განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002471174
N1/152-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
26 ივნისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბ-------------–--–---–ი
ბრალდებული: გ------- ჯ-----–---–ი
მამის სახელი: ზ------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ბ--–---ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ბ--–---ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი - სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი:
1. 2018 წლის 01 მაისიდან 03 მაისის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ბ--–---ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------- ჯ-----–---–ი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას საკუთარ მეუღლეს - ქ------- ჯ-----–---–ს, რის შედეგად ქ------- ჯ-----–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
სისტემატური ძალადობის ეპიზოდი:
2. 2018 წლის 01 მაისიდან 03 მაისის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ბ--–---ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------- ჯ-----–---–ი სისტემატურად ძალადობდა საკუთარ მეუღლეზე - ქ------- ჯ-----–---–ზე, რის შედეგადაც ქ------- ჯ-----–---–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ, 2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------- ჯ-----–---–მა ქ------- ჯ-----–---–ს მარცხენა ხელში ესროლა რკინის თასი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 02 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ------- ჯ-----–---–მა ღვინის ჭიქა ესროლა ქ------- ჯ-----–---–ს მკერდის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 03 მაისს საღამოს საათებში, გ------- ჯ-----–---–მა სახის არეში ესროლა ჭიკა ქ------- ჯ-----–---–ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ასევე დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ქ------- ჯ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების დ--------------–---–ის და ნათია ჯ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შ--–-- ჯ-----–---–ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
5. მანვე ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. სასამართლოს ბრალდებულ გ------- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
7. გ------- ჯ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
9. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ჯ-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. გ------- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
11. გ------- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ჯ-----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
13. გ------- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
14. გ------- ჯ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
15. ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ჭიქა და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური