განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
120100118002350476
დავის ტიპი
126 1
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/0-4-18წ. 21 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–- მა------ე;

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ბ------ მე-–----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს დ.ა-----აში, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და მცხოვრები ა-----ის რაიონის სოფელ ნ----–----ში.

ადვოკატი - ნ-------- სა-------–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა

2018 წლის 01 იანვარს დაახლოებით 17:00 საათზე, ა-----ის რაიონის სოფელ ნ----–----ში, ბ------ მე-–----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- ოთ----ეს. კერძოდ მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც გ------- ოთ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ბ------ მე-–----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ბ------ მე-–----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

1. შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ;

2. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;

3. ა-–---- ბე----ის, გ------- ოთ----ის, ე--- ბე----ის, მა----- ოთ----ის, ია---- ოთ----ის, გ---- მე-–----ის, ბ------ მე-–----ის გამოკითხვის ოქმები;

4. დადგენილებები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გ------- ოთ----ისა და ბ------ მე-–----ის მიმართ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გ------- ოთ----ისა და ბ------ მე-–----ის სხეულის დაზიანების შესახებ;

5. გ------- ოთ----ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი;

6. ბ------ მე-–----ის ნასამართლობისა და ადმინისტრაციულსახდელდადების შესახებ ცნობები;

7. გ------- ოთ----ის დაზარალებულად ცნობის დადგენილება, უფლებების განმარტების ოქმი, გ------- ოთ----ის დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმი;

 

ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელთა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ბ------ მე-–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო განსაზღვრავს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------ მე-–----ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს ერთი წელი.

2. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული მ---ა ოთ----ის (პ/ნ 0----------), თ----–- ოთ----ის (პ/ნ0----------), უ-- ოთ----ის (პ/ნ 0----------), ო-–-- ოთ----ის (პ/ნ 0----------) და ა---------– ოთ----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე: ა-----ის რაიონის სოფელი ნ----–----ი, საკადასტრო კოდი - 6-.1-.3-.0--. (განჩინება N1--------, 1-.0-.2---–-)

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი