განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/7---17 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი------ გ--- ძე მო-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 0--------ს საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ლე–---- ქუჩა N---
ადვოკატი - ა---- ჯა---–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გი------ მო-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში გი------ მო-----–--–მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის მ---- ნა--------ს მიმართ. ავტომანქანით გადაადგილებისას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით გი------ მო-----–---–მა მ---- ნა-------ეს ქ.ქუთაისში, ჭა-------ს გამზირის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, „მა--------–----ს“ წინამდებარე ტერიტორიაზე ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ქუთაისში, ჯა----–---–-ს N8--ში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „მა------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელი დაარტყა ორჯერ, თავდაპირველად ტუჩის არეში, შემდეგ კი მარცხენა თვალის არეში. ქუთაისი წყალტუბოს საავტომობილო გზაზე განთავსებულ სა-----–----თან ხელი ჩაარტყა სამჯერ ძლიერად თავის არეში. ქუთაისში, ყოფილ აეროპორტის ტერიტორიაზე მინდორში მოქაჩა თმებში შემდეგ კი მარჯვენა ხელი ჩაარტყა გვერდის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გი------ მო-----–---–ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებული გი------ მო-----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ გი------ მო-----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ოჯახში ძალადობაში, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები, ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად რომლის მიხედვით გი------ მო-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა მეუღლის მ---- ნა--------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, სახელდობრ:
ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გი------ მო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ალ---------- ან--------ს ჩვენების თანახმად 2017 წლის 13 სექტემბერს იმყოფებოდა რა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ღამის საათებში სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება რომ: ქ. ქუთაისში ლე–---- ქუჩა N--ში მოქალაქე გი------ მო-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს. შეტყობინების საფუძველზე ისინი გამოცხადდნენ ქ. ქუთაისში ლე–---- ქუჩაზე, კონკრეტულად იმყოფებოდნენ თვითონ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი იმ---- ხი------ე და ვე----- შვ--------ე. მათი მისვლის შემდგომ გამოცხადდა საპატრულო პოლიციაც. ადგილზე ყოფნისას მათ გი------ მო-----–---–ი და მისი ყოფილი მეუღლე არ დახვდათ, შემდგომ მოხერხდა მათთან დაკავშირება და გი------ მო-----–---–ი მის საცხოვრებელ ადგილზე ქ. ქუთასში ლე–---- ქუჩა N- გამოცხადდა „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით. გამომძიებლებმა მოახდინეს მო-----–---–ის ყოფილ მეუღლესთან გასაუბრება რომელმაც აჩვენა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა, და იგი განიცდის ძლიერ ტკივილს მარცხენა გვერდის არეში და ზურგის არეში. მანვე მიუთითა გამომძიებლებს გი------ მო-----–---–ზე. შემდგომ გი------ მო-----–---–ი დაკავებული იქნა, მას იმ---- ხი------ის მიერ განემარტა უფლება-მოვალეობანი და გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში სადაც შედგენილ იქნა დაკავების ოქმი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის იმერეთის საპატრულო მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის და---- და-----ს ჩვენების თანახმად იგი 2017 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით იგი მუშაობდა იმერეთის საპატრულო მთავარი სამმართველოს ქალაქის სახაზო განყოფილებაში პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ დღეს რადიოსადგურ „რი-------ნ“ შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში ლე–---- ქუჩა N--ში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ის და მისი მეწყვილე შ----- ბი---–--–---–ი დაუყოვნებლივ გაემართნენ მისამართზე, შეტყობინების ინიციატორი იყო ქალბატონი, სახელად ეთერი, რომელმაც დარეკა თბილისიდან და ითხოვა დახმარება, რადგან ვერ პოულობდა მის შვილს მ---- ნა-------ეს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე უნდა ყოფილიყო მის ყოფილ მეუღლე გი------ მო-----–---–თან ერთად. ადგილზე მისვლისას მათ არ დახვდათ არც მ---- ნა-------ე და არც გი------ მო-----–---–ი. შემდგომ მოხდა გი------სთან დაკავშირება და იგი ყოფილ მეუღლესთან ერთად მივიდა მალევე შემთხვევის ადგილზე. ადგილზე გამოცხადდა პოლიციის მ----- განყოფილება, რომლებსაც მ---- ნა-------ემ განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ მ----- განყოფილების პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა გი------ მო-----–---–ის დაკავება და ის გადაყვანილ იქნა პოლიციის მ----- განყოფილებაში. სადაც პატრულ-ინსპექტორების მიერ მოხდა შემაკავებელი ორდერის შედგენა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ვე----- შვ--------ის ჩვენების თანახმად იგი უბნის ისპექტორ-გამომძიებლებებთან იმ---- ხი------ესთან და ალ---------- ან---------თან ერთად გავიდა გამოძახებაზე, ქ. ქუთაისში ლე–---- ქუჩა N--ში. შეტყობინება იყო ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. მისვლისას მათთან ერთად მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ადგილზე არც მოძალადე დახვდათ მათ და არც მსხვერპლი. შემდგომ დაურეკეს და გამოცხადდნენ გი------ მო-----–---–ი და მ---- ნა-------ე. გამომძიებლები გაესაუბრნენ და მ---- ნა-------ემ თქვა, რომ ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ გი------ მო-----–---–მა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ტუჩთან ეტყობოდა სიწითლე. ვითარების გარკვევის შემდგომ იმ---- ხი------ის მიერ გი------ მო-----–---–ს განემარტა უფლება-მოვალეობანი, მოხდა მისი დაკავება და გადაყვანილ იქნა პოლიციის მ----- განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის იმ---- ხი------ის ჩვენებით, დგინდება, რომ იგი 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ღამის საათებში საგამოძიებო ნაწილში შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში, ლე–---- ქუჩა N--ში გი------ მო-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას პოლიციელებს არ დახვდათ არც გი------ მო-----–---–ი და არც მისი ყოფილი მეუღლე მ---- ნა-------ე. რამდენიმე ხანში მათ მიერ მოხდა დაკავშირება და გი------ და მისი მეუღლე მოვიდნენ ადგილზე „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით. გამომძიებლები გაესაუბრნენ ყოფილ მეუღლეს, მ---- ნა-------ეს, რომელმაც განმარტა, რომ გი------ მო-----–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ გი------ მო-----–---–ს განემარტა მისი უფლება მოვალეობები და იმის გამო რომ ადგილზე შეკრებილი იყო ბევრი ხალხი დაკავების ოქმის ადგილზევე შედგენა გამომძიებლის განმარტებით ვერ მოხერხდა. ის გადაიყვანეს პოლიციის მ----- განყოფილებაში და იმ---- ხი------ის მიერ შედგა დაკავების ოქმი, რომელსაც ბრალდებული გაეცნო და გაკეთდა მასზე ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული იმერეთის საპატრულოს მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის შ----- ბი---–--–---–ის ჩვენების მიხედვით იგი 2017 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა იმერეთის საპატრულო მთავარი სამმართველოს ქალაქის სახაზო განყოფილებაში პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ დღეს რადიოსადგურ რი-------ნ შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში ლე–---- ქუჩა N--ში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ის და მისი მეწყვილე და---- და----- დაუყოვნებლივ გაემართნენ მისამართზე, მისვლისას განახორციელეს ზარი ინიციატორთან, რომელმაც განუმარტა, რომ მას ერქვა ეთერი და ის ვერ უკავშირდებოდა მის შვილს მ---- ნა-------ეს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე უნდა ყოფილიყო მის ყოფილ მეუღლე გი------ მო-----–---–თან ერთად და ამიტომ ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას მათ არ დახვდათ არც მ---- ნა-------ე და არც გი------ მო-----–---–ი, შემდგომ მოხდა გი------სთან დაკავშირება და იგი ყოფილ მეუღლესთან ერთად მივიდა მალევე შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით საპატრულო პოლიციის მისვლისთანავე ადგილზე გამოცხადდა პოლიციის მ----- განყოფილება, რომლებსაც მ---- ნა-------ემ განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ მ----- განყოფილების პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა გი------ მო-----–---–ის დაკავება და ის გადაყვანილ იქნა პოლიციის მ----- განყოფილებაში. დაკავებამდე მას გამომძიებლების მიერ განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- ნა-------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ხოლო ბრალდებულმა გი------ მო-----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე. (იხ. სხდომის ოქმი)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება: თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ოთ. ჩხობაძის სახ. ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ საავადმყოფოს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3772-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N4429 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 17.09.17 წელი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. მ---- ნა-------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 13.09.17 წელს 22:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 14.09.17 წელს 09:30 საათზე, დიაგნოზი: გულმკერდის მარცხენა ნახევრის დაჟეჟილობა, ტუჩის არის დაჟეჟილობა. 14.09.2017 11:10 საათიდან 11:25 საათამდე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ---- ნა-------ეს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაჟეჟილობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დაკითხული ექსპერტის მა----- ნო---–---ს ჩვენებით დგინდება, რომ მის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტი მ---- ნა-------ე უჩიოდა ტკივილს თავის არეში და გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, კისრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი, ხელის მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნებოდა ნაჭდევი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დიაგნოზია გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის დაჟეჟილობა და ტუჩის არის დაჟეჟილობა. მოწმის განმარტებით დაჟეჟილობა სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების მექანიკურ ობიექტურ ნიშანს. ობიექტური გასინჯვით პაციენტს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 14 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 14 სექტემბერს 14:10 საათზე და დამთავრდა 15:25 საათზე, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მ---- ნა-------ე, რომლის თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტით დგინდება: 2017 წლის 14 სექტემბერს დაზარალებულ მ---- ნა--------ს თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ დაკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. მ---- ნა-------ემ ყოველგვარი იძულების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ დაკითხვის დროს მოწოდებულ ინფორმაციას. მ---- ნა-------ეს მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები სადაც 2017 წლის 13 სექტემბერს მისმა ყოფილმა მეუღლემ გი------ მო-----–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე ის გადაადგილების მარშრუტი რა გზითაც გადაადგილდებოდნენ ისინი 2017 წლის 13 სექტემბერს. 2017 წლის 14 სექტემბერს 14:10 საათზე ქ.ქუთაისი, ავ-----–-----–-ს ქუჩა N3---ში განთავსებული პოლიციის მ----- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები დაზარალებული მ---- ნა-------ე და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–-- ხა----- მოთავსდნენ „TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანაში სახ. ნომრით „X--------” ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტები, გ--- ხი----- და ო----- ხა---------ა მოთავსდნენ “SKODA”-ს ფირმის ავტომანქანაში, სახ. ნომრით „A--------”. დაზარალებულ მ---- ნა--------ს მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს, ავ-----–-----–-ს ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გავიდნენ ი-------–---- ქუჩაზე, შემდეგ მოუხვიეს მარჯვნივ და ც-----------–-ს ქუჩაზე, რის შემდეგაც გაიარეს გზაგამტარი ხიდის ქვემოთ და გავიდნენ ი.ჭა-------ს გამზირზე სადაც საავტომობილო გზის მაჯვენა მხარეს, კერძოდ, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ „მა--------–----“-ს წინამდებარე ტერიტორიაზე მ---- ნა-------ემ მიუთითა ის ადგილი სადაც 2017 წლის 13 სექტემბერს მას, მისმა ყოფილმა მეუღლემ გი------ მო-----–---–მა, თავისსავე მართვის ქვეშ არსებულ „BMW”-ს მარკის ავტომანქანაში, ექვსი წლის შვილის გი------ მო-----–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შემდგომ მ---- ნა--------ს მითითებით გააგრძელეს გზა ი. ჭა-------ს გამზირზე, რის შემდეგაც გამსახურდიას გამზირის შა-------ს ქუჩის, ი------–---სა და მ----------ს ქუჩების გავლით გადავიდნენ ჯა----–---–-ს ქუჩაზე, სადაც მ---- ნა-------ემ მიუთითა ჯა----–---–-ს ქუჩა N8--ში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „მა------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ წყალტუბოს რაიონის სოფელ ბა------ს გადასახვევთან, ის ადგილი სადაც მას მისმა ყოფილმა მეუღლემ გი------ მო-----–---–მა, ზემოთხსენებულ ავტომანქანაში მათი შვილის გი------ მო-----–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა ორჯერ თავდაპირველად ტუჩების არეში, შემდეგ კი მარცხენა თვალის არეში. აღნიშნულის შემდეგ მ---- ნა-------ეს მითითებით გადაუხვიეს მარცხნივ განთავსებულ სა-----–----კენ, სადაც გადის ბეტონის გზა, გაიარეს დაახლოებით 100 მეტრი, რის შემდეგაც ბეტონის გზიდან მოუხვიეს მარცხნივ ქვაღორღიან გზაზე და დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ მ---- ნა-------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მას მისმა ყოფილმა მეუღლემ გი------ მო-----–---–მა ზემოთხსენებულ ავტომანქანაში მათი შვილის გი------ მო-----–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა ხელი ჩაარტყა სამჯერ ძლიერად თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ მ---- ნა--------ს მითითებით გამობრუნდნენ უკანა გზით, გამოიარეს წყალტუბო ქუთაისის საავტომობილო გზა და ბუ-----ს ქუჩის, ი------–---ს გამზირის და ბუ---ს ქუჩის გავლით გავიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვ-------ს საავტომობილო გზატკეცილზე, სადაც მოუხვიეს მარჯვნივ, დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდგომ მ---- ნა--------ს მითითებით გზიდან მარჯვნივ ჩაუხვიეს ჩიხში, სადაც არის ქვაღორღიანი გზა, გაიარეს დაახლოებით 200 მეტრის მანძილი, საიდანაც პირდაპირ გამოჩნდა ყოფილი აეროპორტის ტერიტორია, სადაც იქვე, ტრიალ მინდორზე მ---- ნა-------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მას, მისმა ყოფილმა მეუღლემ გი------ მო-----–---–მა ზემოთხსენებულ ავტომანქანაში, რა დროსაც მათი შვილი გი------ მო-----–---–ი უკვე აღარ იმყოფებოდა მათთან ერთად, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სწვდა თმებში, მოქაჩა თმები, შემდეგ კი მარჯვენა ხელი ჩაარტყა გვერდის არეში. სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გი------ მო-----–---–ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ი-–-- ხა-----, რომელმაც აჩვენა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარადა 2017 წლის 14 სექტემბერს. დაიწყო 14:10 საათზე და დასრულდა 15:25 საათზე. იგი ჩატარდა დაზარალებულის მონაწილეობით, ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები გ--- ხი----- და ო----- ხა---------ა. აღნიშნული ჩატარდა ჩვენების გადამოწმების და დადასტურების მიზნით. დაზარალებულმა მ---- ნა-------ემ მიუთითა ის ადგილები სადაც მისმა მეუღლემ თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უჩვენებდა იმ ადგილებს სადაც უშუალოდ მოხდა აღნიშნული ფაქტები. საგამოძიებო მოქმედება დასურათდა, ფოტოებს იღებდა გ--- ხი-----. მოწმის განმარტებით ისინი განყოფილების შენობიდან წავიდნენ ი-–-- ჭა-------ს გამზირის მიმართულებით კერძოდ „მა--------–----ს“ ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებულმა განმარტა რომ გი------ მო-----–---–მა გააჩერა მანქანა და მარცხენა ხელი დაარტყა სახეში, ამის შემდგომ ისინი გადავიდნენ ჯა----–---–---, N8--ში მა------ს ტერიტორიაზე, წყალტუბოს მაგისტრალზე სადაც დაზარალებულმა მ---- ნა-------ემ მიუთითა, რომ მისამა მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა. შემდეგ გააგრძელეს წყალტუბოსკენ მოძრაობა და მარცხენ მხარეს გადაუხვიეს სა-----–----კენ, ქვიან გზაზე დაზარალებულის განმარტებით გი------ მო-----–---–მა გააჩერა მანქანა და მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ხელი ჩაარტყა სამჯერ თავის არეში. ამის შემდგომ ისინი გაემართნენ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც გი------ მო-----–---–მა ისევ გააჩერა მანქანა, წვდა თმებში დაზარალებულს და ჩაარტყა გვერდის არეში რის შემდეგაც დასრულდა საგამოძიებო ექსპერმენტი.
საქმეში წარმოდგენილია ფორმა N1, გამოძიების დაწყების და აღრიცხვის ბარათი, 2017 წლის 13 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2017 წლის 16 სექტემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ნასამართლობის შესახებ ცნობა, ცნობა პრობაციის ბიუროდან.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ გი------ მო-----–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეების ირიბი ჩვენებისა, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს რადიოსადგურ „რი-------ნ“ შესული შეტყობინების საფუძველზე ქ. ქუთაისში მოქალაქე გი------ მო-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს. აღნიშნულ დღეს შემთხვევის ადგილზე მისული იყო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მათივე განმარტებით მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით იციან რომ გი------ მო-----–---–მა სცემა მისი მეუღლე, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი დაზარალებულმა მ---- ნა-------ემ ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ხოლო პოლიციის თანამშრომლები ალ---------- ან-------ე, და---- და-----, ვე----- შვ--------ე, იმ---- ხი------ე, რომელთა მიერ განხორციელდა გი------ მო-----–---–ის დაკავება, არც ერთი მათგანი არ არის თვითმხილველი და არ შესწრებია გი------ მო-----–---–ის მხრიდან მისი მეუღლის მიმართ რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებითაც კი აღნიშნული მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ვერ დაადასტურებს, რომ მ---- ნა-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომლის გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე უტყუარი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და არგუმენტაციას და მისი გაზიარების საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად, იმისათვის რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გი------ მო-----–---–ის ბრალეულობა ოჯახში ძალადობაში. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. ქუთაისში ავტომანქანით გადაადგილებისას გი------ მო-----–---–მა მეუღლის მ---- ნა--------ს მიმართ განახორციელა რაიმე ფიზიკური ძალადობრივი ქმედება, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები მტკიცების თვალსაზრისით ვერ სცილდება ვარაუდსა და დაუდასტურებელ ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ გარდა მოწმეების ირიბი ჩვენებებისა, სხვა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, მიაჩნია რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით გი------ მო-----–---–ის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებული გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გი------ მო-----–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებების და სხვა მასალების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი------ მო-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც გი------ მო-----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლოს ვერ გაიზიარებს და ვერ გამოიყენებს 2017 წლის 14 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და 2017 წლის 14 სექტემბრის N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას იმ მტკიცებულებებად, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგანაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულმა გარემოებებმა შემდგომი გაგრძელება და განვითარება სასამართლო სხდომაზე ვეღარ ჰპოვა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია მხოლოდ დაზარალებულზე მიყენებული დაზიანებები, სხვა განმაპირობებელ გარემოებათა მითითების გარეშე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გი------ მო-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გი------ მო-----–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც, გი------ მო-----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი------ მო-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გი------ მო-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და გადახდილი გირაოს თანხა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განემარტოს გი------ მო-----–---–ს რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 03 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი