განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
020100118002428528
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002428528

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/222-18 22 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ლ------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული დ----------------------------–-----------------–-------–-–------------–--------------–----------–------------------------------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------------–----------–--

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

2.2. ადვოკატი გ-----–------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

დ---------------–---მ 2018 წლის 1--------–ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,704 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება

 

ნარკოტიკული საშუალების განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ ??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. აღნიშნული კანონის პირველი დანართის მეორე სიაში სათაურით „ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები“ მე-10 ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,ბუპრენორფინი’’. აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკულ საშუალებებისადმი კუთვნილებას, ხოლო მეორე დანართის IV სიაში სათაურით „მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“ 29-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,ბუპრენორფინი - 0,0012, 0,012, 0,12’’. მოცემული კანონის შენიშვნის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიისადმი კუთვნილებას და 0,12 გრამზე მეტი ოდენობით აღნიშნული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწე თ-------------ს ჩვენების თანახმად, ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა, პაკეტები დარღვეული არ ყოფილა. აღმოჩნდა 88 ტაბლეტი მთლიანი და გატეხილები. ქრომატოგრაფიული მეთოდით და ინსტრუმენტული ანალიზით ჩაატარა გამოკვლევა. ბუპრენორფინისთვის დამახასიათებელი სურათი გამოვლინდა.

ამდენად სასამართლო სხდომაზე დაკითხულ თ-------------ს ჩვენებით და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბრალდებულისგან ამოღებული ნივთი შეადგენს 0,704 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინ''-ს.

 

2.2. უკანონო შეძენა და შენახვა

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბადრი სარჩიმელიას ჩვენების თანახმად, 1--------–ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბრალდებული არის თურქეთში და შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი, რომელიც უნდა ჩამოეტანა სამეგრელოში, მოძრაობდა დაიჰაცუს ფირმის ავტომობილით და თან გააჩნდა ნარკოტიკი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე კ----------------ს ჩვენების თანახმად, 1--------–ს მივლინებით იყვნენ ს-----ში და შეატყობინეს სამეგრელოდან, რომ დაწყებული იყო გამოძიება, იყო ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან შემოიტანა ნარკოტიკი, მოიპოვეს ანკეტური მონაცემები, შენიშნეს ს-----ში ბრალდებული, რომელსაც ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა. მან თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. მას საცვლიდან ამოუღეს 88 აბი სუბოქსინი, რის შემდეგაც დააკავეს. ბრალდებული მარტო იყო.

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით - ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა. შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას - ბინაში, სარდაფში, ჯიბეში, მიწაში და სხვა.

საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შეძენაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევა საქმის არსებით განხილვაზე არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: დავით კაკულიას და მალხაზ ლაშქარავას გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ისჯება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ამ დანაშაულის საგანია ნარკოტიკული საშუალება. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების უკანონო შეძენას და შენახვას. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენის და შენახვისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. აღსანიშნავია ასევე, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ქმედებებიდან აკრძალული ნივთების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა არის დენადი დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. ამიტომაც ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე იძენს და ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკციებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ დ---------------–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დ---------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს აღიარება, დადებითი დახასიათება, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დ---------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა - ,,ბუპრენორფინი’’, რომელიც განსაკუთრებით დიდ ოდენობას შეადგენს 0,12 გრამიდან და რომლის ბრალდებულისგან ამოღებული ოდენობა - 88 ტაბლეტი – 5-ჯერ აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ოდენობას - 0,12 გრამს.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (სიამოვნების მიღება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის კანონის გვერდის ავლით შეძენა და შენახვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ შეძენა და შენახვა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დანაშაულის შეწყვეტის ეტაპზე არსებობდა მხოლოდ აბსტრაქტული საფრთხე და საკუთარი თავის გარდა ვინმესთვის კონკრეტული ზიანი მიყენებული არ არის), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირადი და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს დანაშაულს), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სანქციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად ვადიანი, კერძოდ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

ვინაიდან ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი და ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თან ჰქონდა ბრალდებულს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქმეზე დართული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ---------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1--------–იდან.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დ---------------–---ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ”საბიუჯეტო” დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, რისი ვადის ათვლაც დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვის სამინისტროებს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

ნივთმტკიცება: ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი’’ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია