განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002445088
N1/92-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- მ--------- ძე წ----–-----, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 2----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონის, სოფელი კ--------; ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
ადვოკატი - ზ----- დუ---უა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2009 წლიდან, ს-------- ჩ----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- წ----–-----სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ყავთ ორი შვილი - 8 წლის ბ-------- წ----–----- და 5 წლის ს-------- წ----–-----. 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------–-, საკუთარ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ი-----–- წ----–-----მ, შვილის ჩაცმულობის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ბ-------- წ----–-----ს თანდასწრებით, ორჯერ დაარტყა ბრტყელტუჩა მუცლის არეში, საკუთარ მეუღლეს - ს-------- ჩ------, რის შემდეგაც ს-------- ჩ------ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ს-------- ჩ------ განაცხადა, რომ ცხოვრობდა თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------–- მეუღლესთან ი-----–- წ----–-----სთან ერთად. 2018 წლის 29 მარტს, იმყოფებოდა სახლში და ამზადებდა საჭმელს. დაახლოებით პირველ საათზე, სკოლიდან მივიდა მათი შვილი ბ-------- წ----–-----, რომელსაც ეცვა ე.წ. "ე-–-------". როდესაც ეზოში შევიდა ბ--------, დაუძახა მამამისმა და ჰკითხა თუ რატომ ეცვა ე-–-------. აღნიშნულ საკითხე, სამზარეულოში შესულ ი-----–- წ----–-----სა და მას მოუვიდათ შეკამათება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და ი-----–-მ მას ორჯერ დაარტყა ბრტყელტუჩა მუცლის არეში, ასევე შეაფურთხა სახეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს.ჩ------ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მათი არასრულწლოვანი შვილი, ბ-------- წ----–----- შეესწრო ამ ფაქტს, რის გამოც შეეშინდა და დაიწყო ტირილი. თავად გამოიძახა პოლიცია და დახმარებისათვის დაურეკა მამამისს.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ჩ------ განაცხადა, ს-------- ჩ----- და ი-----–- წ----–----- დაახლოებით 8-9 წელია ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მათ ყავთ ორი შვილი. 2018 წლის 29 მარტს, დაურეკა შვილმა ს-------- ჩ------ და განუცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ი-----–- წ----–-----მ. აღნიშნულზე, ჩავიდა სოფელ კ-------–- და წაიყვანა ს-------- და ბავშვები ბათუმში.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-- გ----------ემ განაცხადა, რომ თერჯოლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ბადრი სულამანიძის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზა ჩაუტარა ს-------- ჩ------ და მის სხეულზე ასახული დაზიანება ასახა ექსპერტიზის დასკვნაში. მანვე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოს ნახშირღელის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 29 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-ის ოპერატორიდან მიიღო შეტყობინება და გამოცხადდა ს-------- ჩ-----ს საცხოვრებელ სახლში, რომელიც ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან მისმა მეუღლემ იძალადა მასზე. ადგილზე მისულს, ს-------- ჩ------ განუცხადა მას, რომ მეუღლემ მუცლის არეში ჩაარტყა ბრტყელტუჩა თავად ი-----–- წ----–----- კი სახლში არ იმყოფებოდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----- კ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოს ნახშირღელის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შედგენილი აქვს ბინაზე გამოცხადების ოქმები ი-----–- წ----–-----ს მიმართ.
7. 2018 წლის 25 ივნისს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ი-----–- წ----–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
8. 2018 წლის 25 ივნისს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- წ----–-----ს მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი, დაზარალებულ ს-------- ჩ-----ს, მოწმეების - თ------ ჩ-----ს, ზ------ კ--------ისა და პ----- კ-------ის ჩვენებებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - ბაბ-------- წ----–-----ს და მერი წ----–-----ს ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს-------- ჩ-----ს მიმართ; ბ-------- და ს-------- წ----–-----ს დაბადების სააქტო ჩანაწერები; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბერის განაჩენი ი-----–- წ----–-----ს მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, და მასალები.
13. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი-----–- წ----–-----ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
14. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
15. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. ასევე, ოჯახური ძალადობის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წამოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ი-----–- წ----–-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით ).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
17. ი-----–- წ----–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული;
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
19. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- წ----–-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავო გარემოებას წარმოდგენს ის, რომ ი-----–- წ----–----- მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით (იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში), სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან სახეზეა ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, ი-----–- წ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, ი-----–- წ----–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- წ----–-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ი-----–- წ----–-----ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი, და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. დღეის მდგომარეობით ი-----–- წ----–----- იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე დგას პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, ი-----–- წ----–-----ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი-----–- წ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ი-----–- წ----–-----ს მიმართ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–- წ----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ი-----–- წ----–-----ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ ი-----–- წ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
ი-----–- წ----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------–----ნ;
ი-----–- წ----–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე