გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
020210018002341024
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02021001800234-024 (2/445-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზ---------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ან-----–--ა

წარმომადგენლები: ია------–--ლი, მა------------ია

 

მოპასუხე - ტა-----–----–უა

წარმომადგენელი - შო---------–----ია

 

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზ---------- რა--------------–----------- მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №4--3-.4-.2-- და №4--3-.4-.8-1) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და იმავე ქონების მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.2--- წლის 10------------- გაცემული №14-----45 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზ---------- რა--------------–----------- მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №4--3-.4-.2-- და №4--3-.4-.8-1) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა (დ-------------–--------------------------------------------------------–-–------------------).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, იგი არის 20---–-–----------------------–--–-ლი ჟე-------–--ას შვილიშვილის შვილი. მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დიდი ბებიის - ჟე-------–--ას სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოძრავი ნივთები - ,,ვაზა’’ და ბეჭედი მას აჩუქა მამკვიდრებელმა.

 

2----–-–----------------–-----------ლისათვის ცნობილი გახდა, რომ ჟე-------–--ას სამკვიდრო ქონება სადავო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მთლიანად გადაუფორმებია მოპასუხე ტა-----–----–უას, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჟე-------–--ას ჰყავდა შვილები: ავ--------–----–--ა და ტა-----–----–უა.

 

ავ--------–----–--ას შვილია მოპასუხე ტა-----–----–უა (დაბადების თარიღი - 01.0-.1--- წელი), ხოლო ჟე-------–--ას მეორე შვილს - ტა-----–----–უას შეეძინა შვილი - ნო---------–უა, რომლის შვილია მოსარჩელე ან-----–--ა.

 

ამდენად, მოსარჩელე ან-----–--ა არის ჟე-------–--ას შვილიშვილის შვილი, მოპასუხე ტა-----–----–უა კი - შვილიშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ტა-----–----–უას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19);

-ავ--------–----–--ას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 69);

-მოპასუხე ტა-----–----–უას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 68);

-ნო---------–უას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17);

-მოსარჩელე ან-----–--ას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.1.2.ჟე-------–--ას შვილებიდან პირველად 19---–-–----------------------------–---–ა ტა-----–----–უა, ხოლო შემდეგ, 19---–-–-----------ლს - ავ--------–----–--ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 20);

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 66);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.1.3. 1----–--–------დაცვლილი ტა-----–----–უას შვილი (მოსარჩელის მამა) - ნო---------–უა გარდ--–---–-------–-–--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.1.4.ჟე-------–--ა გარდაიცვალა 2007 წლის 10 იანვარს ქ------------–-- მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილიშვილი - მოპასუხე ტა-----–----–უა და შვილიშვილის შვილი - მოსარჩელე ან-----–--ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ტა-----–----–უას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19);

-ავ--------–----–--ას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 69);

-მოპასუხე ტა-----–----–უას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 68);

-ნო---------–უას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17);

-მოსარჩელე ან-----–--ას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 20);

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 66);

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.1.5.ჟე-------–--ას გარდაცვალებისას დარჩა ზ---------- რა--------------–----------- მდებარე 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-04.06.2--- წლის საარქივო ცნობა (ს.ფ. 23);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმის განხილვით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის ჟე-------–--ას დაკრძალვის ხარჯები გაიღო მოპასუხე ტა-----–----–უას ოჯახმა და ამ პროცესში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. ჟე-------–--ას გარდაცვალებიდან 06 თვის განმავლობაში ტა-----–----–უა სრულად დაეუფლა ბებიის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე - ზ---------- რა--------------–-----------, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბებიის გარდაცვალების დღიდან დღემდე ჟე-------–--ას სახელზე აღრიცხულ ქონებას ფლობს და სარგებლობს იმავე მისამართზე მცხოვრები მოპასუხე ტა-----–----–უა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-გამგებლის წარმომადგენლის 10.07.2--- წლის №173 ცნობა (ს.ფ. 67);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.2.როგორც ჟე-------–--ას კანონისმიერმა მემკვიდრემ, მოპასუხე ტა-----–----–უამ 10.0-.2--- წლის №14-----45 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 17.0-.2--- წელს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა სამკვიდრო უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №4--3-.4-.2-- და №4--3-.4-.8-1).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-04.06.2--- წლის საარქივო ცნობა (ს.ფ. 23);

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 26);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.3.ან-----–--ას ბებიის - ჟე-------–--ას გარდაცვალებამდე და მის შემდგომაც სამკვიდროს მისამართზე - ზ---------- რა--------------–----------- არ უცხოვრია. იგი დაიბადა ქ-----------–- და დღეის მდგომარეობით ცხოვრობს ქ---------–--

 

მოსარჩელეს ბებიის გარდაცვალებიდან 06 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის, ასევე არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-მოსარჩელე ან-----–--ას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 27.06.2----–-–--------------–--------------------

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ პირის გარდაცვალება იწვევს ისეთ სამართლებრივ შედეგს, როგორიცაა სამკვიდროს გახსნა და მემკვიდრეობის მიღება, რასაც არეგულირებს მემკვიდრეობის სამართალი, რომელიც კერძო ხასიათის ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს კანონმდებლობაში, რისი უპირველესად დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ½ წილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა სწორედ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი წარმოადგენს ნ-----–-----------ს შვილიშვილს, პირველი რიგის მემკვიდრეს და რომ უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრება გახდა სადავო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 13-6-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 13-7-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.

 

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჟე-------–--ა გარდა-–---–-------–--–- წელს. ამ პერიოდისათვის ცოცხლად დარჩენილია პირველი რიგის მემკვიდრეები შვილიშვილის შვილი - მოსარჩელე ან-----–--ა და შვილიშვილი მოპასუხე ტა-----–----–უა.

 

6.2.საქართველოს კონსტიტუციის 4--ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე შესაფასებელია მხარეთა მხრიდან სამკვიდრო ქონებისადმი დამოკიდებულება, მისდამი ინტერესის არსებობა-არარსებობა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მოხმობილ იქნეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმები:

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

 

დადგენილია, რომ 10.01.2----–-ლს ჟე-------–--ას გარდაცვალების მომენტისათვის მის დანაშთ სამკვიდროს შეადგენდა ზ---------- რა--------------–----------- მდებარე უძრავი ქონება, რაზეც 2--- წლის 10------------- გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა ტა-----–----–უას სახელზე და რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა მოსარჩელემ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მემკვიდრის (მოსარჩელის) მიერ სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება. სამკვიდროს მიღების წესი კი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 14-1-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. იმავე კოდექსის 14-4-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიული დანაწესის სახით ადგენენ დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსის მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრეს უფლება აქვს სამკვიდრო მიღების ორი ალტერნატიული გზით: განცხადებით მიმართოს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოს ანდა დაეუფლოს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ან მართოს იგი.

 

დადგენილი ვადის (6 თვის) გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, მას წარმოშობს სამკვიდროს მიღება, როგორც ცალმხრივი გარიგება. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. მემკვიდრეობის უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება ზემოაღნიშნული ორი წესით. მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში აყენებს. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არ ნიშნავს ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას, სამკვიდროს ე.წ. ფორმალურ დაუფლებას, არამედ იგი მოიაზრებს მემკვიდრის მიერ ქონების როგორც მისი საკუთარის, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დაუფლებას, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე ეკისრება (---------------–--------------------------–---------–-------–-----------------------------–--------–--–---

 

ასევე, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი, რომლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმის და 14-1-ე მუხლის ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დღიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი 14-1-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღებს მემკვიდრეობას. შესაბამისად, მხოლოდ ამ პირობებში, სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეს (მოსარჩელეს) აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს სწორედ მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მან მიუთითა, რომ მისი მხრიდან მემკვიდრეობის მიღების ფაქტი გამოიხატა იმაში, რომ მამკვიდრებლისაგან საჩუქრად მიიღო ,,ვაზა’’ და ბეჭედი, თუმცა არც ეს გარემოება დასტურდება უტყუარად საქმის განხილვით. უფრო მეტიც, თუნდაც მოსარჩელის მხრიდან დადასტურებულიყო აღნიშნული ფაქტი, სასამართლოს მოსაზრებით იგი არ შეიძლება გაგებულ იქნეს მემკვიდრეობის მიღებად, რადგან ჩუქება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის გამომხატველია, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლისა და კავშირში არ არის მემკვიდრეობის მიღების საკითხთან.

 

მოსარჩელისაგან განსხვავებით მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოწმეები და გამგებლის წარმომადგენლის ცნობა, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზ---------- რა--------------–----------- მდებარე ჟე-------–--ას დანაშთ უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მოპასუხე ტა-----–----–უა, რაც აისახა კიდეც სადავო სამკვიდრო მოწმობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ან-----–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------- რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა