განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2018
საქმის ნომერი
090100118002464272
დავის ტიპი
303 1
თარიღი
29.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/10–2018) 090100118002464272

განაჩენი

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ამბროლაური

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

პროკურორი - ზ------–--–----------

ბრალდებული -გ--------------

ადვოკატი - მ------------------

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

ბრალდებულ გ-------------- მიმართ

მამის სახელი: გ-------;

დაბადებული: 0----------–--–--

დაბადების ადგილი: ს----------–----------------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–---

პირადი ნომერი:------------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

რეგისტრირებული: ქვეყანა-ს----------–--- რაიონი ზ------------------–-------------------------–------------------–-------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--- რაიონი ზ------------------–-------------------------–------------------–-------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

1. გ------- ჩ----მ, 2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, ო--------------------–----- სატყეოს N1 სამცველოს მე–17 კვარტალის მე–14 ლიტერში, უკანონოდ მოთხარა ნაძვის ჯიშის 500 ნერგი, რითაც გარემოს მიადგა 11 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 15 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.154–157).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის ნაძვის ჯიშის მცენარის უკანონო მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებით, ა-------–-------------–----–----------------–------–----------იმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილი, მოქალაქე გ-------------- მიერ ამბროლაურის სატყეო უბნის შოვის N1 სამცველოს კვარტალ 17–ში, ლიტერ 14–ში, ნაძვის ჯიშის 500 ძირი მცენარის უკანონოდ ამოძირკვით გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 11 000(თერთმეტი ათასი) ლარს (ს.ფ.60).

 

5. გ------- ჩ----მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და განაცხადა, რომ ჰყავს სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფი მეუღლე, სამი შვილი, რომელთა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს. ითხოვა პატიება მომხდარის გამო.

 

6. გ-------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ი-----–------–---–-- 2018 წლის 12 აპრილის გამოკითხვის ოქმით; მოწმე ი-----–------–---- 2018 წლის 12 აპრილის გამოკითხვის ოქმით; მოწმე გ------- ბ----–---–-- 2018 წლის 12 აპრილის გამოკითხვის ოქმით; მოწმე ი----------–---–-- 2018 წლის 13 აპრილის გამოკითხვის ოქმით; მოწმე ე-–---------------- 2018 წლის 13 აპრილის გამოკითხვის ოქმით; მოწმე გ-----–--–---- 2018 წლის 14 მაისის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ-------------- 2018 წლის 20 აპრილისა და 04 მაისის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 20 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; 2018 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით; 2018 წლის 24 აპრილის წერილით პ--------------------- რწმუნების მინიჭების შესახებ; 2018 წლის 25 აპრილის პ--------------------- უფლებების განმარტების ოქმით; ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ბრალდებულთან და დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით: გ-------------- დახასიათებით, ქორწინების მოწმობით, ცნობით გ-------------- მეუღლის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის ოქმით გ--------------თან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შესახებ; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, 19 ცალ პოლიეთილენის ტომარაში, N3---- ლუქის ბეჭდით დალუქული ნაძვის ჯიშის 500 ცალი ნერგით; 2018 წლის 14 მაისის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გ-------------- შესახებ; 2018 წლის 17 აპრილის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ-------------- შესახებ; ინფორმაციით გ-------------- შესახებ; 2018 წლის 19 აპრილის ცნობით გ-------------- ნასამართლობის შესახებ; 2018 წლის 19 აპრილის ცნობით გ-------------- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის ოქმით ნაძვის ჯიშის 500 ცალი ნერგის ამოღების შესახებ; 2018 წლის 12 აპრილის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით –ფორმა N1; 2018 წლის 11 აპრილის ამბროლაურის რაიონული პროკურატურიდან შემოსული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით გ-------------- მიმართ; 2018 წლის 13 აპრილის ამბროლაურის რაიონული პროკურატურიდან დამატებით შემოსული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით გ-------------- მიმართ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით ამ მიმართვებზე; 2018 წლის 13 აპრილის შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ; 2018 წლის 25 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 4 მაისის დადგენილებით გ-------------- ბრალდების შესახებ; 2018 წლის 4 მაისის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ; 2018 წლის 4 მაისის ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ------- ჩ----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ჩ----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

9. გ-------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

10.გ-------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ოჯახური მდგომარეობა (არის ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე, დაოჯახებული, კმაყოფაზე ჰყავს მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე, მეუღლე და სამი შვილი), დადებითი დახასიათება, შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

11. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - პატიმრობა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობა, რომ კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, სამი შვილი, რომელთა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------- მიერ ჩადენილი ქმედება არ არის თავისუფლების აღკვეთის სახით ამ კატეგორიის დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის პირობებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“ როგოც აღინიშნა სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება ბრალდებულ გ-------------- მიმართ გამოყენებული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, პროპორციული იქნება იმ მიზნის, რასაც დამნაშავის რესოციალიზაცია მოიცავს, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნებსა და ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებების მოთხოვნებს შორის.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ------- ჩ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

2.გაუქმდეს გ------- ჩ----- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -გირაო.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 19 ცალ პოლიეთილენის ტომარაში N3---- ლუქის ბეჭდით დალუქული ნაძვის ჯიშის 500 ცალი ნერგი, რომელიც ჩაბარებული აქვს ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულში ი-----–------–---–-, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს რ-----–------------------------ნეთის სატყეო სამსახურს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი