განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივნისი 2018 წელი ქ. რ-------ი
რ-------ის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - ანა ადეიშვილი
დაცვის მხარე: ბრალდებული: თ--------------------ი, დაბადებული 1----–-–------------------------------, საშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------–--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ადვოკატი - ლელა მარიამიძე
თარჯიმანი - ეკატერინე ჩუბინიძე
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ნ------------ს მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე თ--------------------ი თანაცხოვრების პერიოდში, წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით კვირაში რამდენიმეჯერ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კი თითქმის ყოველდღე, რაც ნ------------ისთვის იყო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათიდან 10 იანვრის 00:12 საათამდე, ქ-------------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში თ--------------------მა თავის მეუღლეს ნ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო, უშვერი სიტყვებით. სიტუაციის და კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ნ------------ი გაერიდა მეუღლეს და დაწვა დასაძინებლად სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც მალევე ჩაეძინა და გაეღვიძა ტკივილისა და სუნთქვის უკმარისობით, რა დროსაც დაინახა საწოლთან მყოფი მეუღლე თ--------------------ი, რომელიც ორივე ხელით უჭერდა ყელზე ძლიერად. თ--------------------ის ქმედებების შედეგად ნ------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 10 იანვარს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რომლის თანახმად აღნიშნული ვადის განმავლობაში თ--------------------ს განესაზღვრა იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი - ნ------------ი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. თ---------- ბასოიანმა 23 იანვარს დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც 2018 წლის 23 იანვრის დადგენილებით რ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 02 (ორი) დღის ვადით.
2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე თ--------------------ი იყო რა ანალოგიური ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, დაარღვია მის მიმართ 2018 წლის 10 იანვრის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა ნ------------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------------------------–------------ში რა დროსაც ყოფილ მეუღლეს - ნ------------ს მოსთხოვა სახლში შეშვება და იქ ცხოვრება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დარღვევის შესახებ შეატყობინა პოლიციას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ნ------------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ბრალდებულ თ--------------------ის წინააღმდეგ.
3.2. მოწმე ე-–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--ში. არ იცნობს დაზარალებულ და ბრალდებულს. 2018 წლის 10 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომლის მიხედვითაც თ. უ-------მა ცოლს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და იმალებოდა 9------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა თანამშრომლებს. ამის შემდგომ ე-–-------------ი დაკავებული იქნა 9------ს ტერიტორიაზე. თ. უ-------ის დაკავებას თავად არ ესწრებოდა.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ო----------–--ის განმარტებით, იგი მუშაობს საპატრულო პოლიციაში, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. თ--------------------ს იცნობს სახეზე. ნ------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 09 იანვარს თავის მეწყვილე ომარ მახაურთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 12:00 საათზე, გვიან ღამე შევიდა შეტყობინება 112-ზე ოჯახურ ძალადობის ფაქტზე. მეწყვილესთან ომარ მახაურთან ერთად გამოცხადდა გამოძახების ადგილზე ქ. რ-------ში, რ-------ელის ქუჩა #26-ში. გამოძახების ინიციატორი იყო ქ-ნი ნ------------ი, რომელიც დახვდათ ადგილზე და განუცხადათ, რომ მისი მეუღლე - თ--------------------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. უშუალოდ იმ დღეს როდესაც ეძინა ყელში სწვდა და ახრჩობდა, ტკივილისგან და ჰაერის უკმარისობისგან გაეღვიძა. იქ ყოფნის პერიოდში, მანამ სანამ განუმარტავდნენ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს თ--------------------მა რამოდენიმეჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. მათ გააცალკევეს ერთმანეთისგან მოძალადე და მსხვერპლი, სხვადასხვა ოთახში გაიყვანეს. შედგა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლითაც აკრძალული იყო ნ------------ის საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ამის შემდგომ მათ არაერთხელ მოსთხოვეს თ--------------------ს დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდგომაც იგი წავიდა სახლიდან.
3.4. მოწმე ო--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. თ--------------------ს და ნ------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 09 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, 112-ზე შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ქ. რ-------ში, რ-------ელის ქუჩა #26-ში. მეწყვილესთან ო----------–--ესთან ერთად გამოცხადდა გამოძახების ადგილზე სადაც დახვდათ თ--------------------ი და ნ------------ი. ნ------------მა განაცხადა, რომ როდესაც ეძინა მისი მეუღლე მივიდა სახლში და ყელში მოუჭირა ხელი ძლიერად, ასევე სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, თ. უ-------მა მათი თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენა მეუღლეს ნ------------ს. მის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. თ--------------------ს აეკრძალა თავის მეუღლესთან ნ------------თან მიახლოება. მას განუმარტეს დეტალურად, მოვალეობები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ კი მან დატოვა ტერიტორია.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--ს მე-2 განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 10 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის საათებში, შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება, გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნანა ბასოინთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და დაკითხა მოწმის სახით. ნ------------ის განმარტებით მისმა მეუღლემ თ--------------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, საწოლში ძილის დროს ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა. შემდეგ შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, სავარაუდო მოძალადე თ--------------------ი მოძრაობდა ქ. რ-------ში, 9------ ქუჩაზე. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით თ. უ-------ი შეიძლებოდა მიმალულიყო, რის გამოც თანამშრომელ გ--------------სთან ერთად გავიდა ქ. რ-------ში, 9------ს ქუჩაზე, სადაც მოახდინეს თ--------------------ის დაკავება. თ--------------------ს ადგილზე განემარტა რის საფუძველზე ხდებოდა მისი დაკავება, ასევე განემარტა ბრალდებულის უფლებები. ოქმის შევსება დასრულდა პოლიციის განყოფილებაში, ასლი გადასცეს ბრალდებულს. ამის შემდეგ განჩინებით მოხდა თ--------------------ის ისტორიის ამოღება ფსიქიატრიულიდან. ასევე, დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი უფლებები. ს---------------–---–ს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის შემდეგ მონაწილეობა არ მიუღია საპროცესო ან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.
3.6. მოწმე გ--------------მ განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------- დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 10 იანვარს მუშაობდა ქ. რ---------------–-----------------–--ს მეორე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაუკავშირდათ მორიგე და შეატყობინათ, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. თანამშრომლისთვის ცნობილი გახდა, რომ პიროვნება, რომელიც საქმეში ფიგურირებდა იყო ქ. რ-------ში, 9------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და უნდა მომხდარიყო აღნიშნული პირის ნახვა. ადგილზე მისვლისას თ--------------------ის მხრიდან არანაირ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, მისი დაკავება მოხდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ქ. რ-------ში, 9------ს ქუჩის N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას გაქცევა რომც სდომოდა ვერ გაიქცეოდა. თავადაც მონაწილეობდა თ--------------------ის დაკავებაში. გამომძიებელ ს---------------–---–ის მიერ ბრალდებულს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. დაკავებას ესწრებოდა თარჯიმანი, დაკავების ოქმის შედგენა დასრულდა განყოფილებაში, ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------–-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------------–--------------–-------–-–--–-----------–-------------ის თანამდებობაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 27 იანვარი რომ თენდებოდა ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის მეწყვილე - ბექა ფურცაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ძველ რ-------ში, რ-------ელის ქუჩაზე შევიდა რადიოსადგურიდან შეტყობინება, რომ იყო ოჯახური კონფლიქტი. ადგილზე მისვლისას დახვდათ ბ-ნი თ----------ის მეუღლე, რომელმაც განუცხადათ, რომ თ--------------------ი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ძილში ცდილობდა მის გაგუდვას, ხელებს უჭერდა ყელზე. თ. უ-------ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მას აკრძალული ჰქონდა დაზარალებულთან მიახლოება და დაზარალებული ითხოვდა საპატრულო პოლიციისგან დახმარებას. სახეზე იყო შემაკავებელი ორდერის დარღვევა. თ. უ-------ი დაზარალებულის სახლში იმყოფებოდა, ნასვამ მდგომარეობაში და მეუღლის მიმართ გამოხატავდა აგრესიას. აღნიშნულ ფაქტზე მათ შეტყობინება გადასცეს კრიმინალურ პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის.
3.8. მოწმე ზ--------–--–---–მა განმარტა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--ს მე-2 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. თ--------------------ს და დაზარალებულ ნ------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 27 იანვარს ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე. გამომძიებელმა ლ-–------------–---–მა დაიწყო გამოძიება, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე სადაც დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ--------------------ი და ქალბატონი. თ. უ-------ი აგინებდა და იწევდა ქალბატონზე, ეუბნებოდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მათ აუხსნეს თ. უ-------ს, რომ იქ არ უნდა მისულიყო, რადგან ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. მათ მიერ მოხდა თ. უ-------ის დაკავება რომელიც გადაიყვანეს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. დაკავებას ესწრებოდა თარჯიმანი რადგან ბრალდებულმა არ იცოდა ენა. დაკავების ოქმი შეადგინა გამომძიებელმა. დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია, გარეთ არ გადიოდა, ამბობდა რომ ეს დეიდამისის სახლიც იყო და ჰქონდა უფლება ეცხოვრა. ზ--------–--–---–მა მხოლოდ დაკავებაში მიიღო მონაწილეობა.
3.9. მოწმე ლ-–------------–---–ის განმარტებით იგი მუშაობს რ---------------–-----------------–--ს მეორე განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 27 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 04:00 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, სადაც ნანა ბასოაინი აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ თ--------------------მა განმეორებით დაარღვია შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რის შემდეგაც გავიდა მისამართზე ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ------ში, თავის თანამშრომელ ზ--------–--–---–თან ერთად. ბინა იყო პირველ სართულზე. როდესაც მისამართზე მივიდა თ--------------------ი იმყოფებოდა სახლში, ასევე იმყოფებოდნენ ნ------------ი და პატრულის თანამშრომლები. თ. უ-------ი აცხადებდა, რომ სახლი იყო მისი და არსად არ გავიდოდა. ვინაიდან მას დარღვეული ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, იგი დააკავა ლ. მინდორაშვილმა, გააცნო მისი უფლებები, განუმარტა დაკავების საფუძველი, ამის შემდეგ გადაიყვანა პოლიციის მეორე განყოფილებაში, შესთავაზა სამედიცინო დახამრება, რაზედაც თ. უ-------მა განაცხადა უარი. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები არ აქვს ჩატარებული.
3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--ს მე-2 განყოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. თ--------------------ს და ნ------------ს იცნობს სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. აღნიშნულ პირზე იყო ორი საქმე, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა. აღნიშნულ საქმეზე მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მისული იყვნენ გამოძახებაზე და უშუალოდ იყვნენ ფაქტის თვითმხილველები და შემსწრეები. ასევე გამოკითხული ჰყავს გამომძიებელი ს--------------–---–ი, ზ--------–--–---–ი, ასევე დაზარალებულს გააცნო დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განუმარტა უფლებები და დაზარალებულის სახით გამოკითხა ქ-ნი ნ------------ი, რომელსაც გამოკითხვის ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, გაეცნო გამოკითხვის ოქმს და მოაწერა ხელი. ნ------------ი დაზარალებული რომ იყო ამას უდავოდ აღნიშნავდა და თავს დაზარალებულად ცნობდა. ასევე, მან ბრალდებულს თ. უ-------ს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, განუმარტა მისი უფლებები და გამოკითხვა. დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა უ-------თან დაკავშირებით. გაგზავნილი აქვს სხვა და სხვა მიმართვის წერილები სს საქმესთან დაკავშირებით.
3.11. გამოძიების დაწყების ბარათის მიხედვით (ს.ფ 1) რ---------------–-----------------–--ს მეორე განყოფილებაში 10.01.2018 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ 2018 წლის 09 იანვარს ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ--------- -ში თ--------------------მა მის მეუღლეს-ნ------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემური ხასიათი.
3.12. 2018 წლის 10 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით (ს. ფ 6-16) რ---------------–-----------------–--ს მე-2 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელ ს---------------–---–ის მიერ ექსპერტ კრიმინალისტების არსენ ბაინდურაშვილის, ა-–-----------–---–ის, დაზარალებულ ნ------------ი და თარჯიმან ილგარ ისმაილოვის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ-----/1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა, რომელიც არის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ბინა არის სამოთახიანი, ორი საძინებლით და ერთი მისაღები ოთახით. შესასვლელი კარიდან, კორიდორის გავლით, შევდივართ მისაღებ ოთახში, სადაც დგას მხოლოდ გარდერობი, წინა მარჯვენა კუთხეში „ტუმბოჩკა“, მარცხენა კუთხეში ტანსაცმელი. მისაღები ოთახიდან მარჯვნივ შევდივართ საძინებელ ოთახში, სადაც მარჯვენა კედელთან დგას გარდერობი, ტელევიზორი, წითელი ელექტრო გამათბობელი, იატაკზე აწყვია ხელჩანთები, საძინებელში შესასვლელი არკიდან პირდაპირ კედელთან დგას დივანი, რომელზეც გადაფარებულია თეთრეული, დივანის წინ იატაკზე გდია საბანი, ადიელა, ქაოტურად ყრია ტანსაცმელი, აქვე წაქცეულია სკამი (სავარძელი) რომელზეც გადაფარებულია თეთრი ზეწარი. ასევე დათვალიერდა და დასურათდა საცხოვრებელი ბინის ყველა ოთახი ექსპერტების მონაწილეობით, მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთი ან ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი ა-–-----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილი დათვალიერების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ არ იცნობს ბრალდებულს და დაზარალებულს. 2018 წლის 10 იანვარს პირველი საათი იყო დაწყებული, მის სამსახურში შევიდა გამოძახება რომ იყო ოჯახური ძალადობა და გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე დახვდა გამომძიებელი ს---------------–---–ი,, თარჯიმანი და დაზარალებული ქალბატონი. მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა პირველ სართულზე, იყო კორპუსის ბინა. გამომძიებლის განმარტებით, ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. საძინებელი ოთახი იყო არეული, საწოლი იყო არეული, საბანი ეგდო ძირს, ფეხსაცმელი იყო მიყრილ-მოყრილი, ასევე, როგორც ახსოვს ერთ-ერთი სავარძელი იყო გადაბრუნებული. ოთახში ნივთები ქაოტურად იყო მიყრილი. არაფერი არ ამოუღიათ.
3.14. გამოძიების დაწყების ბარათის მიხედვით N1 (ს.ფ 176) რ---------------–-----------------–--ს მეორე განყოფილებაში 27.01.2018 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ 2018 წლის 27 იანვარს ქ. რ-------ში, რ-------ელის ქუჩა N 26/1-ში თ--------------------მა განმეორებით დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3.15. რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის N4-23-18 დადგენილებით (ს.ფ 115-117) თ--------------------ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 -ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 02 (ორი) დღის ვადით.
3.16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით N აკ 00006179 (ს.ფ 118) დადასტურებულია, რომ 2018 წლის 23 იანვარს შედგა სამართალდარღვევის ოქმი იმის თაობაზე, რომ დაახლოებით 11:20 საათზე გამოცხადდნენ ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ-----/1, სადაც მოქალაქე თ--------------------ი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც მის მიმართ გამოცემული იყო 10/01/2018 წელს. შემაკავებელი ორდერი N000024 30 დღის ვადით.
3.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ოჯახში ძალადობის ფაქტის მიხედვით (ს.ფ 119) შემაკავებელი ორდერი 000024 გამოიცა 2018 წლის 10 იანვარს. თ--------------------ი მეუღლეს-ნ------------ს სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ორდერის მოქმედების ვადა 30 დღე.
3.18. შემაკავებელი ორდერით N000024 (ს.ფ 120-122) დადგენილია, რომ ორდერი შედგენილია 2018 წლის 10 იანვარს 00:05 საათზე. მოქალქე თ--------------------ი მეუღლეს ნ------------ს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. შემთხვევა მოხდა ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ-----, ბ.1-ში, ძალადობის დროა 23:20 საათი, შეტყობინების დრო-23:27 საათი და შემთხვევის ადგილზე მისვლის დროა 23:32 საათი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ქ. რ-------ის კრიმინალურ პოლიციას. საპატრულო პოლიციის მიერ გამოიცა ორდერი 30 დღის ვადით.
3.19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ოჯახში კონფლიქტის (რეაგირების ოქმი) (ს.ფ 123) მიხედვით, 2013 წლის 10 თებერვალს 1974 წელს დაბადებულ ნ------------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ-თ--------------------მა. პოლიციის მხრიდან მოხდა გასაუბრება კონფლიქტის ორივე მხარესთან, განემარტათ მათი უფლებები, თემურ უ-------ი ინანიებს ჩადენილ საქციელს.
3.20. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის ოჯახში კონფლიქტის (რეაგირების ოქმი) (ს.ფ 124) მიხედვით, 2017 წლის 13 თებერვალს მეუღლეებს ნანა ბასოინსა და თ--------------------ს შორის იყო კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო თ--------------------ის სისტემური სმით. პოლიციის მხრიდან განემარტათ უფლება, მოვალეობები და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პირობები.
3.21. 2017 წლის 13 თებერვლის რეაგირების ოქმის (ს.ფ 1---126) მიხედვით, 2017 წლის 13 თებერვალს, ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ. 26/1-ში მეუღლეებს შორის - ნანა ბასოინსა და თ--------------------ს შორის იყო უთანხმოება. უთანხმოების მიზეზი იყო თ--------------------ის სისტემური სმა. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მხარეებს განემარტათ შემაკავებელი ორდერის არსებობა, ის გამოყენებაზეც უარი განაცხადეს.
3.22. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული თ--------------------ი, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განაცხადა, რომ 2018 წლის 10 იანვარს მან მხოლოდ იკამათა მეუღლესთან ნ------------თან, შემდეგ წავიდა საძინებელში, დალია წამალი და დაწვა. შუქი ენთო რადგან უშუქოდ ვერ იძინებს. მეუღლე რომ არ მიდიოდა იფიქრა შესულიყო და შეეხედა. რომ მივიდა ნახა რომ მეუღლეს ეძინა. იფიქრა შერიგებოდა, ჩახუტებოდა და ეკოცნა. ჩაეხუტა და ამ დროს მეუღლემ წამოიყვირა, შეეშინდა და უთხრა თუ რა რატომ აშინებდა, დაეძინებინა და ტავი დაენებებინა, თორემ გამოიძახებდა პოლიციას, ამაზე შეიგინა და უთხრა ვისთვისაც უნდოდა იმისთვის დაეძახა. ამასობაში მეუღლემ მართლა დარეკა პოლიციაში. თ. უ-------ი ფიქრობდა, რომ არაფერი არ დააშავა, პატრული მივიდოდა და ისევ წავიდოდა, ჩაიცვა და ელოდებოდა. 5-6 პატრულის თანამშრომელი მივიდა. მეუღლემ უთხრათ, რომ თ. უ-------ი მას არ აძინებდა, აშინებდა. უბნის ინსპექტორმა სხვა ოთახში გაიყვანა და უთხრა, რომ დანარჩენები გაარკვევდნენ. 5-10 წუთში შევიდნენ მასთან და უთხრეს, რომ მათთან ერთად წასულიყო და ეთქვა რა მოხდა, რაზეც დათანხმდა, ჩაჯდა მანქანაში. განყოფილებაში არ მიუყვანიათ, წაიყვანეს სადგურზე და 1 საათზე მეტი აზერბაიჯანული მუსიკა ასმენინეს. შემდეგ განყოფილებაში მიიყვანეს და უთხრეს ხელი მოეწერა, რომ ახრჩობდა მეუღლეს, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ დაკავების იზოლატორში შეიყვანეს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, ორი კვირა ცდილობდა არ მისულიყო სახლში, მისი ძმაკაცი მივიდა ტანსაცმლის წამოსაღებად. შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო სასამართლომ დააპატიმრა ორი დღით და 25 იანვარს გამოვიდა. 27 იანვარს გახდა ძალიან ცუდად, გული აუჩქარდა, შიში ჰქონდა, რომ მოკვდებოდა. წამლებს სვამს როცა ცუდად არის, წამლები ჰქონდა სახლში. არ აპირებდა მისვლას სხვა მიზეზის გამო, წამლები უნდოდა. ფანჯრიდან დაუძახა მეუღლეს, რომ ცუდად იყო და წამალი მიეცა. მეუღლე რომ გამოვიდა უთხრა, რომ ვერ ნახა, რაზეც სთხოვა, რომ თვითონ შეეშვა სახლში და თავად ნახავდა. ამასობაში გაიარა პატრულმა და ჰკითხა რატომ იყო შუაღამეს იქ, რა უნდოდა. მან უთხრა მისვლის მიზეზი და პატრულმა უთხრა შესულიყო სახლში. მან განუმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა და ამის გამო სახლში ვერ შევიდოდა. პატრულის თანამშრომელმა სადღაც გადარეკა რის შემდეგაც უთხრეს, რომ მათთან ერთად წასულიყო, უნდა დაეკავებინათ. მეუღლეს შეურიგდება იმ შემთხვევაში თუ მასაც ენდომება, ძალით არაფრის გაკეთებას არ აპირებს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად,განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება არ მოიცავდა ნ------------ისადმი ძალადობას. ან მის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არათანმიმდევრულია და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა თ--------------------ის ბრალეულობას ნ------------ისადმი განხორციელებულ ძალადობაში და საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების არსებობა არ არის საკმარისი საფუძვლები, თუმცა ამავე დროს მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ------------მა გამოიყენა მისი კანონიერი უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები. შესაბამისად დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, თითქოს დაზარალებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი სასამართლოს მიერ უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ასევე ისეთი მოვლენით, როგორიც არის ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. ამ მექანიზმს აგრესორთან იდენტიფიკაცია ეწოდება და ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდება.
ამ სინდრომს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს – “მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მას სიყვარულის ილუზია უჩნდება. აღნიშნულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, ქმარმა პირობა დადო, რომ მას ფიზიკურად აღარ გაუსწორდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 43-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული დანაშაულისთვის დგება მსხვერპლსა და შესაბამისი ძალადობის აქტების ჩამდენ პირს შორის არსებული ურთიერთკავშირის ხასიათის მიუხედავად.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული არ უარყოფს მის მიერ ნ------------ის სახლთან მისვლის ფაქტს, იგი ცდილობს გამოიგონოს მისი ავადმყოფობის ფაქტი და ამით ახსნას, რომ იგი იმყოფებოდა ფაქტობრივად უკიდურესი აუცილებლობის პირობებში და სხვა ალტერნატიული გამოსავალი გარდა სახლში მისვლისა მას არ გააჩნდა, სასამართლო ამ გარემოებას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ბრალდებულის ავადმყოფობაზე, ვერ იქნა ახსნილი ბრალდებულის მიერ რატომ არ შეეძლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება თუ მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა, ან რატომ არ/ვერ სთხოვა სხვა გარეშე პირებს დახმარება და ნ------------ის სახლიდან მისი კუთვნილი წამლების გამოტანა.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თ--------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს თ--------------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი, პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღნიშნული ნორმით დაცულ ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრებას ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ვალდებულებებს, მოთხოვნებს, რომელთა შეუსრულებლობა შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამდენად, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, ის ვისაც დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის ან ვალდებულების შესრულება ევალება. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს, სხვა სუბიექტურ ნიშნებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის თ--------------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი თ--------------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით თ--------------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ--------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
თ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ--------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
2. თ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 27 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი