გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002339269
№2/981-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი 2018 წელი
ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - შპს „ონ-–------------ი“
წარმომადგენელი- ქრ------ა ქო----–--ე
მოპასუხე - გი-----ი ცე–--–--ე
დავის საგანი -სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გი-----ი ცე–--–--ეს შპს „ონ-–------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2000 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა-400 ლარი, პირგასამტეხლო -1600 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
გი-----ი ცე–--–--ემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და აღნიშნა, რომ მას მოსარჩელის მიმართ შესრულებული აქვს ვალდებულება. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ონ-–------------ს“ და გი-----ი ცე–--–--ეს შორის, 2016 წლის 11 აგვისტოს, გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაცემული იქნა სესხი 400 ლარის ოდენობით, 31 დღის ვადით.
3.1.2. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირითადი თანხა დაებრუნებინა 31 დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან (11/09/2016) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირითადი თანხის 2%, ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე 50 ლარი, ოცდაათ დღემდე 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ვალდებულება არ შეუსრულებია. მისი განმარტებით, 2016 წლის 12 სექტემბერს, ხელშეკრულებით დადგენილი 31 დღიანი ვადის დაცვით, დაფარა სესხად აღებული თანხა, 403.85 ლარის ოდენობით. შესაბამისად, არც ძირითადი თანხის და არც პირგასამტეხლოს დავალიანება არ ერიცხება. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი
- გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, მსესხებელმა დაფარა აღნიშნული დავალიანება დადგენილ ვადაში და დადგენილი ოდენობით. ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს მოპასუხემ, 2016 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდით, ისესხა 400 ლარი. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ ვალდებულება არ შესრულდა. მან წარმოადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად 2016 წლის 12 სექტემბერს, გი-----ი ცე–--–--ემ შპს „ონ-–------------ს“ გადაუხადა 403.85 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.
6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ შეასრულა ვალდებულება და დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, ვალდებულების შესრულების ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ონ-–------------ის“ სარჩელი გი-----ი ცე–--–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე