გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
020210017002139037
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0-0-1-01700-139037 (2/1892-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ნ-----–------------ლი

წარმომადგენელი - მე---------–----–-ვა

 

მოპასუხეები: და-–---------–--ლი, ეკ---------------–ია, არ---–-------უა, ცი--–----------ა, მა--------ია

წარმომადგენელი - ხვ--------------ნი

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე და-–---------–--ლის, ეკ---------------–იას, არ---–-------უას, ცი--–----------ას და მა--------იას უკანონო მფლობელობიდან ნ-----–------------ლის საკუთრებაში არსებული, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--–ი მდებარე №4-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3-----------. მიწის ნაკვეთის და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობის გამოთხოვა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ნ-----–------------ლი წარმოადგენს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--–ი მდებარე უძრავი ქონების - 3--------- მიწის ნაკვეთისა და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს. მითითებულ უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებიდან დღემდე უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე მხარე, რითაც ხელს უშლის მოსარჩელეს საკუთრების უფლების განხორციელებაში (იხ. დაზუსტებული სარჩელი, 26-06-2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე არ ცნო სარჩელი (იხ. შესაგებელი, 26-06-2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1.აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------–--------------------- განკარგულებით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--–ი მდებარე უძრავი ქონება - 3--------- მიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში გადაეცა ნ-----–------------ლს, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2----–-–--------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (--------);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26-06-2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--–ი მდებარე ზემოთ მითითებულ უძრავ ქონებას ნ-----–------------ლისათვის საკუთრებაში გადაცემიდან დღემდე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე მხარე. მას მოსარჩელისაგან მიეცა მითითება ფართის ნებაყოფლობით გასათავისუფლებლად, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (--------);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26-06-2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6- სამართლებრივი შეფასება

 

6-1.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–ლის 0- ივლისის N------- გადაწყვეტილება).

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს.

 

6-2.სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა იგი არის ნივთის მესაკუთრე და შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, დავის საგნიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგების საფუძველზე უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

1-.1-.2----–--–- მომზადებული ამონაწერით დადგენილია, რომ №4-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც ფლობს მოპასუხე მხარე, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მოპასუხე მხარის მიერ ნივთის ფლობას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მოსარჩელეს კი უფლება აქვს ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, თავისუფლად განკარგოს საკუთრება, რაშიც ხელს უშლის მოპასუხე მხარე უკანონო მფლობელობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია პროცესის ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი 1----–----- ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 3-4-ე, 3-9-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ნ-----–------------ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხეების და-–---------–--ლის, ეკ---------------–იას, არ---–-------უას, ცი--–----------ას და მა--------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ნ-----–------------ლის საკუთრებაში არსებული, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ--–ი მდებარე და №4-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3-----------. მიწის ნაკვეთი და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობა და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს;

 

3.მოპასუხეებს და-–---------–--ლს, ეკ---------------–იას, არ---–-------უას, ცი--–----------ას და მა--------იას მოსარჩელე ნ-----–------------ლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1----–----- ანაზღაურება;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა