განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
240100118002484279
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002484279 №1/44

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25.06.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვ------------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ი-------------

დაბადებული: 15.12.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 2----------

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: მარტვილის რაიონი, სოფელი კ-–--

გარეშე პირი - ვ-–------–--------

ადვოკატი - ნ------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 2000 საათზე, მარტვილის რაიონის სოფელ კ-–--ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-------------მ, ადრე არსებული უკმაყოფილების გამო, თავის საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა ოჯახში არსებული სანადირო თოფი, რომელიც დაუმიზნა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მცხოვრებ მის მეუღლეს ლ----------------ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თოფს გადაეფარა მათი არასრულწლოვანი შვილი სალომე ნარსია, რის გამოც ი-------------მ თოფი შეინახა და წავიდა სახლიდან.

 

2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 2130 საათზე, მარტვილის რაიონის სოფელ კ-–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ი-------------მ მეუღლეს, ლ----------------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინა და სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგად ლ----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ბრალდებულმა ი-------------მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი-------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ი-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6. ი-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს.

 

7. ი-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

10. ბრალდებულ ი-------------ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

11. ჩადენილი დანაშაულების ხერხის და ხასიათის გათვალისწინებით ი-------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ორჯერ სხვადასხვა დროს განხორციელდა ორი დანაშაულებრივი ქმედება, დაზარალებულის მხრიდან აღნიშნული ქმედებები აღქმული იქნა რეალურად, საფრთხე შეექმნა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განიცადა ფიზიკური ტკივილი და მორალური დამცირება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე მუხლით, სსსკ-ის 81-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ი 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი-------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ი------------- დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.

 

3. ი-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 02 მაისიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით.

 

4. გაუქმდეს მსჯავრდებულ ი-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს დაზარალებულის თანხმობის გარეშე, ბრალდებულის დაზარალებულსა და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოების აკრძალვა.

 

5. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით გირაოს თანხის 5 000 ლარის სანაცვლოდ კ---------------–--ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე - მდებარე მუნიციპალიტეტი მარტვილი, სოფელი კ-–--, საკადასტრო კოდით 41.18.38.1--, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. ი------------- მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც დაევალოს შსს სენაკის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

7.1 ერთლულიანი სანადირო თოფი და 8 ცალი ვაზნა გადაეგზავნოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს, შემდგომი რეაგირების მიზნით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე