განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/259-18 (#076190117002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თამარ მე----, ქე------ თა-–------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი------ ომ----- ძე გი-------- - დაბადებული 1--- წლის 3-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, უ-----–--- განათლებით, რეგისტრირებული: ქუთაისი, ი. ჭა-------- ქ. N--- ბინა N--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ფა-–--–---–-ს ქ. N---
ადვოკატი - ესმა ნო------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
დისპოზიცია: ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გი------ გი-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. ძირითად სასჯელთან ერთად მას ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შვიდივე უფლება, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მიუხედავად ამისა, გი------ გი--------მ კვლად ჩაიდინა ახალი დანაშაული, არ შეასრულა 2014 წლის 14 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მოთხოვნა და 2017 წლის 19 ოქტომბერს სამტრედიაში, თა----ს ქუჩაზე მართავდა ,,მერსედეს ბენცის“ მოდელის სანომრე ნიშნით V-------- ავტომობილს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (პატრულ-ინსპექტორ ნი----–---- სუ-–-----–---ს პატაკი, მოწმეების მა----- ხა-------ს, ნი----–---- სუ-–-----–---ს და ლე--- ზა----- გამოკითხვის ოქმები, გი------ გი--------ს აღიარებითი ჩვენება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილი, გი------ გი--------ს ნასამართლობის ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა გი------ გი--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით გი------ გი-------- გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენი გი------ გი--------ს მიმართ (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩა უცვლელი.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ გი--------მ ჩაიდინა: ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი------ გი--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გი------ გი--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ გი------ გი-------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იგი ერთხელ უკვე იყო გამოვლენილი განაჩენის შეუსრულებლობისათვის (2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 381-ე მუხლით) და ამჯერად კიდევ ანალოგიური აკრძალვის დარღვევისათვის იმხილება, მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული არაკანონმორჩილი პიროვნებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ გი--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი------ გი-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
გი------ გი--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გი------ გი--------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური