გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2018
საქმის ნომერი
210210017002164472
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002164472

საქმე №2/858-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.06.2-18 წ. ქ. სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

მოსარჩელე - მ------------–------ა

წარმომადგენელი - ც-----------------–---–ი

მოპასუხე - რ----–-----–------ი

წარმომადგენელი - გ-----------–---–-ა

არასრულწლოვანის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების წარმომადგენელი თ----------------ე

დავის საგანი: არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 28 მ-----ს დაბადებული მ-----------–------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ------------–------ას საცხოვრებელი ადგილი ს-----------------------------–----------–-----–ო.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე რ----–-----–---------ან 2-0- წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2--- წლის 28 მ-----ს დაბადებული მ-----------–------ი. მოპასუხესთან არსებული უთანხმოების გამო მ------------–------ა იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი ადგილი და საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. მოპასუხე მ-----------–------ს დედასთან არ უშვებს და არც ნახვის უფლებას აძლევს. მისი განმ-----ებით, მოპასუხე დღის უმეტეს ნაწილს საცხოვრებელი სახლის გარეთ ატარებს და ბავშვი მ-----------–------ი ფაქტიურად სახლში მშობლის მეთვალყურეობის გარეშე რჩება. ბავშვებზე შეძლებისდაგვარად ბებია ზრუნავს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბავშვებზე სათანადო ზრუნვის განხორციელება. ბავშვს არა აქვთ სათანადო ზრუნვა-პატრონობა და თუ ბავშვი დარჩა მამასთან საცხოვრებლად საფრთხე შეექმნება მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. მ-----------–------ს აქვს მიჯაჭვული დამოკიდებულება დედასთან და მასთან განშორების გამო განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას. მ-----------–------ს დედის გარეშე ცხოვრებისას საფრთხე შეექმნება ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და საოცილაურ განვითარებას. მაგამედი იმყოფება მოპასუხის ზეწოლის ქვეშ და მას აკრძალული აქვს დედასთან ურთიერთობა. ამასთან, განმ-----ა, რომ 2-17 წლამდე ბავშვი ცხოვრობდა დედასთან, მაგრამ ამავე წლის სექტემბერში მისი ყოფილი მეუღლის მამამ დაუძახა ბავშვს, წაიყვანა და უკან აღარ მოაბრუნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ ბავშვი 2-17 წლამდე ცხოვრობდა დედასთან, მაგრამ მაგამედმა გადაწყვიტა ჩემთან ცხოვრება და დღემდე ჩემთან ცხოვრობს. იგი ორივე მშობელთან არის და იგი არ უზღუდავს უფლებას დედასთან მივიდეს. ამასთან განმ-----ავს, მას მოსარჩელესთან შედარებით აქვს კარგი პირობები. ბავშვს აქვს რახიტი და თბილისში მკურნალობს, რასაც მოსარჩელე ვერ შეძლებს. ბავშვს მასთან აქვთ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ იცხოვროს და ისწავლოს, გააჩნია ამისთვის ყველა სასკოლო ნივთი, მას ურჩევია მოპასუხესთან ყოფნა, მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე განმ-----ა, რომ არასდროს არ აუკრძალია მოსარჩელისათვის შვილის ნახვა, მეტიც, თანხმაა ბავშვის სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს წაიყვანოს ბავშვი, მოვიდეს და ინახულოს, მაგრამ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა იყოს მამასთან. შესაბამისად მოპასუხე მხარე თანახმაა ნებისმიერ დროს წაიყვანოს დედამ შვილი.

 

2.2. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა თ----- ტ--------მ მხარი დაუჭირა 2-17 წლის 26 დეკემბრის სოციალური მუშაკის დასკვნას ოჯახური დავის შესახებ და განმ-----ა, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან იქონიოს ურთიერთობა.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის თანდასწრებით გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი მ-----------–------ი. მან გამოკითხვისას განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს მამასთან, სადაც თავს გრძნობს კარგად. მასზე ზრუნავს ბებია და დედინაცვალი. მას უნდა, რომ იცხოვროს მამასთან. ამასთან განმ-----ა, რომ მამის სახლში არავინ უშლის ნახოს დედა და როცა სურს დედას ნახულობს. ამასთან აღნიშნა, რომ დედინაცვალი კარგად ექცევა, ის უვლის და საჭმელს უკეთებს. იგი კარგად გრძნობს მამის სახლში თავს და უნდა, რომ იცხოვროს მამასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მ------------–------ა და რ----–-----–-------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2-0- წლიდან და ამ პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ერთი შვილი მ-----------–------ი (დაბადების თარიღი:28.0-.2---), ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და მ------------–------ამ მიატოვა მეუღლის რ----–-----–-------ის საცხოვრებელი სახლი და ამჟამად ცხოვრობს მშობლების სახლში ქალაქ ს----------–----------–---------–-----–--–----------------------. 2-17 წლის სექტემბრიდან მათი შვილი მ-----------–------ი საცხოვრებლად გადავიდა მამის საცხოვრებელ სახლში ქ--–--------------–--------------------------------–--–-----–--ში მეზობლად. ბავშვებზე ზრუნავს მისი მამა, ბებია-პაპა და დედინაცვალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, მოწმეთა და ბავშვის განმ-----ებები,3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მამასა და შვილს შორის არის კარგი ურთიერთობა. მამასთან, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მამის სახლი არის ბავშვის ბუნებრივი გარემო, მასზე კარგად ზრუნავს მამა, ბებია და დედინაცვალი, და ბავშვის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ საცხოვრებლად დარჩეს მამასთან, მამის საცხოვრებელ სახლში ქ--–--------------–----------–--–-----–--–- და დედასთანაც ექნება ურთიერთობა და ნახავს მაშინ, როცა მას მოუნდება. ამაში ხელს არავინ უშლის.

 

მ-----------–------ის განმ-----ებით, დედასთან კარგია ყოფნა, მაგრამ იგი თავს უფრო კარგად მამასთან გრძნობს და უნდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი იყოს მამის საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, მოწმეთა და ბავშვის განმ-----ებები;

 

3.2.2. 2-17 წლის 26 დეკემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მშობლების მ------------–------ას და რ----–-----–-------ის დაშორების შემდეგ მ-----------–------ი ცხოვრობდა დედასთან, რამოდენიმე თვეა, რაც მამასთან არის და არ ეძლევა საშუალება, რომ დედასთან კონტაქტი იქონიოს.

 

მ-----------–------ი განათლებას ირებს საგარეჯოს რაიონის, ს------–--–-----–--ს საჯარო სკოლაში. არის მესამე კლასის მოსწავლე. ბავშვის ფიზიკური და კოგნიტური განვითარება ასაკის შესაბამისია. კლასის ხელმძღვანელთან გასაუბრებისას გამოკვეთა, რომ ბავშვი სისტემატურად დადის სკოლაში და იღებს განათლებას. არ უჭირს ურთიერთობის დამყარება, კითხვებზე ადეკვატურად და გააზრებულად პასუხობს. ბავშვი სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება ს------–--------------–--ს სამედიცინო ცენტრში. ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი აცრები. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის ინფორმაციით არ აღენიშნება ქრონიკული და მწვავე დაავადებები.

 

მ-----------–------ი ამჟამად ცხოვრობს ს------–--–-----–--ში, მამის რ----–-----–-------ის ოჯახში. ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: მ-----------–------ი (ოჯახის უფროსი) - პაპა, ნიარ რაშიდოვა - ბებია, რ----–-----–-------ი - შვილი და მ-----------–------ი - შვილიშვილი. ოჯახს საცხოვრებლად აქვს საკუთარი ერთსართულიანი სახლი. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. ბვშვისთვის უსაფრთხო გარემოა. ოჯახის სტაბიულური შემოსავალია 3-- ლარი. ბავშვის პაპის და ბებიის პენსიები. სხვა შემოსავლებს ოჯახი არ აკონკრეტებს.

 

მ------------–------ა ცხოვრობს მშობლებთან ფ-----------–--------------------------------------ან ერთად ს------–--–-----–--ში. ოჯახს საცხოვრებლად აქვს საკუთარი ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოა. ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს 3-- ლარი. ოჯახს აქვს საქონლის ფერმა. ყიდიან სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ოჯახს აქვს ასევე სეზონური შემოსავალი.

 

მ------------–------ა ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რო შვილთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და მასზე ვეღარ ზრუნავს. სურვილი აქვს, რომ ბავშვმა მასთან იცხოვროს. რაც შეეხება მამას, რ----–-----–-------ს, ის წინააღმდეგია, რომ დედას და შვილს ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეთ. ოჯახთან მუშაობისას გამოკვეთა რ----–--ის და მისი მამის მ-----------–------ის მკაცრი და აგრესიული დამოკიდებულება, მეხრიბანისა და მისი ოჯახის მიმართ. ისინი წინააღმდეგი არიან, რომ ბავშვმა დედასთან იცხოვროს. ბავშვთან მ-----------–------თან გასაუბრებისას, გამოიკვეთა, რომ ის განიცდის დედასთან დაშორებას, ხშირად ვერ ნახულობს მას და სურვილი აქვს დედასთან იცხოვროს და ორივე მშობელთან იქონიოს ურთიერთობა, მითუმეტეს, რომ ისინი მეზობლები არიან. მ-----------–------ის ინტერესებიდან გამომდინარე, დედასთან ცხოვრების შემთხვევაში, მას ზიანი არ მიადგება. მიზანშეწონილია, რომ მ-----------–------ის აღზრდა-განვითრებაში ორივე მშობელმა მიიღოს თანაბარი მონაწილეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2-16 წლის 12 იანვრის დასკვნა;

 

3.2.3. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის თანდასწრებით გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი მ-----------–------ი. მან გამოკითხვისას განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს მამასთან, სადაც თავს გრძნობს კარგად, მასზე ზრუნავს ბებია და დედინაცვალი. მას უნდა, რომ იცხოვროს მამასთან. ამასთან განმ-----ა, რომ მამის სახლში არავინ უშლის ნახოს დედა და როცა სურს მას ნახულობს. ამასთან აღნიშნა, რომ დედინაცვალი კარგად ექცევა, ის უვლის და საჭმელს უკეთებს. იგი კარგად გრძნობს მამის სახლში თავს და უნდა, რომ იცხოვროს მამასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მაამედ რაშიდოვის გამოითხვა იხ. სხდომის ოქმი 13.06.2-18 წელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ბავშთა უფლებათა კონვენცია.

 

სასამართლომ გამოიყენა სტრასბურგის 2 თებერვალი, 2-16 წელის გადაწყვეტილება ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12)

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

6.3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12-0-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 12-1-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 12-3-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

6.7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის კანონის ამ მოთხოვნებით მ-----------–------ს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური თანამშრომელი.

 

6.8. ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

 

მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.

 

მე-12 მუხლის თანამხად მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმ-----ავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.

 

კონვენციის ამ მოთხოვნებიდან, მხარეთა და არასრულწლოვანების წარმომადგენლის განმ-----ებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, ასევე თავად არასრულწლოვანი ბავშვის სასამართლო სხდომის დარბაზში მოსმენის შემდეგ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მამის ოჯახის სანიტარულ-ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვის ძირითადი მოთხოვნები, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, არიან სუფთად მოვლილები, აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი, ოჯახში ბავშვის საჭიროებები დამაკმაყოფილებელია.

 

რაც შეეხება მ------------–------ს დადგენილი იქნა, რომ იგი ცხოვრობს მშობლებთან ფ-----------–--------------------------------------ან ერთად ს------–--–-----–--ში. ოჯახს საცხოვრებლად აქვს საკუთარი ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი. ოჯახის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. მ-----------–------მა განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს მამასთან. სადაც თავს გრძნობს კარგად, მასზე ზრუნავს ბებია და დედინაცვალი. მას უნდა, რომ იცხოვროს მამასთან. ამასთან განმ-----ა, რომ მამის სახლში არავინ უშლის ნახოს დედა და როცა სურს მას ნახულობს. ამასთან აღნიშნა, რომ დედინაცვალი კარგად ექცევა, ის უვლის და საჭმელს უკეთებს. იგი კარგად გრძნობს მამის სახლში თავს და უნდა, რომ იცხოვროს მამასთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დედის სურვილია ბავშვი მასთან ცხოვრობდეს, თუმცა იგი ვერ აცნობიერებს, რომ მის მიერ ბავშვის წაყვანა მისი ნების საწინააღმდეგოდ უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრამვას მიაყენებს მის არასრულწლოვან ბავშვს მ-----------–------ს.

 

სასამართლო არ იზიარებს სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიციას, რომ მ-----------–------ს სურვილი აქვს, იცხოვროს დედასთან. ვინაიდან, მ-----------–------მა სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას, მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს იცხოვროს მამასთან და იქონიოს ორივე მშობელთან ურთიერთობა.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მისი იძულება დატოვოს მამის სახლი და საცხოვრებლად გადავიდეს დედასთან სახლში გაუმართლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვს ესაჭიროება სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გააუარესოს ბავშვების სტრესული მდგომარეობა. ამავე დროს მიზანშეწონილია, რომ დედას მიეცეს უფლება ნებისმიერ დღეს მოინახულოს თავისი შვილი, ბავშვის თანხმობის შემთხვევაში მისი საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გააუარესოს უკვე სტრესული მდგომარეობა.

 

6.12 მოცემულ ფაქტობრივი გარემოებების გათავალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2- მ-----ს დაბადებული მ-----------–------ის საცხოვრებელ ადგილად დარჩეს მამის - რ----–-----–-------ის საცხოვრებელი ადგილი საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–ო. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, რომ აღდგეს შვილებსა და დედას შორის ურთიერთობა - დედას მ------------–------ას უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან 2--- წლის 2- მ-----ს დაბადებულ მ-----------–------თან ყოველი დღის 15 საათიდან 18 საათამდე, ბავშვის თანხმობის შემთხვევაში მისი დედის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მ------------–------ას სარჩელი, მისი არასრულწლოვანი შვილის მ-----------–------ის (დაბ.2-.0-.2---), საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. .არასრულწლოვანი მ-----------–------ის საცხოვრებელ ადგილად დარჩეს მისი მამის საცხოვრებელი სახლი.

 

3.მოსარჩელეს მ------------–------ას მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან 2--- წლის 20 მ-----ს დაბადებულ მ-----------–------თან ყოველი დღის 15 საათიდან 18 საათამდე, ბავშვის თანხმობის შემთხვევაში მისი თავის (დედის) საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით.

 

4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე