გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2018
საქმის ნომერი
180310016001437759
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3/151-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29.06.2018 წ. ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივნები - ბელა ოჩიაური, დიანა რთველიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ---------–---–-

 

წარმომადგენლები - ელ------------–---–-------------–----------

 

მოპასუხეები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური.

 

წარმომადგენლები - შ-------------–-–---–--------------------–-–---–-,დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #882016150573-03 (17.03.2----, #882016150619-03 (17.03.2---- გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის №1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ---------–---–-ს სახელით წარდგენილი #882016150573 და #882016150619 განცხადებების საფუძველზე განახორციელოს უძრავი ქონების 9-- კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლით და 1------.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ---------–---–-ს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. (იხ.2018 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2016 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ---------–---–-ს (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენელმა ე-–-----------–---–-- (პირადი ნომერი 0---------7) და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. უძრავი ნივთის მისამართია: მცხეთის რაიონი, სოფელი უფურეთი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 9-- კვ.მ; აღნიშნულ სარეგისტრაციო განცადებას დაინტრესებულმა პირმა დაურთო თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, 2006 წლის 9 ოქტომბერს გაცემული ცნობა (-–---------–----------–---–--------------------–-----ბ), მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა №6130 (04.09.2015), დუშეთის არქივის №AA2015066423-08 (30.09.2015) და №AA2015036816-03 (05.06.2015) საარქივო ცნობები, მცხეთის რაიონული სახელმწიფო არქივის საარქივო ამონაწერის სია (28.05.2000), ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 25 იანვრის №--------57 (25.01.2---- წერილი, ინდივიდუალური მეწარმე „იოსებ ჟიჟიაშვილის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იყო №882015709431 და №882015613131 სარეგისტრაციო განცხადებებს თანდართული დოკუმენტაციები;

 

3.2. №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882016150573-03 (17.03.2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო №882016150573 სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც სარეგისტრაციო სამსახურს მიღებული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882015613131 და №882015709431 გადაწყვეტილებები. ამასთან, №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს;

 

3.3. 2016 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ---------–---–-ს (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენელმა ე-–-----------–---–-- (პირადი ნომერი 0---------7) და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (უძრავი ნივთის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი უფურეთი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 1------.მ);

აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იყო №882016150573, №882015709431 და №882015613131 (ინდივიდუალური მეწარმე „ა-–--------------------–---–--“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი) სარეგისტრაციო განცხადებებს თანდართული დოკუმენტაციები;

 

3.4. №882016150619 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882016150619-03 (17.03.2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო №882016150619 სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882015613131 და №882015709431 გადაწყვეტილებები. ამასთან, №882016150619 სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

 

3.5. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის #882016150573-03 (17.03.2----, #882106150619-03 (17.03.2---- გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ადმისტრაციული საჩივარი და 2016 წლის 10 ივნისის №1----- გადაწყვეტილებით მას უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში მითითებული არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ადმინისტრაციულ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე;

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ;საჯარო რეესტრის შესახებ; საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

7.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.6. განსახილველ შემთხვევში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებით დადგენილია შემდეგი 2016 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ---------–---–-ს (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენელმა ე-–-----------–---–-- (პირადი ნომერი 0---------7) და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. უძრავი ნივთის მისამართია: მცხეთის რაიონი, სოფელი უფურეთი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 9-- კვ.მ;აღნიშნულ სარეგისტრაციო განცადებას დაინტრესებულმა პირმა დაურთო თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, 2006 წლის 9 ოქტომბერს გაცემული ცნობა (-–---------–----------–---–--------------------–-----ბ), მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა №6130 (04.09.2015), დუშეთის არქივის №AA2015066423-08 (30.09.2015) და №AA2015036816-03 (05.06.2015) საარქივო ცნობები, მცხეთის რაიონული სახელმწიფო არქივის საარქივო ამონაწერის სია (28.05.2000), ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 25 იანვრის №--------57 (25.01.2---- წერილი, ინდივიდუალური მეწარმე „იოსებ ჟიჟიაშვილის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იყო №882015709431 და №882015613131 სარეგისტრაციო განცხადებებს თანდართული დოკუმენტაციები;

 

7.7. №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882016150573-03 (17.03.2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო №882016150573 სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც სარეგისტრაციო სამსახურს მიღებული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882015613131 და №882015709431 გადაწყვეტილებები. ამასთან, №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს; ასევე, 2016 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ---------–---–-ს (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენელმა ე-–-----------–---–-- (პირადი ნომერი 0---------7) და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (უძრავი ნივთის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი უფურეთი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 1------.მ);

აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული იყო №882016150573, №882015709431 და №882015613131 (ინდივიდუალური მეწარმე „ა-–--------------------–---–--“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი) სარეგისტრაციო განცხადებებს თანდართული დოკუმენტაციები; №882016150619 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882016150619-03 (17.03.2---- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო №882016150619 სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882015613131 და №882015709431 გადაწყვეტილებები. ამასთან, №882016150619 სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.

 

7.8. №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებით ლ---------–---–-ს (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენლის ელვარდ სანაშვილის (პირადი ნომერი 0---------7) მიერ მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი უფურეთი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 9-- კვ.მ); №882016150573 სარეგისტრაციო განცხადებით ლ---------–---–-ს (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენლის ელვარდ სანაშვილის (პირადი ნომერი 0---------7) მიერ მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი უფურეთი, მიწის ნაკვეთის ფართობი: 1------.მ); დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილია ლ------–-----------–---–ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის (№25, 12.10.1996) ასლი, რომლის თანახმად, მას გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ უფურეთში მდებარე 0,19 ჰა მიწის ნაკვეთი (2 ნაკვეთად);

 

7.9. ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ №882015613131 სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მცხეთის რაიონის სოფელ უფურეთში მდებარე 1------.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ამასთან დაკავშირებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882015613131-03 (30.10.2015) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ წარსადგენი იყო კანონით დადგენილი წესით გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ნივთი მდებარეობდა მისაქციელის ტერიტორიულ ერთეულში, თუმცა სოფელი უფურეთი, რომელიც მითითებული იყო აზომვით ნახაზზე, მდებარეობდა აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, შესაბამისად, წარსადგენი იყო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი ან ურთიერთშესაბამისი დოკუმენტაცია. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882015613131-04 (04.12.2015) გადაწყვეტილება; ასევე, წარმოების დროს დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ №882015709431 სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მცხეთის რაიონის სოფელ აღდგომლიანთკარში, უფურეთში მდებარე 9-- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ამასთან დაკავშირებით მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882015709431-04 (17.12.2015) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ დამატებით წარსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის №------------ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ასევე, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობის ელექტრონული ვერსია იყო დაზიანებული. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა სრულყოფილი აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882015709431-05 (18.01.2---- გადაწყვეტილება;

 

დუშეთის არქივის №AA2015036816-03 (05.06.2015) საარქივო ცნობიდან ირკვევა შემდეგი: დუშეთის არქივში დაცულ მისაქციელის საკრებულოს სოფელ უფურეთის 1997 - 2000 და 2001 - 2005 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ლ-------–-----------–---–- (ჩაეწერა საკუთარ სახლში 27.02.1998 წ.).

 

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1997-2000 წლებში - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60, მათ შორის საცხოვრებელი - 30. მიწა არ აწერია. 2001 - 2005 წლებში - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60, მათ შორის საცხოვრებელი - 30, მიწა არ აწერია.წერილის თანახმად, სოფელ უფურეთის 1986 - 1996 წლების საკომლო წიგნებში ლ-------–-----------–---–-ს კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა;

 

დუშეთის არქივის №AA2015066423-08 (30.09.2015) საარქივო ცნობიდან ირკვევა შემდეგი: დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულ მცხეთის რაიონის მისაქციელის სასოფლო საბჭო-საკრებულოს 1973 - 1975, 1976 - 1978 (რეკვიზიტები შეტანილია 1979 წელს), 1980 -1982 და 1983 - 1985 წლების წასული მოსახლეობის საკომლო წიგნებში სოფელ უფურეთში ირიცხება ლ-------–-----------–---–-.1973 - 1975 წლებში კომლს ერიცხება:1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.1973 წ. 1/I მდგომარეობით, სულ - 0,02 ჰა მიწა, მათ შორის შენობების ქვეშ - 0,01.1974 წ. 1/VI მდგომარეობით, სულ - 0,02 ჰა მიწა, მათ შორის შენობების ქვეშ - 0,01.1976 - 1978 წლებში (რეკვიზიტები შეტანილია 1979 წელს):1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.1976 წ. 1/I მდგომარეობით, სულ - 0,02 ჰა მიწა, მათ შორის შენობების ქვეშ - 0,01.1980 - 1982 წლებში1980 წ. - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. მიწა არ აწერია.1983 - 1985 წლებში1983 წ. - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.საარქივო ცნობის თანახმად, აღნიშნულ წასული მოსახლეობის საკომლო წიგნებში კომლის შემადგებლობის შესახებ ჩანაწერი არ არის, რადგან წიგნში აღრიცხული არიან მხოლოდ ოჯახის უფროსები;

 

სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის №31/15250 (16.05.2---- წერილიდან (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია 100600/17, თარიღი - 16.05.2016 წ.) ირკვევა შემდეგი: დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულ მცხეთის რაიონის მისაქციელის საკრებულოს 1996 - 2000 წლების საკომლო წიგნში სოფელ უფურეთში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ლ-------–-----------–---–- (დაბ. 1926 წ., ჩაეწერა საკუთარ სახლში 27/II - 1998 წ.).კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1998 წ. - 1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 30 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებული არ არის. მისაქციელის საკრებულოს 2001 - 2005 წლების საკომლო წიგნში სოფელ უფურეთში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ლ-------–-----------–---–- (დაბ. 1926 წ.).კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება:1921 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი - 60 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი - 30 კვ. მ. მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებული არ არის.წერილის თანახმად, სოფელ უფურეთის 1986 - 1996 წლების საკომლო წიგნში ლ------–---------–-----------–---–-ს კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო 2006 - 2007 წლების საკომლო წიგნები არქივში დაცული არ არის;

 

7.10. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 28 აპრილს №104782, №105194 და №104781 წერილებით სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ლ---------–---–-ს საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია;

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის №21-02/39953 (06.05.2---- წერილის (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია 95442/17, თარიღი - 06.05.2016 წ.) თანახმად, საარქივო სამმართველოში დაცულია მცხეთის რაიონის მისაქციელის საკრებულოს სოფელ უფურეთის 2002 და 2007 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიების დედანი, სადაც ლ------–---------–-----------–---–- გადამხდელად არ ფიქსირდება; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №3808 (10.05.2---- წერილის (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია 98685/17, თარიღი - 13.05.2016 წ.) თანახმად, საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ სოფელ უფურეთის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში (2007 წლის მონაცემებით) მოქალაქე ლ------–---------–-----------–---–- აღრიცხული არ არის; ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, მისამართით - მცხეთა, სოფელი უფურეთი, ლ------–-------–-------–-----------–---–-- მითითებით არ იძებნება.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №127098 (27.05.2---- წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა 1996 წლის 12 ოქტომბრის №25 მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის №------------ საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია; აღნიშნული წერილის შესაბამისად, 2016 წლის 31 მაისს წარმოდგენილი №-------------- (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია 113241/17, თარიღი - 01.06.2016 წ.) წერილიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–6 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ;

 

ანალოგიური შინაარსის წერილი ასევე წარმოდგენილი იქნა საქმეში მოსარჩელის მიერ 18.05.2018 წელს მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით სადაც განამარტებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–6 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1----------–----------–--–------ ქვეპუნტით. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები და ამვე დროს შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

7.11.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს;

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;„საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია არის რეგისტრაცია, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია;საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღჭურვილია საკუთრების უფლების წარმოშობის ორი განსხვავებული ფორმით რეგულირების უფლებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს: 1. საკუთრების უფლების რეგისტრაციას და 2. საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას;

 

1993 წლის 28 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა №503 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ზემოხსენებული დადგენილებით რესპუბლიკის მოქალაქეთათვის მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი საბუთების გაცემის უზრუნველსაყოფად დაადგინა, რომ დამტკიცებულიყო მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა; „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს;

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულია მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორისაა საკომლო წიგნიდან ამონაწერი;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში მითითებული არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ადმინისტრაციულ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე; ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით დადგენილია რეგისტრაციაზე უარის თქმის წესი და საფუძვლები. ამ მუხლის „ზ“ პუნქტით, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები;

 

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–6 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ. ანალოგიური სახის შინაარსი წერილი იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ იმავე განყოფილებიდან სადაც აღნიშნულია, რომ საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები და ამდრომდე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. (იხ. 10/05/2018 წლის MIA 7 1801099967 წერილი) შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნება განხილული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად. ასევე, წარმოების ფარგლებში სხვადასხვა დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების შედეგად ვერ გახდა შესაძლებელი დაინტერესებული პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის მოძიება;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების წარდგენის წესს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო სამსახურში ვერ წარადგინა საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), აღნიშნული დოკუმენტაცია ვერც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში იქნა მოპოვებული სააგენტოს მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მიიჩია, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №882016150573-03 (17.03.2---- და №882016150619-03 (17.03.2---- გადაწყვეტილებები, ისევე როგორც N1----- გადაწყვეტილება კანონიერია და, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

7.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

7.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ხოლო 1.3. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიები გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. ლ---------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1-------- ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე