განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
060100118002386865
დავის ტიპი
126
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/50-18

№050240218001

 

17 მაისი , 2018 წელი ქ.სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–--–--------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ტ------–-----------------–------------------------------–--------–-–------------–------------------------------------–----------------------------------–-----–------

 

ადვოკატი: თე------–---ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ტა-----–--–-------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120 ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ სა-–-----ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ტა-----–--–-------------ძეს, დედობილთან 78 წლის შ---------------ან, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეძლო, ყოფით საკითხთან დაკავშირებით მოუვიდა კონფლიქტი. მომხდარით განაწყენებულმა ტა-----–--–------------ძემ ლითონის სკამის, შეშის ნაჭრის, იატაკის საწმენდი ჯოხის სროლის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მორტყმის გზით ძალადობა განახორციელა უმწეო მდგომარეობაში მყოფ შ----------ძის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ტა-----–--–-------------ძემ ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ სა-–-----ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ტა-----–--–-------------ძე, მომხდარი კამათით განაწყენების ნიადაგზე, დედობილს 78 წლის შ----------ძეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შ----------ძეს ტა-----–--–-------------ძის სიმთვრალის და უმწეო მდგომარეობაში ყოფნის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.სასამართლოს დასკვნა ტა-----–--–-------------ძის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შ----------ძის გამოკითხვის ოქმს, ლა–-------–---ძის გამოკითხვის ოქმს, გ----------------ის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ტა-----–--–-------------ძის მიერ ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ტა-----–--–-------------ძეს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120 ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; აგრეთვე ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ტა-----–--–-------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120 ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ტა-----–--–-------------ძემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ტა-----–--–-------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, იგი ფსიქიკური ნაკლის მქონეა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ტა-----–--–-------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ტა-----–--–-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;

 

ტა-----–--–-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ტა-----–--–-------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ტა-----–--–-------------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ტა-----–--–-------------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სკამი და იატაკის საწმენდი ჯოხი, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო შეშის ნაჭერი, რაც ასევე ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე