გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2246913-3/004-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 20-8 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ა---------------
მოსარჩელის წარმომადგენელი - გ------------------------------
მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო,მოპასუხის წარმომადგენელი - თ---------
მესამე პირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირის წარმომადგენელი - თ---------
მესამე პირი - ,-------------------–---------------
მესამე პირის წარმომადგენელი - გ-----------–---
მესამე პირი - ს---------------------------------
მესამე პირის წარმომადგენელი - თ--------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-4 წლის 2---------------------------
1.2. ბათილად იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 20-4 წლის 24 ივნისს გამოცემული მშენებლობის ნე-------------
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
9 წლის ა------ა ნ-----ის მამამ დ----- ნ-----ემ 20-5 წელს ბ-----------------–----–-------------------------–-----–------------------- მიმდებარედ, შპს „------------------–-----------–----------.3-.0--0----–----------------------------–----------–--------------------------------·0-----------
20-7 წლის 26 აგვისტოს დ----- ნ-----ის მცირეწლოვანი შვილი ა--------------- საცხოვრებელი ბინის აივანზე ე.წ. საზომი მეტრიანით თამაშის დროს მიედო მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროსადენს (10 კილოვატი სიმძლავრე), რომელიც განთავსებულია საცხოვრებელ კომპლექსთან ახლო მანძილზე, დაახლოებით 2 მეტრში მთავარი გზის მხარეს, ელექტრო სადენზე საზომი მეტრიანის შეხების შედეგად ა---------------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. კონკრეტულად, სხეულის მძიმე ხარისხის ელექტრო დამწვრობა, დაუზიანდა ორივე ხელის მტევანი, მუცელი, ბარძაყები და მიიღო სხეულის თერმიული დამწვრობები. პაციენტი დღემდე გადის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო მკურნალობას. მომხდარი შემთხვევის შედეგად ა---------------ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ზიანი, დაუქვეითდა მხედველობა, სმენა, დაუზიანდა მარცხენა ხელის მტევნის ნერვული მყესები, მიიღო მძიმე თერმიული დამწვრობა და დაჭირდა კანის გადანერგვა.
აღნიშნული მძიმე შედეგი გამოწვეულია იმით, რომ დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები. მოპასუხის მიერ 20-4 წლის 24 ივნისს გამოცემული ინდ. აქტები შპ---------------------–--------------" მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება (------) და ამავე თარიღში გამოცემული მშენებლობის ნებართვა № 3-- აღნიშნულმა აქტებმა უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 20-7 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტს და გამოითხოვა დოკუმენტაცია სასტუმრო მ----------- მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რათა დაედგინა თუ რამდენად დაცული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებართვის გაცემისას კანონით დადგენილი მოთხოვნები, შეიძლებოდა თუ არა მაღალი ძაბვის ხაზოვან ნაგებობასთან ასეთ ახლო მანძილში მშენებლობის ნებართვის გაცემა და შეთანხმებული იყო თუ არა მშენებლობის პროექტი ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრესთან ს-----------------------------------
ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვა (-----–-–------------------–-----–------------------- თანდართული მტკიცებულებებით გამოაგზავნა 20-7 წლის 05 დეკემბერს რომელიც ჩაგვბარდა ამავე წლის 06 დეკემბერს.
მოწოდებული მტკიცებულებით დგინდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას არ დაიცვა კანონის მოთხოვნები, კერძოდ ნებართვის გაცემისას არ დაიცვა შენობა- ნაგებობის ხაზოვან ნაგებობას შორის დაშორების მანძილი და პროექტი არ იყო შეთანხმებული ელეტროქსელის მესაკუთრესთან. ადმინისტრაციულ ორგანოს კანონი ავალებდა, რომ აქტის გამოცემისას დაეცვა კანონის მოთხოვნები, რათა დაცული ყოფილიყო ადამიანის უსაფრთხოება სიცოცხლე და ჯანმრთელობა (20-3 წლის 24 დეკემბრის დადგენილება 366 ელექტრო ქსელის ხაზოვანი ნაგებობის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და 2009 წლის 24 მარტის დადგენილებით N-- "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები". მუხლი მე-2; 32–ე მუხლის მე–2 პუნქტი; 26–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; 32-ე მუხლის მე–2 (პრიმა) პუნქტების თანახმად).
კანონის დარღვევით გამოცემულმა აქტმა მნიშვნელოვანი ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. მოსარჩელის წარმომადგენელმა საკითხში გარკვევის მიზნით ასევე მიმართა სს "ე-----------------------ას" და დაბა ბ----------- პოლიციის განყოფილებას, სადაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
დამატებით გაცნობებთ, რომ შენობა-ნაგებობა დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და დამტკიცებული პროექტი საერთოდ არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით არსებულ შენობა–ნაგებობას. ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით დღემდე არ აქვს არანაირი რეაგირება განხორციელებული, რის თაობაზეც, ჩვენ 20-7 წლის 18 დეკემბერს მიმართეს განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვეს დაწვრილებითი ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც ორგანოს დღემდე არ გადმოუცია, მიუხედავად ჩვენი არაერთი სატელეფონო გეპირ სიტყვიერი შეტყობინებისა ორგანო პასუხის გაცემას მუდმივად სხვადასხვა მიზეზებით თავს არიდებს (ხან საჯარო მოხელე იმყოფება შვებულებაში, ხან ქალაქის მერი არ ჰყავთ არჩეული და ა. შ.).
მას შემდგომ რაც ა---------------ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ამის შესახებ მათ მიმართეს წერილობით სს ”ე-----------------------ას", გამანაწილებელმა კომპანიამ მოახდინა სასტუმროს წინ გამავალი ელექტრო სადენების მიწისქვეშ განთავსება.20-8 წლის 31 იანვარს წერილით მივმართეთ სს "ე-----------------------ას", რომლითაც თხოვეს, ეცნობებინა სასტუმროს ტერიტორიაზე როდის და ვის მიერ განხორციელდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მიწისქვეშა ხაზით ჩანაცვლება, ასევე ვთხოვეთ ინფორმაცის მოწოდება მტკიცებულებების სახით, ხაზოვან ნაგებობაზე მათი მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შესახებ. ასევე წერილობითი კორესპოდენციით მიმართეს დაბა ბ----------- პოლიციის განყოფილებას და თხოვეს ეცნობებინათ თუ რა ეტაპზეა ა------ა ნ-----ის სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-4 წლის 24 ივნისის ბრ-------------- გამოცემულია კანონის სრული დაცვით.
სს"ე------------------------ა"-ს 20-7 წლის 29 სექტემბრის 5------ წერილით ირკვევა, რომ მე–7 კორპუსი აღნიშნული ხაზიდან დაშორებულია 2მ-ზე მეტი მანძილით, ხოლო მე-6 კორპუსი 5 მ-ზე მეტი მანძილით, აღნიშნული მანძილები აკმაყოფილებს ელექტროდანადგართა მოწყობის წესების 2,5.115 მუხლის მოთხოვნებს, რომლითაც გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი 10 კვ ძაბვის საჰაერო სასის კიდურა სადენიდან შენობა–ნაგებობების უკიდურესად გამოშვერილ წერტილამდე უნდა იყოს არანაკლებ 2მ·ს--------------” აკმაყოფილებს როგორც უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას, ასევე ელექტროდანადგართა მოწყობის წესების მოთხოვნებით გათვალისწინებულ დასაშვებ მანძილებს სადენებიდან მიწის ზედაპირამდე და შენობა–ნაგებობამდე.
2.2. მესამე პირმა სს ,,----------------------ია ''-მ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ 04.0-.18წ. დათარიღებულ სარჩელზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დ----- ნ-----ემ ს.კ 6------------------ კოდით რეგისტრირებული მშენებარე ბინა შეიძინა 03·04.1-–---ელშეკრულებით.
ა---------------მ ნამდვილად მიიღო სხეულის დაზიანება 20-7 წლის 26 აგვისტოს, რაც შეეხება შემთხვევის დეტალებსა და სარეაბილიტაციო კურსს, არ ვართ ინფორმირებული.
მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის შედეგად დამდგარი უშუალო და პირდაპირი ზიანის შესახებ არა ვართ ინფორმირებული.
მშენებლობის ნებართვის არსებობა, რომ მოსარჩელისათვის მინიმუმ ამ შენობაში ფართის შეძენის დროს (03.04.15წ.) ცნობილი იყო ისევე, როგორც შენობისა და ეგხ–ს მდებარეობა, სადავო ვერ იქნება (მშენებლობის ნებართვა მშენებარე ფართის რეგისტრაციის ერთ–ერთი საფუძველია). პროექტი რომ ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, მისი განცხადების პასუხად 29.09.17წ. ეცნობა.
ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 20-3 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე–4–ე მუხლის მე–2–ე ნაწილის "ა" პუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება" და იმავე დადგენილების მე–3 მუხლის 1–ლი ნაწილის ა.ა.ე. პუნქტით ეს დაცვის ზონა 10 კვ ძაბვის საჰაერო ხაზისთვის 10 მეტრია. მართალია სამშენებლო სამუშაოების წარმოება ს--------------------------------ნ" შეთანხმებული არ იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკვე არსებული შენობასა და ეგხ-ს შორის დაშორების მანძილი არ შეესაბამებოდა კანონს. ჩვენი 29.09.17წ. წერილითაც განვუმარტეთ მოსარჩელეს, რომ ფაქტიურად, ადგილზე არსებული მდგომარეობა შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, სა----------–--------------–-----------------------ე–7–ე კორპუსიდან დაშორებული იყო 2 მ–ზედმეტი მანძილით, ხოლო 6–ე კორპუსიდან 5 მ–ზე მეტი მანძილით. აღნიშნული მანძილები აკმაყოფილებს ელექტროდანადგართა მოწყობის წესების 25.115 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი 10 კვ ძაბვის საჰაერო ხაზის კიდურა სადენიდან შენობა–ნაგებობის უკიდურესად გამოშვერილ წერტილამდე უნდა იყოს არანაკლებ 2 მ. ამრიგად, ს--------------" აკმაყოფილებდა როგორც უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას, ასევე ელექტროდანადგართა მოწყობის წესებით გათვალისწინებულ დასაშვებ მანძილებს სადენებიდან მიწის ზედაპირამდე და შენობა– ნაგებობამდე.
დ----- ნ-----ის განცხადების საფუძველზე ენერგოკომპანიის მხრიდან რაიმე სახის ღონისძიების გატარების საჭიროება არ არსებობდა, რადგან, როგორც მე-ნ ფაქტობრივი გარემოების შესახებ აღვნიშნეთ, ს--------------- აკმაყოფილებდა როგორც უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას, ასევე ელექტროდანადგართა მოწყობის წესების მოთხოვნებით გათვალისწინებულ დასაშვებ მანძილებს სადენებიდან მიწის ზედაპირამდე და შენობა–ნაგებობებამდე. 29.09.17წ. წერილითაც ვაცნობეთ რომ დაბა ბ---------–-----აერო ეგხ-ების მიწისქვეშა კაბელებით ჩანაცვლება დაგეგმილია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით საჰაერო ეგხ „მ--------“ გაუქმებულია შ--------------------------------- 20-7 წლის 3- აგვისტოს შემოსული N8---------ნაცხადის საფუძველზე, მე–7–ე კორპუსის მიმდებარედ აშენებული მე-10–ე კორპუსისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის ამ მიზნით განხორციელდა საკაბელო ქსელის მონტაჟი, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ჩანაცვლდა მიწისქვეშა საკაბელო ხაზით, რასაც კავშირი არ აქვს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან.
2.3. მესამე პირმა შ-----------------------–--------------“ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ წინამდებარე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, მათი ორგანიზაცია არ არის ინფორმირებული.
მოსარჩელე მხარე, აცხადებს, რომ ზიანი მიადგა, თუმცა, ფაქტობრივ გარემოებებში არ არის მითითებული, ასევე, არ გახლავთ დასაბუთებული რაში მდგომარეობს ზიანი და/ან რამ გამოიწვია აღნიშნული ზიანი.
მოსარჩელე მხარე, როგორც პირველ ფაქტობრივ გარემოებაში უთითებს, 20-5 წელს შეიძინა უძრავი ქონება, იმავე კორპუსში, რომლის მშენებლობის ნებართვის გაუქმებასაც ითხოვს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის, როგორც სამართლებრივად და დოკუმენტალურად, ისე ფაქტობრივად და სივრცითი აღქმით ჯერ კიდევ 20-5 წელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი, აქედან გამომდინარე, მითითება, რომ მშენებლობის ნებართვა არ არის წესების დაცვით გაცემული ყოველგვარ სამართლებრივ და/ან ცხოვრებისეულ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან, თუკი უძრავი ქონება არასწორი ნებართვითაა აშენებული. მაშინ, გაურკვეველია მოსარჩელე მხარემ რატომ შეიძინა წინამდებარე ქონება? გარდა ამისა, საგულისხმო და გასათვალისწინებელია, რომ აქტები რომელთა გაბათილებასაც, სრულიად უსაფუძვლოდ, ითხოვს მოწინააღმდეგე მხარე, წარმოდგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს, შესაბამისად, შეუძლებელია მათზე იმ სახის მსჯელობის გავრცელება, როგორსაც მოსარჩელე მხარე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ახორციელებს.
ვინაიდან, აბსოლუტურად ყველა ღონისძიება და პროცესი კანონის ფარგლებში გახლდათ მოქცეული და ვინაიდან, დაცული გახლდათ ყველა სტანდარტი, რომელიც არეგულირებს შენობა-ნაგებობისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაშორებას.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპ----------------------–--------------------------- მუნიციპალიტეტის მიერ დაჯარიმებული იქნა უკანონო მშენებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ჯარიმის ქვითარი (იხ.ტ.I.სფ..60-62).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხ.ოქ.Cd.დისკი).
3.2. 20-4 წლის 29 მაისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა შ----------------------------–---------------" დირექტორმა და მიუტითა, რომ დაბა ბ---------–- ფლობს მიწის ნაკვეთს საკ.კოდით.6-.3-.08.0--) და სურთ ააშენონ სასტუმრო და ითხოვენ ნებართვას მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,-----------------------–--------------ს" დირექტორის მიმართვა (იხ.ტ.I.სფ.60).
3.3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისს გამოიცა ბრძანება N------ რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, შ--------------------------–----------------- კუთვნილ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6-.3-.0--0--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისის ბრძანება N1------იხ.ტ.I.სფ. 57).
3.4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისს გაიცა შპს ,,ს--------------------–--------------- მიმართ მშენებლობის ნე-------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მშენებლობის ნე-------------(იხ.ტ.I.სფ.59).
3.5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 07 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება N------- რომ შეთანხმდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. ,,კ--------------ს მიმდებარედ შპს ,,ს--------------------–--------------- -ს კუთვნილ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი ცვლილებებისათვი (ნაკვეთის N6-.3-.0--0--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 0-4 წლის 07 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება N-------იხ.ტ.I.სფ.81).
3.6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 07 ოქტომბერს გაიცა შპს ,,ს--------------------–--------------- მიმართ მშენებლობის ნებართვა N---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მშენებლობის ნებართვა N----(იხ.ტ.I.სფ.83).
3.7. შპს ,,ს--------------------–--------------- კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი მ--------, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს ს------–-------------------------" საკუთრებას, რომელიც კორპუსიდან დაშორებული იყო დაახლოებით არანაკლებ 2 მეტრი და არა უმეტეს 3 მეტრის მანძილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს------–-------------------------" გენერალური დირექტორის მიმართვა (იხ.სფ.39-40).
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქმი).
3.8. შპს. ,,ს--------------------–--------------- მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები არ იყო, რომ სამშენებლო ობიექტი მოქცეული იყო მაღალი ძაბვის 10კვ. ელექტროგადამცემი ქსელი ხაზოვანი დაცვის ზონაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd დისკი).
3.9. მშენებლობის ნებართვის გაცემისას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის ს------–-------------------------" თანხმობა შპს ,,ს--------------------–--------------- მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------–-------------------------" გენერალური დირექტორის მიმართვა (იხ.სფ.39-40).
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd დისკი)
3.10. დ----- ნ-----ემ 20-5 წელს ბ-----------------–----–-------------------------–-----–------------------- მიმდებარედ, შპს „------------------–-----------–----------.3-.0--0----–----------------------------–----------–--------------------------------·0--.0-. 1--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (იხ.სფ. 5).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.სფ.20-21).
3.11. 20-7 წლის 26 აგვისტოს ათი წლის ა--------------- საცხოვრებელი კომპლექსის ,,მ-----------" აივანზე მეტალის საზომით თამაშის დროს, საზომი მიედო აივანთან გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო სადენს, რის გამოც ა---------------მ მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი(იხ.სფ. 5).
- გამოძიების აღრიცხვის ბარათი.
- ა------ა ნ-----ის ავადმყოფობის ისტორია(იხ.სფ.25-37).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას.სხ.ოქ.Cd დისკი).
3.12. მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" ლითონის მუშა პირზე ნიშნულიდან 240მმ ნიშნულამდე 270მმ. აღინიშნება გამჭოლი დაზიანებები, რომელიც წარმოქმნილია თერმული დაზიანების შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა.
3.13. შპს. ,,ს--------------------–--------------- კორპუსის მიმდებარედ მდებარე 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელზედაც მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" მიდებით დაზიანება მიიღო ა---------------მ ჩამოხსნილია და გადატანილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd დისკი).
3.14. შპს ,,ს--------------------–--------------- საცხოვრებელი კომპლექსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ექსპლოატაციაში მიღებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელის მ-------------–---–-ს მოხსენებითი ბარათი(იხ.სფ.86).
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd დისკი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ა ნ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-4 წლის 24 ივნისის ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N3- წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ შპს ,,------------------–-------------“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაჯარიმებული იქნა უკანონო მშენებლობისათვის. 20-4 წლის 29 მაისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა შპს ,,ს--------------------–-- მ-----------" დირექტორმა და მიუთითა, რომ დაბა ბ---------–- ფლობს მიწის ნაკვეთს საკ.კოდით.6-.3-.0--0--) და სურთ ააშენონ სასტუმრო და ითხოვენ ნებართვას მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციის საფუძველზე.
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისს გამოიცა ბრძანება N------ რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, შ--------------------------–----------------- კუთვნილ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6-.3-.0--0--).
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისს გაიცა შპს ,,ს--------------------–--------------- მიმართ მშენებლობის ნე-------------
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა
-სასამართლოს ვერ იმსჯელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 07 ოქტომბერის ბრძანება N------- რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. ,,კ--------------ს მიმდებარედ შ--------------------------–----------------- კუთვნილ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი ცვლილებებისათვის (ნაკვეთის N6-.3-.0--0--) და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 07 ოქტომბერს გაიცა შპს ,,ს--------------------–--------------- მიმართ მშენებლობის ნებართვა N---ის კანონიერებაზე, რადგან სასამართლოს უფლება არ აქვს გაცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა მოთხოვნის ტრანსფორმირებასა და აღნიშნული აქტების გასაჩივრებაზე.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N---ე დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" მეორე მუხლის,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად შენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების დაცვით.
ამავე დადგენილების მიხედვით მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-3 წლის 24 დეკემბრის №365 და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-3 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებების მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 20-3 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" მესამე მუხლის თანახმად ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება ,,ა" პუნქტის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის:
,,ა.ა" და ,,ა.ა.ე" ქვეპუნქტის თანახმად საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 1 – 20 კვ-10 მეტრით.
ამავე დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება.
დადგენილია, რომ შპს ,,ს--------------------–--------------- კორპუსის მიმდებარედ მდებარეობდა 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენდა ს-------–-------------------------" საკუთრებას, რომელიც კორპუსიდან დაშორებული იყო დაახლოებით არანაკლებ 2 მეტრი და არა უმეტეს 3 მეტრის მანძილით.
მშენებლობის ნებართვის გაცემისას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის ს------–-------------------------" თანხმობა შპს ,,ს--------------------–--------------- მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად, მაშინ როდესაც ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონა 10 კილოვატიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის შეადგენს 10 მეტრს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისს ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N3- ისე გამოიცა, რომ არ გამოიკვლევიათ ხომ არ იჭრებოდა სამშენებლო ობიექტი ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში და არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის ს-------–-------------------------" თანხმობა შპს ,,ს--------------------–--------------- მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეოთხე დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახდაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-4 წლის 24 ივნისს ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N3- წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელმაც წარმოშვა სამართლებრივი შედეგი, კომპლექსი აშენდა და მოხდა მისი გასხვისება, მათ შორის კომპლექსში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელის მამა დ----- ნ-----ე, რომელსაც სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გააჩნიათ სადავო აქტებისადმი კანონიერი ნდობა, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ს--------------------–--------------- კორპუსის მიმდებარედ მდებარე 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელზედაც მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" მიდებით დაზიანება მიიღო ა---------------მ ჩამოხსნილია და გადატანილია, ასევე მშენებლობის ნებართვა N3- ძალაში იყო 20-5 წლის 24 ივნისამდე, ამიტომ ა------ა ნ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც
რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სთანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა------ა ნ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა------ა ნ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა------ა ნ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან.
მოსამართლე: გია ბერაია