განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/12–2018) 090100118002468497
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. ამბროლაური
ა-------–------------------–----------თლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე
პროკურორი - ზ------–--–----------
ბრალდებული - დ------------------
ადვოკატი - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ დ------------------ მიმართ
მამის სახელი: ა-–-----
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
ნასამართლობა: არ მქონე;
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–----------–----–-----------------–---------------–--------–--
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–----------–----–-----------------–---------------–--------–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111–187–ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.დ--------–---------------------- 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე, ამ------–-------------–----–----------------–-----––----ოციალური ქსელში მიმოწერისათვის განაწყენებულმა, მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე – შ--------------–---- რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.დ------------------ ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 13 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.191–195).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.სსიპ ლ----------------–--------–----- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 აპრილის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე შ--------------–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლერლად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.126–128).
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–-------------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, ზ------------------ მიერ, 2018 წლის 21 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ დ------------------ მიერ შ--------------–---- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მსხვერპლი, შ--------------–--- გარიდებული იქნა მოძალადისაგან (ს.ფ.51–52);
7.დაზარალებულ შ--------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ დ--------–---------------------- 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე, ამ------–-------------–----–----------------–-----––----ოციალური ქსელში მიმოწერისათვის განაწყენებულმა, ბარძაყის არეში ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა, რამაც მისი ფიზიკური ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და დაუმსხვრია დედის მიერ ნაყიდი 270 ლარად ღირებული ,,ჰუავეის“ მარკის მობილური ტელეფონი (ს.ფ.37–39);
8.მოწმე მ---------------- (ბრალდებულის ბიძაშვილი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დ------------------ პირველი ქორწინებიდან ჰყავს 7 წლის შვილი – ს---------------, შ--------------–---- ყვირილის გამო გადავიდა დ------- სახლში, სადაც გაიგო, რომ ნაჩხუბრები იყვნენ. დ-----ს უცემია შ------- ეჭვიანობის გამო და დაუმტვრევია მისი მობილური ტელეფონი (ს.ფ. 74–75);
9.მოწმე თ-----------------ს (ბრალდებულის დედა) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დ------------------ ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა მეუღლე შ--------------–---- დაუმტვრია ტელეფონი, ძალით წააძრო ხელიდან ბეჭედი, ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი აღარ იყო და მოუწოდებდა წასვლისაკენ (ს.ფ. 82–85);
10.2018 წლის 23 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ დ------------------ დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე (ს.ფ.95–98);
11.შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 112 –საგან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიეწოდა შეტყობინების გზით, რომ ა-------–---------------–----------–-----––ი, დ------------------ ოჯახში ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. შეტყობინების ინიციატორია ვ---------–-------–---–- (ბრალდებულის სიდედრი), რის გამოც, 22 აპრილს, 02 საათსა და 10 წუთზე დაკავებული იქნა დ----- ჯ--------- (ს.ფ.2; ს.ფ.53–58);
12.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის განჩინებით, ა-------–------------------–----------თლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინება, ბრალდებულ დ------------------ მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ნაწილში გაუქმდა და გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში (ს.ფ.131–147)
12.დ------------------ მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 24 აპრილის არასრულწლოვანი მოწმის – ს---------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 22 და 23 აპრილის ბრალდებულ დ----- ჯ---------- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით ნათესავის დაკავებაზე სატელეფონო შეტყობინების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით არასრულწლოვანის გამოკითხვის შეუძლებლობის შესახებ, 2018 წლის 23 აპრილის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაოაბაზე, 2018 წლის 22 აპრილის ოქმით არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით (მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამცავი და ხუფი, მობილური ტელეფონის ელემენტი, თმის სამაგრის ნატეხები, დაზარალებულის შარვალი), 2018 წლის 23 აპრილის ცნობებით დ------------------ ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, 2018 წლის 23 აპრილის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან დ------------------ შესახებ, 2018 წლის 25 აპრილის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან დ------------------ შესახებ, 2018 წლის 21 აპრილის ფორმა N1–თ, დ------------------ ფორმა N1–თ, შ------- მ-----–---- ფორმა N1–თ, ინფორმაციით ბავშვის შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2018 წლის 22 აპრილის დ------------------ განცხადებით სამედიცინო ისტორიის ამოღების შესახებ, 2018 წლის 22 აპრილის დ------------------ ფორმა N100–თ, 2018 წლის 22 აპრილის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების ბარათით, 2018 წლის 22 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 23 აპრილის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 24 აპრილის დადგენილებით საპროცესო წარმოამდგენლის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 3 მაისის განჩინებით დ------------------ შესახებ, 2018 წლის 4 მაისის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ, 2018 წლის 23 მაისის ადვოკატის მიმართვით და თანდართული მასალებით გირაოს სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავი, რომელშიც სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც შედის, აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის. ამ თავის 187–ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. დადგენილია, რომ დაზარალებულ შ--------------–---- მობილური ტელეფონის ღირებულება აღემატებოდა 150 ლარს, რის გამოც განიცადა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
15.ბრალდებულმა დ------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა დ------------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
15. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------------------, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 187–ე მუხლის პირველი ნაწილით
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
14. დ------------------ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
15. დ------------------ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის ოჯახის, მცირეწლოვანი შვილისა და ხანდაზმული დედის ერთადერთი მარჩენალი.
სასჯელის დასაბუთება:
16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ------------------ ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ------------------ მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არის შეუბღალავი წარსულის მქონე, მოხუცი დედისა და არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დ------------------ მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული დ----- ჯ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 – 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია)- თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111– 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ------------------ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
2.მსჯავრდებულ დ------------------ სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აპრილის 02 საათისა და 10 წუთიდან, 2018 წლის 3 მაისის ჩათვლით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ დ------------------ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ დ------------------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ა-------–------------------–----------თლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ დ------------------ მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად ლ--–------------–---------------------- სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას – საცხოვრებელ სახლსა მიწის ნაკვეთს, მდებარე ა-------–-------------------------–---------–-------თი – 0--- დაზუსტებული ფართობი 1------ კვადრატული მეტრი, შენობა–ნაგებობის საერთო ფართი – 251.23 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N8------------
5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის დამცავი და ხუფი, მობილური ტელეფონის ელემენტი, თმის სამაგრის ნატეხები, დაზარალებულის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ შ------- მ-----–-----
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი