გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 101210018002469992
#2/144 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.06.2018 წელი. ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში
დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი: თამარ წერეთელი
მოსარჩელე: საქართველოს გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის დასავლეთის რეგიონული სამმართველო
წარმომადგენელი: ო---------------–--ე
მოპასუხე: ა---------–--------–--ე
წარმომადგენელი: ი---------–--ე;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის დასავლეთის რეგიონული სამმართველო მოპასუხე ა---------–--------–--ის (პ/ნ 54--------9) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. მოსარჩელე თავის სარჩელში განმარტავს, რომ გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის თანამშრომლების მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის ტერიტორიაზე გამოვლენილი იქნა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, რაც გამოიხატა მასში, რომ ა---------–--------–--ის მიერ 15, 84 ტონა სასარგებლო მანგანუმის ნედლი მადანის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული იქნა 686,56 ლარის ზიანი, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი იქნა ადმ. სამართალდარღვევის ოქმი N0----3, რაზეც ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის N4---1 -18წ. დადგენილებით ა---------–--------–--ე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის სახით გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად ზიანის დაკისრების ნაწილი დარჩა ღიად;
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ა---------–--------–--ეს დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის 686,56 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ო---------------–--ემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული; ამასთან განმარტა, რომ მოთხოვნა ხადაზმული არაა, რამეთუ "გარემოს დაცვის შესახებ" კანონიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი დარღვევის გამოვლენიდან;
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---------–--------–--ე სარჩელი არ ცნო და შესაგებლით განმარტა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 15 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც იგი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, სასამართლომ ხანდაზმულად ცნო 2000 წლიდან 2018 წლამდე მოგროვილი მადანი, ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ არის უსინათლო პირველი ჯგუფის პენსიონერი, ინვალიდი, მოგროვილი მადანი არ გაუყიდია, მოგროვებისას არ ყოლია მიყვანილი მანქანა და ტრაქტორი, მადანი ეხლაც იგივე ადგილზეა, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა დადგენილი არაა, მადნის ზუსტი წონა უცნობია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;მოთხოვნა ასევე ხანდაზმულია; სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ა---------–--------–--ემ და წარმომადგენელმა ი---------–--ემ სარცელი არ ცნეს იგივე საფუძვლებით, რაც შესაგებელშია მითითებული; ამასთან განმარტეს, რომ მადანი დიდი ხანია გროვდებოდა, არსად წაუღია; იმ ადგილზე კაკლის ხეები დარგო; 3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო გარემოებები
3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მორიგების თაობაზე არ იქნა მიღწეული. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2.დადგენილი სადავო გარემოებები 3.2.1. დადგენილია, რომ გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის თანამრომმლების მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის ტერიტორიაზე გამოვლენილი იქნა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, რაც გამოიხატა მასში, რომ ა---------–--------–--ის მიერ 15, 84 ტონა სასარგებლო მანგანუმის ნედლი მადანის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული იქნა 686,56 ლარის ზიანი; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი - შესაგებელი - მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.2. ზიანის გაანგარიშების დოკუმენტით დადგენილია, რომ ა---------–--------–--ის მიერ 15, 84 ტონა სასარგებლო მანგანუმის ნედლი მადანის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული იქნა 686,56 ლარის ზიანი; ზიანის გაანგარიშება მოხდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გაანგარიშების შესახებ დასკვნა (ს.ფ. 23-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. დადგენილია, რომ აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი იქნა ადმ. სამართალდარღვევის ოქმი N0----3, რაზეც ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის N4---1 -18წ. დადგენილებით ა---------–--------–--ე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის სახით გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად ზიანის დაკისრების ნაწილი დარჩა ღიად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დადგენილება
მხარეთა ახსნა-განმარტებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ა---------–--------–--ის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა მოპოვებული 15, 84 ტონა სასარგებლო წიაღისეული - მანგანუმის ნედლი მადანი, ხოლო უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 686,56 ლარი; რაც დადგენილია კიდეც შესაბამისი აქტითა და საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებებით; მოპასუხის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი გაანგარიშებულია კანონით დადგენილი წესით. სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის№ 54 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს გ-------------------------------------------–--ს მინისტრის2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი,411მუხლი, 992-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-106-ე მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
6.2. საქართველოს გ-------------------------------------------–--ს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს გ-------------------------------------------–--ს მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებით დამტკიცებული ტიპიური დებულების (შემდგომში დებულება) პირველი მუხლის შესაბამისად საქართველოს გარემოსდაცვის ზ------------–----ს დ-------------ის დასავლეთ ცენტრალური სამმართველო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დ-------------ს.
დებულების მეორე მუხლის შესაბამისად დ-------------ის ერთ-ერთი რეგიონალური სამმართველოა : დასავლეთის რეგიონული სამმართველო და სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი; საჩხერის; ჭიათურის; ზესტაფონის; ხარაგაულის; ბაღდათის; თერჯოლის; ტყიბულის; წყალტუბოს; ხონის; სამტრედიის; ვანის; ლანჩხუთის; ჩოხატაურის; ოზურგეთის; ონის; ამბროლაურის; ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;
დებულების მე-4 მუხლის შესაბამისადსამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველო უფლებამოსილია:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური გ-----------–----ი შემოწმებების განხორციელება;
საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება;
კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად სამმართველოს უფროსი ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სამმართველოს სრული უფლება აქვს წარმოადგინოს დ-------------ი სასამართლოში. ასევე სამმართველოს მიერ შედგენილი დოკუმენტები მათ შორის შემოწმების აქტი და ზიანის გაანგარიშების აქტი შედგენილია კანონით დადგენილი წესით და წარმოადგენს მტკიცებულებებს , რომლებიც კანონით დადგენილი წესითაა მოპოვებული.
2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის № 54 დადგენილებით დამტკიცებული„გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში რეგლამენტი) პირველი მუხლის შესაბამისად გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხორციელდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცნობილი გახდა სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად რეგულირების ობიექტების მიერ განხორციელებული ქმედებით (უმოქმედობით) გარემოზე მიყენებული რეალური ზიანის შესახებ.
გარემოს დაცვის სფეროს დარგობრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წინამდებარე რეგლამენტი დაყოფილია მუხლებად – გარემოს ცალკეული კომპონენტებისა და დარგების შესაბამისად.
რეგლამენტის მე-4 მუხლით განისაზღვრება მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება დეგრადირებული მიწების ყოველი კონტურისათვის ზიანის რაოდენობა (გამოიანგარიშება)ფორმულით.
რეგლამენტის მე-9 მუხლით განისაზღვრება წიაღით სარგებლობისას გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი, ხოლო მე-9 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად ბუნებრივი და ტექნოგენური მყარი სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა წყლების და ნახშირორჟანგის საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულის თვითნებური მოპოვებისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტების სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად ადგილი ექნება გარემოზე მიყენებულ სრულ ზიანს. ასეთი შემთხვევების დროს, თითოეულ კონკრეტულ საბადოზე უკანონო წიაღით სარგებლობის შედეგად, გარემოზე მიყენებული სრული ზიანი განისაზღვრება (გამოიანგარიშება) მე-4, მე-5 და მე-9 ფორმულების ანალოგიურად. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს უკანონო წიაღით სარგებლობის ვადა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ის შემოსავლები (გადასახდელები), რომლებიც სახელმწიფოს არ მიუღია და რომლებსაც იგი მიიღებდა წიაღით სარგებლობის ნორმების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ობიექტზე შესაძლო ტყის არსებობა და მისი განადგურებით გარემოზე მიყენებული ზიანი.
რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად დადგენილია სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული ზიანის გასაანგარიშებელი ფორმულა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------–--------–--ის მიერ 15, 84 ტონა სასარგებლო მანგანუმის ნედლი მადანის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული იქნა 686,56 ლარის ზიანი; ზიანის გაანგარიშება მოხდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით;
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევა წარმოადგენს სულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შედეგად დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა სხვაა.
6.4. "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 572 -ე მუხლის შესაბამისად გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომ − მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლო თვლის, რომ არ არის დარღვეული სარჩელის სასამართლოში შემოტანის ვადა. შემოწმების აქტი შედგენილია 2018 წლის 19 მაისს, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი-2018 წლის 27 აპრილს;
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.
სასამართლო თვლის, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში არსებობს ზიანი, სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც დასტურდება შემოწმების აქტითა და სამართალდარღვევის ოქმით თანდართული მასალებით, ასევე სახეზეა მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის და ა---------–--------–--ეს ბრალი მიუძღვის გარემოსათვის ზიანის მიყენებაში, რადგან სასარგებლო წიაღისეული მოპოვებულია უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე;
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო თვლის რომ ზიანის მავალდებულებელი გარემოება მოპასუხის მიმართ სახეზეა.
6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7. ამდენად მოსარჩელე საქართველოს გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი ა---------–--------–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გ-----------–----ი ზ------------–----ს დ-------------ის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს (ს/კ 2-------8) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ა---------–--------–--ეს (პ/ნ 54--------9) დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 686,56 ლარის (ექვსასოთხმოცდაექვსი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი:TRESGE 22, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი 3-------1;
3. ა---------–--------–--ეს (პ/ნ 54--------9) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა N41).
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით კეკენაძე