გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
040210017002211243
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

040210017002211243

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26/06/2018 წელი ქ. ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - როინ კახიძე

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - ც------- მ----–----–-------- მ----- ს/კ 2--------;

მოსარჩელის წარმომადგენელი - ი----- ბ--------–----;

მოპასუხე - შპს. ,,ა--------–-------“ ს/კ4---------

დირექტორი - გ-------------;

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.1 სასარჩელო მოთხოვნა:

 

2017 წლის 11 დეკემბერს ცაგერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ც------- მ----–----–-------- მ-----მ - მოპასუხის შპს. ,,ა--------–--------“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N---, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ც-----–- მ–---- თ-------- რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა, შესყიდვის ღირებულებაა 485000 ლარი, ხელშეკრულების შესრულების ვადაა 2016 წლის 20 დეკემბერამდე. ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის გათვალისწინებით. მკაცრი ზამთრის გამო შპს. ,,ა--------–-------მ’’ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და წერილით მომართა მ-----ს ხელშეკრულებით ნაკისრი მოწოდების ვადის და შესაბამისად ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახეხ. მხარეთა შეთანხმებით მოწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 მაისი. ხოლო ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 5 ივნისამდე.

2017 წლის 1 მაისს მოპასუხემ დაარღვია მიწოდების ვადა, ვერ უზრუნველყო სათანადო ხარისხის დაცვით სამუშაოების შესრულება და გადავიდა საჯარიმო სანქციების რეჟიმში.

2017 წლის 23 ივნისს N---/1 ოქმით მოპასუხეს უარი ეთქვა ,,მ–---- თ--------“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე. ხელშეკრულებას მიენიჭა სტატუსი ,,არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულება’’ შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოპასუხე დარეგისტრირდა შავ სიაში. შპს. ,,ა--------–--------’’ საჯარიმო სანქციები დაეკისრა 2017 წლის 1 მაისიდან 5 ივნისამდე, რაც შეადგენს 33950 ლარს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხეებს დაეკისროთ 33950 ლარის გადახდა.

 

სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს; სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 416-ე, 418-ე მუხლებს.

 

მოპასუხის პოზიცია:

შპს. ,,ა--------–-------’’ სარჩელს არ ცნობს და შესაბებელში განმარტავს, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროს და ვადაში. ც------- მ----–----–-------- მ-----ს 2017 წლის 20 მაის წარედგინა ფორმა 2-ი და ექსპერტიზის დასკვნა ვალდებულების შესრულების შესახებ, მიუხედავად ამისა შემკვეთმა არ ჩაიბარა ობიექტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N---, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ც-----–- მ–---- თ-------- რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა, შესყიდვის ღირებულებაა 485000 ლარი, საბოლოოდ მხარეთა შეთანხმებით შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 მაისი. ხოლო ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 5 ივნისამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულება N---,- შეთანხმების აქტი.

- მხარეთა ახსნა განმარტება

 

3.1.2. შპს. ,,არქიკულტირის’’ მიერ 2017 წლის 20 მაის ც------- მ----–----–-------- მ-----ს წარედგინა ფორმა 2-ი და ექსპერტიზის დასკვნა ვალდებულების შესრულების შესახებ, მიუხედავად ამისა შემკვეთმა არ ჩაიბარა ობიექტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ექსპერტიზის დასკვნა

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 23 ივნის მ–---- თ-------- რაეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომის N---/1 ოქმით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა შპს ,,ა--------–--------’ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომის N---/1 ოქმით

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 8 აგვისტოს ინსპექტირების (ექსპერტიზის) დასკვნით შპს ,,ა--------–--------’’ უხარისხობის გამო შესრულებულად არ ჩაეთვალა 21579,10 ლარის სამუშაო. სამშენებლო ობიექტიდან აღებული ასფალტბეტონის ნიმუში არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ექსპერტიზის დასკვნა.

-მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. 2017 წლის 20 სექტემბრის ინსპექტირების (ექსპერტიზის) დასკვნით შპს ,,ა--------–--------’’ აგურის უხარისხობის გამო შესრულებულად არ ჩაეთვალა 709.90 ლარის სამუშსაო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ინსპექტირების ანგარიში.

-მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მხარეები შეთანხმდენ, შპს. ,,ა--------–-------“ თავისი სახსრებით უზრუნველყოფდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა მიერ გაგზავნილი წერილებით

-მხარეთა-ახსნა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებებია:

- ხელშეკრულების დროული და ხარისხიანი შესრულება.

 

3.2.2. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილება, ხარისხის დუცველად სამუშაოების შესრულება უნდა დაამტკიცოს ც------- მ----–----–-------- მ-----მ ამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შესაძლებელია ფორმა 2-ის, მითება-ჩაბარების აქტის და ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ხოლო შპს. ,,ა--------–-------მ’’ უნდა დაამტკიცოს ზემოთაღნიშნული ფაქტების საპირისპირო.

 

3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას.

 

3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შპს ,,ა--------–-------მ’’ არ შეასრულა ხელშეკრულება დადგენილ დროში და მის მიერ შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო, სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს პირგასამტეხლოს მოთოვნით.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N---, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ც-----–- მ–---- თ-------- რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა, შესყიდვის ღირებულებაა 485000 ლარი, საბოლოოდ მხარეთა შეთანხმებით შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 მაისი. ხოლო ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 5 ივნისამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. თავის მხრივ შპს. ,,ა--------–-------“ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამუშაოები უნდა შეესრულებია დათქმულ დროში, 2007 წლის 1 მაისამდე, ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მხარეთა შორის ვალდებულებულება შესრულებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იქნება ფორმა 2-ი, ანგარისფაქტურა და ექსპერტიზის დასკვნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს. ,,ა--------–-------მ’’ მ-----ს მიმართა 2017 წლის 10 მაის მიღება ჩაბარების აქტის გასაფორმებლად, ხოლო 20 მაის წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულება 2017 წლის 1 მაისამდე სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია. ასევე ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ შპს. ,,ა--------–-------მ“ სამუშაოები შეასრულა არაჯეროვნად-უხარისხოდ.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, შესაბამისად შპს. ,,ა--------–--------“ უნდა დაეკისროს 33,950 ლარის პირგასამტეხლო ც------- მ----–----–-------- მ------ სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული გაღებული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა, შესაბამისად შპს. ,,პ--------’’ უნდა დაეკისროს, დაკისრებული თანხის 3% სახელმწიფო ბაჟი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

ც------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ც------- მ----–----–-------- მ------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.2.მოპასუხეს შპს. ,,ა--------–--------“ (ს/კ---------) ც------- მ----–----–-------- მ------ სასარგებლოდ დაეკისროს 33,950 (ოცდაცამეტი ათას ცხრაას ორმოცდათი) ლარის გადახდა.

1.3.მოპასუხეს შპს. ,,ა--------–--------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1018 ლარი 50 თეთრი.

1.4.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დარჩეს უცვლელი.

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ცაგერი, ასათიანის ქ.14 )

3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე:

როინ კახიძე