ------–---–-ურის გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების საკომპენსაციო თანხამ ჯამში შეადგინა - 2,330 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ ზემოქმდებსი ქვეშ მოხვედრილი ქონების დახასიათება

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის N83 განკარგულება.

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის N757 განკარგულება.

 

4.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 თებერვალს თ------–---–-ურს შპს „ენერგოტრანსის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების და დარჩენილი ნაწილის სერვიტუტით დატვირთვის წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ. ამავე შეტყობინებით მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში შპს „ენერგოტრანსი“ (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით) იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მის საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

 

თ------–---–-ურს ეთხოვა 5 დღის ვადაში წერილობით აცნობოს გზების დეპარტამენტს მისი პოზიცია შეთავაზებული თანხის მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ენერგოტრანსის“ 2018 წლის 23 თებერვლის N----–-რილი.

 

4.1.4. დადგენილია, რომ მოქალაქე თ------–---–-ურმა 2018 წლის 02 მარტს წარმოადგინა საპასუხო წერილი, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით (თანხები დაანგარიშებულია მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N1483, 2017 წლის 24 იანვრის N83 და 2017 წლის 13 აპრილის N757 განკარგულებებით შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 02 მარტის წერილი.

 

4.1.5. დადგენილია, რომ ექსპროპრიაციის უფლების მიღების მიზნით შპს „ენერგოტრანსმა“ 2018 წლის 28 მარტის N232 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებულიყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასარგებლოდ ექსპროპრიაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარისა ახსნა-განმარტება.

 

4.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს ჩატარდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის N1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვის მართლზომიერების საკითხი. კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2018 წლის 26 აპრილს გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1-1/210 ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის ბრძანება.

 

4.1.7. დადგენილია, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელის მიერ დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, გაზეთში შესაბამის ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდება განცხადება ექსპროპრიაციის შესახებ (და გაზეთის წარმოდგენა სსე-ს მიერ მოხდება პირველივე სხდომაზე წარმოვადგენენ), ხოლო ბრძანება უკვე განთავსებულია ცენტრალურ პრესაში www.matsne.gov.ge-ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა გვ.9.

 

4.1.8. დადგენილია მიწის ნაკვეთი მდებარე დუშეთის რაიონი, დაბა ჩობალაურები, დაზუსტებული ფართობი 112,00 კვ.მ (ს/კ 71.58.26.383) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ------–---–-ურის (პ/ნ 16001023925) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.

 

მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

7.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

 

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

7.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

 

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.

 

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

7.5. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

7.6. დადგენილია და უდავო, რომ შპს „ენერგოტრანსი“ სს „საქართველოს სახელმწიფო სისტემის“ დავალებით ახორციელებს ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული თ------–---–-ურის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა თ------–---–-ურთან, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.

 

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზების მშენებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - თ------–---–-ურის (პ/ნ 16001023925) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №71.58.26.3--- მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი: 122 კვ.მ.

 

7.7. სასამართლო განმარტავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ექსპროპრიატორი არის პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად კი ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები.

 

შესაბამისად, განმცხადებლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების სასამართლოში შეტანისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგი მიწის ნაკვეთზე:

 

დუშეთის რაიონი, სოფელ ჩობალაურებში მდებარე მოქალაქე თ------–---–-ურის (პ/ნ 16001023925) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებვის მიწის ნაკვეთი ს/კ 71.58.26.3--- საექსპროპრიაციო ფართობის 1------------

 

3. განმცხადებლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გადახდილი ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17)

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე