განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
140100118002427629
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002427629

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/158-18 15 ივნისი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–--ს,ადვოკატ - მ--- გ-------–-–---–ის,ბრალდებულ - ე---------- ხ-----------–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028080318001 საქმე ე---------- ნ-----–------ ასული ხ-----------–ის (დაბადებული 198- წლის 2------------, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: კასპის რაიონის სოფელ ნ---–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ე---------- ხ-----------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; მანვე ჩაიდინა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 მარტს, ღამის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ნ---–- მდებარე ე---------- ხ-----------–ის საცხოვრებელ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას ე---------- ხ-----------–მა ყოფილ მეუღლეს - დ-------- დ---–-–---–ს და ასევე გ--------- ჯ-------ს ხის ჯოხი განზრახ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ე---------- ხ-----------–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ე---------- ხ-----------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ტანსაცმლის ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ე---------- ხ-----------–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ე---------- ხ-----------–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც პრეტენზია არ გააჩნიათ მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, ე---------- ხ-----------–ს, საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე---------- ხ-----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ე---------- ხ-----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ე---------- ხ-----------–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ ე---------- ხ-----------–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ე---------- ხ-----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის №12/10-18 განჩინებით დაყადაღებულ, მ--- ხ-----------–ის (პირადი №2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობით 1484.90 კვ.მ. და მასზე განთავსებულ შენობას, შენობის განაშენიანების ფართი 57.75 კვ.მ, მდებარე კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნიაბი, საკადასტრო კოდი 6-.----------

5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ხის ჯოხი და სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე