გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2018
საქმის ნომერი
100310018002384065
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002384065

საქმე №3/14-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26.06.2018 წელი ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--- კუ----ი, ლა–- ბე----ე.

მოპასუხეები: ონ--- ღუ------–---–ი, მა----- მა-----–---–ი, თე------- ჭი----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.2018 წლის 30 მარტს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ (ს/კ 2--------) სამოქალაქო სარჩელით მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ონ--- ღუ------–---–ის, ამ----- გი--------ს, ან------ ზა------ს, ე-- ზა------ს, თე--------- თო-----ს, ნ--- ჭი----ის, გი------ მა-----–---–ის, აკ--- სა----–---ს, თე------- ჭი----ის, მთ------- გო-----–---–-ს, ზაზა გე-–-------ს, ზვ----- მო-------ს, დი–---- კუ----ის, ივანე მა-----–---–ის, მა----- მა-----–---–ის, მიმართ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

მოსამზადებელ ეტაპზე ზოგიერთ მოპასუხესთან განხორციელდა მორიგება, ზოგიერთმა მოპასუხემ გადაიხადა მოსაკრებელი, რის გამოც სარჩელზე უარის თქმისა და დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოება შეწყდა. საბოლოოდ მოცემული სარჩელის დავის ფარგლებში მოპასუხეებად დარჩნენ ონ--- ღუ------–---–ი(პ/ნ3----------), მა----- მა-----–---–ი(პ/ნ3----------) და თე------- ჭი----ე(პ/ნ 3----------), შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ონ--- ღუ------–---–ს დაეკისროს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოპასუხე მა----- მა-----–---–ს დაეკისროს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა 225 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოპასუხე თე------- ჭი----ეს დაეკისროს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა 161 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2013 წლის 25 იანვრის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N3 დადგენილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნა დასუფთავების მოსაკრებელი. შესაბამისად იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები გაფრთხილებული იყვნენ მოსაკრებლის გადახდის თაობაზე. იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს ქვითრები ეძლევა ყოველთვიურად, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის შესაბამის ანგარიშზე იხდიან მოსაკრებელს. მიუხედავად გაფრთხილებისა მოსაკრებელი გადახდილი არ აქვს ონ----ე ღუ------–---–ს (2016 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე), მა----- მა-----–---–ს(2014 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 მარტამდე), თე------- ჭი----ეს (2015 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე).

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ დარიცხული ადგილობრივი მოსაკრებელი.

 

2. მოპასუხეთა პოზიციამ

 

2.1. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები მა----- მა-----–---–ი და თე------- ჭი----ე არ გამოცხადებულან, თუმცა მათ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. ონ----ე ღუ------–---–ი გამოცხადდა სხდომაზე წარმოადგინა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დოკუმენტი მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად მან განმარტა, რომ მას არავითარი საქმიანობა არ განუხორციელებია 2016 წლის პირველი იანვრიდან, რის გამოც მას არ ეკუთვნის მოსაკრებლის გადახდა. იგი კ--------- ქუჩაზე საქმიანობას არ ახორციელებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე ონ--- ღუ------–---–ი ს/კ 3---------- რეგისტრირებულია 2003 წლის 8 მაისს იურიდიული მისამართი საჩხერის რაიონი სოფელი მ--------.

 

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე თე------- ჭი----ე ს/კ 3---------- რეგისტრირებულია 2015 წლის 12 თებერვალს იურიდიული მისამართი საჩხერის რაიონი სოფელი სპეთი.

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე მა----- მა-----–---–ი ს/კ 3---------- რეგისტრირებულია 2003 წლის 02 აპრილს. იურიდიული მისამართი საჩხერის რაიონი სოფელი სპეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.27,46,60);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.2. 2018 წლის 22 მარტს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილება ადასტურებს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების მქონე აბონენტებს სადაც მითითებულები არიან მოპასუხეები: ინდ. მეწარმე ონ--- ღუ------–---–ი ს/კ 3----------. მას დავალიანება აქვს 80 ლარი საქმიანობას ახორციელებს ქ.საჩხერე კ--------- ქუჩაზე, ინდივიდუალური მეწარმე თე------- ჭი----ე ს/კ 3---------- მას დავალიანება აქვს 161 ლარი საქმიანობას ახორციელებს ქ.საჩხერე გ----------–-- ქუჩაზე ინდივიდუალური მეწარმე მა----- მა-----–---–ი ს/კ 3---------- მას დავალიანება აქვს 225 ლარი. საქმიანობას ახორციელებს ქ.საჩხერე გ----------–-- ქუჩაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ზედამხედველობის სამსახურის დოკუმენტი(ს.ფ.25-26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით) მოქალაქე ონ----ე ღუ------–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად 2016-2017 წლების სასემოსავლო წლიური დეკლარაციები წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა (იხ. ს.ფ. 199-200 );

- მხარეთა განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მა----- მა-----–---–ს უნდა დაეკისროს 225 ლარის გადახდა ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის“ სასარგებლოდ . თე------- ჭი----ეს უნდა დაეკისროს 161 ლარის გადახდა ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის“ სასარგებლოდ, ხოლო ონ----ე ღუ------–---–ის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონი, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N3 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

.

6.2. ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად

ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 25 იანვარს მიღებული იქნა N3 დადგენილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ(შემდგომში დადგენილება ან ინსტრუქცია).

 

6.3. ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე6-მე-8 პუნქტების ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.

 

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად

დადგენილია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

6.4.დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრა N2 დანართის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, სადაც მოსაკრებელი გამოითვლება სამეწარმეო საქმიანობის სახეობისა და დაკავებული ფართის მიხედვით.

 

ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმე თე------- ჭი----ესს/კ 3---------- დავალიანება აქვს 161 ლარი საქმიანობას ახორციელებს ქ.საჩხერე გ----------–-- ქუჩაზე ინდივიდუალურ მეწარმე მა----- მა-----–---–ი ს/კ 3---------- დავალიანება აქვს 225 ლარი. საქმიანობას ახორციელებს ქ.საჩხერე გ----------–-- ქუჩაზე.

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

ინსტრუქციის პირველი მუხლის შესაბამისად წესი აწესრიგებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება -მოვალეობებს. მოსაკრებლის გადამხდელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.

 

6.5. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით) მოქალაქე ონ----ე ღუ------–---–ის მიერ 2016 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად 2016-2017 წლების საშემოსავლო წლიური დეკლარაციები წარმოდგენილი არ აქვს.

 

მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე დარიცხულ მოსაკრებელს. 2016 წლის 1 იანვრიდან ინდივიდუალური მეწარმე ონ----ე ღუ------–---–ი ვერ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობის განმხორციელებელ პირად, ვერ ჩაითვლება ნარჩენების წარმომქმნელ სამეწარმეო სუბიექტად, რის გამოც საჩხერის მუნიციპალიტეტის სარჩელი ონ----ე ღუ------–---–ის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს

მოსარჩელე ინდ . მეწარმე მა----- მა-----–---–ისაგან ითხოვს 2014 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 მარტამდე დარიცხულ მოსაკრებელს. მოსარჩელე ინდ. მეწარმე თე------- ჭი----ისაგან ითხოვს 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე დარიცხულ მოსაკრებელს. ამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მითითებულ პერიოდში აღნიშნული მეწარმეები წარმოადგენენ ნარჩენების წარმომქმნელ სამეწარმეო სუბიექტებს.

6.6. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N79 დადგენილებით დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესაბამისად მოსაკრებლის ბაზის დადგენას და წინადადებების მომზადებას ახორციელებს ზედამხედველობის სამსახური.

 

2018 წლის 22 მარტს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილება ადასტურებს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების მქონე აბონენტებს .

 

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სარჩელი ონ----ე ღუ------–---–ის მიმართ უსაფუძვლოა, ხოლო თე------- ჭი----ისა და მა----- მა-----–---–ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი მა----- მა-----–---–ი, ონ----ე ღუ------–---–ის და თედაოზ ჭი----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მა----- მა-----–---–ს ს.ს.იპ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს 225 (ორასოცდახუთი) ლარის გადახდა

 

1.2. თე------- ჭი----ეს ს.ს.იპ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს 161(ასსამოცდაერთი) ლარის გადახდა

 

1.3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ონ----ე ღუ------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მა----- მა-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 6,75 (ექვსი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

 

3.თე------- ჭი----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 4,84 (ოთხი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი