განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/070-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–--–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – მ-----------------ე, დაბ.0-.1-.1--- წელს ა------ში, პირადი #0---------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ა------ის რაიონი სოფ.გ--------.
ადვოკატი - ზ------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----------------ეს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
დადგენილების თანახმად, ა------ის რაიონის სოფელ გ--------ში მცხოვრები მ-----------------ე წარსულში მის მეუღლეს ფ-------------ეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 0- ი------ს ა------ის რაიონი, სოფელ გ--------ში საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ-----------------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ფ-------------ეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ხელის დარტყმითა და სხვაგვარი ძალადობით ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული მ-----------------ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები გარდა დაზარალებულის ფ-------------ის, არასრულწლოვანი მოწმეების მ-------- ქ-------ის და ბ------------ის, ასევე თ--------------ის და ნ---------------ის ჩვენებებისა. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმები, რომლებიც შედგენილია გ-----------------ის, მ-----–-–-----ის, ი------------–---–ის, თ-------------------–---–ის, ბ-–------------ის, გ---–--------------ის მონაწილეობით. და გამომძიებლების-ს-----–-----------–---–ის, შ-------------ის, თ-----------------–--ის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლო სხსომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------------ემ განმარტა რომ 201- წლიდან მუშაობს ა------ის კორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მორიგე ექიმად. 2018 წლის 0- ი------ს იმყოფებოდა სამსახურში მორიგე ექიმად საღამოს შემოვიდა შეტყობინება სოფელ გ--------ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ, მორიგე ბრიგადასთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სახლში მისვლისას ფ-------------ე დახვდა საწოლზე მიწოლილი, იყო ძალიან აღელვებული, წნევა ქონდა მაღალი თავს გრძნობდა ცუდად მიეცა შესაბამისი წამლები, მისი გადაყვანა სააავადმყოფოში საჭირო აღარ გახდა და მალევე დაბრუნდა სამსახურში. მოწმეს არ გამოურკვევია პაციენტის აღელვების მიზეზი. ადგილზე მ-----------------ე არ უნახავს.
ბრალდებულმა მ-----------------ემ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
2.2. ბრალდება ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დაზარალებულმა ფ-------------ემ როგორც ბრალდებულის მეუღლემ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს არასრულწლოვანმა მოწმეებმა მ-----------------ის შვილებმა მ-------- და ბ------------ეებმა, ასევე თ--------------ემ ბრალდებულის ძმამ.
2.3. 2018 წლის 0- იანვრის სამედიცინო ექსპეტრიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ ფ-------------ემ უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცებულებები არ შეიცავენ ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი და სხდომაზე გამოკვლეული ერთად-ერთი მტკიცებულება - ნ---------------ის ჩვენება, რომელიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში მ-----------------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ მ-----------------ემ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ფ-------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, მ-----------------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
მ-----------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა რომელიც ინახება შსს ა------ის რაიონულ სამმართველოში საქმზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მ-----------------ეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----------------ე (პ/№0----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-6--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ-----------------ის (პ/№0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ბრალდებულ მ-----------------ის (პირადი №0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული ბ-–------------ის (პირადი №0----------) და გ---–--------------ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებული 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების უძრავი ქონება, კერძოდ: სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელ ფართი, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელ გ--------ში სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 6-, სექტორი - ზ----- – 0-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 1--, ; (2018 წლის 1- იანვრის N1-/0---18წ განჩინება).
- მ-----------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა რომელიც ინახება შსს ა------ის რაიონულ სამმართველოში საქმზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მ-----------------ეს.
3. განემარტოს მ-----------------ეს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი