გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2018
საქმის ნომერი
100310117002047884
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310117002047884

საქმე#3/52 -17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.06.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: თა---- ფო------ე

მოპასუხე - შპს ,,ვ------------------“

მოპასუხე - შპს ,,ე-----------------’’

მოპასუხე- შ.პ.ს. ,,კ-----–-“

მოპასუხე - ბ--- ენ----–--ე

მოპასუხე - ნი----–---- მი--------ე

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ4--------); ბ--- ენ----–--ის (პ/ნ 0----------); ნი----–---- მი--------ის (პ/ნ 5----------) მიმართ, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16389,65 ლარის ოდენობით.

2017 წლის 10 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 04 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0------ ბრძანება შპს ,,ვ------------------“-ს ქონების დაყადაღების თაობაზე.

შპს ,,ვ------------------“-ს საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი.

შპს ,,ვ------------------“-ს 100 პროცენტიანი წილის მფლობელია და დირექტორია ბ--- ენ----–---ე საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარეცხი საშუალებების, საფენების და პამპერსების იმპორტი-რეალიზაცია.

შპს ,,ვ------------------“-ს საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო დეკლარირების შედეგად 2017 წლის თვეების დ.ღ.გ.-ს დეკლარაციებით.

2017 წლის 24 თებერვალს ბ--- ენ----–--ეს სახელზე 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შ.პ.ს. ,,ე-----------------’’. რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ასევე სარეცხი საშუალებების და საფენების დისტრიბუცია.

2017 წლის 14 მარტს ნი----–---- მი--------ეს სახელზე 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა საწარმო შ.პ.ს. ,,კ-----–-“. რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ასევე სარეცხი საშუალებების და საფენების დისტრიბუცია.

 

2017 წლის 10 მაისს შპს ,,ვ------------------“-მ სასაქონლო ზედნადებით გადააწერა შპს ,,ე-----------------’’-ს 23583 ლარის ღირებულების საქონელი რაზედაც ამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო 2017 წლის 22 აპრილს შპს ,,ვ------------------“-მ შ.პ.ს. ,,კ-----–-ს“ გადააწერა 87780 ლარის ღირებულების საქონელი, რომელზედაც ასევე გამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

შპს ,,ვ------------------“-ს იურიდიული მისამართია ჭიათურა ყ-------- ქ. N-, რომელიც წარმოადგენს ნი----–---- მი--------ის მისამართს სარეგისტრაციო მონაცემებით.

შპს ,,ვ------------------“-ს და შ.პ.ს.,,კ-----–-“-ს საკონტაქტო ინფორმაციებში მითითებული ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი მითიტებულია ერთი და იგივე.

შპს ,,ვ------------------“-ს მიერ დავალიანების წარმოსობის შემდგომ საქმიანობის შეჩერება, საწარმოს დირექტორის და 100 პროცენტიანი წილის მფლობელის ბ--- ენ----–--ის სახელზე 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე საქონლის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იმავე პროფილით, ასევე ნი----–---- მი--------ის 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე.

 

აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მითითებით წარმოადგენს შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ 4--------); ბ--- ენ----–--ის (პ/ნ 0----------); ნი----–---- მი--------ის (პ/ნ 5----------) მიმართ, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.

 

2. მოპასუხეთა პოზიციამ

 

2.1. მოპასუხეებმა სასამართლოს სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთთან დამოკიდებული პირები არ არიან . ისინი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობენ, გარდა საქონლის გადაცემას რაც შეეხება შპს ,,ვ------------------“-ს მიერ მოპასუხე საწარმოებისათვის აღნიშნული წარმოადგენს ოპერაციას, რაც დაფიქსირებული იქნა ზედნადებებით. თანხა ამ პროდუქციის გადმოცემისათვის მოცემული მომენტისათვის გადახდილი არ არის. მოპასუხეები თვლიან, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ვ------------------“ (ს/ნ 4--------),სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 09 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია ჭიათურა, ყ-------- ქ.N-. 100%-იანი წილის მფლობელია ბ--- ენ----–--ე (პ/ნ 0----------), დირექტორია იგივე ბ--- ენ----–--ე. საქმიანობის სახეა

საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.2);

-სარეგისტრაციო მონაცემები(ს.ფ.35)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,ვ------------------“ 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16389.65 ლარის ოდენობით.

2017 წლის 10 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 04 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0------ ბრძანება შპს ,,ვ------------------“ ქონების დაყადაღების თაობაზე.

 

შპს ,,ვ------------------“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარირების შედეგად.

შპს ,,ვ------------------“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა , რის გამოც შედგა სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი (ს.ფ .20 )

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 04 ივლისის N0------

ბრძანება (იხ. ს.ფ.21);

- სამართალდარღვევის ოქმი(ს.ფ.24)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ბ--- ენ----–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ე-----------------’’ (ს/ნ 4--------) რომლის იურიდიული მისამართია გლ-----------–------- რაიონი, სა-------, გვ---------- ქ.N-8.

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მაისს შპს ,,ვ------------------“-მ შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებით გადასცა 23583 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც ამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა იმ დღეს, როდესაც შპს ,,ვ------------------“ დაიტვირთა საგადასახადო იპოთეკა გირავნობით. დადგენილია, რომ მოცემული ოპერაციის ფარგლებში მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის. აღნიშნულ გარემოებას თვით მოპასუხეებიც ადასტურებენ. ზედნადები ამოწერილია 2018 წლის 10 მაისს, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა 2018 წლის 11 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (იხ. ს.ფ. 32);

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 27-28);

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ბ--- ენ----–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,კ-----–-’’ (ს/ნ 4--------) რომლის იურიდიული მისამართია ქ.ჭიათურა, ა-–----------- ქ.N-. საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით.

დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს შპს ,,ვ------------------“-მ შპს ,,კ-----–-ს -ს (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებით გადასცა 87780 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც 2018 წლის14 მაისს ამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა იმ დროს, როდესაც შპს ,,ვ------------------ა“-ს უკვე გააჩნდა დეკლარირებული დავალიანება. დადგენილია, რომ მოცემული ოპერაციის ფარგლებში მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის . აღნიშნულ გარემოებას თვით მოპასუხეებიც ადასტურებენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (იხ. ს.ფ. 33);

- ინფორმაცია ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.30);

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.2.5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს ,,ე-----------------ს’’-ს მოქმედ საბანკო ანგარიშებს ს.ს. „ს----------–--------–-“ და ყადაღა დაედო შპს ,,კ-----–-’’-ს მოქმედ ანგარიშებს სს “თ----------–-“ (ს/ნ 2--------), ორივე შემთხვევაში, მთლიანობაში 16389,65 ლარის ფარგლებში.

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 11.08.2017 წლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 15.11.17 წლის განჩინება (იხ. ს.ფ.102-103);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), ცრუმაგიერ პირად ცნობილი უნდა იქნას შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); ასევე შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), ცრუმაგიერ პირად ცნობილი უნდა იქნას შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ 4--------); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს შპს „ლენტა“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების შეჩერებას, დამფუძნებლის - როსტომ ნამგლაძის ბიძაშვილის - მაკა ბუღაძის სახელზე 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე შპს „უნიპაპზე“ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაწერას, სამი ერთეული სალარო აპარატის რეგისტრაციას და იგივე საქმიანობის განხორცილებას სამეწარმეო საქმიანობის წყვეტის გარეშე.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ 4--------); ბ--- ენ----–--ის (პ/ნ 0----------); ნი----–---- მი--------ის (პ/ნ 5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო, პირველ რიგში, მსჯელობს, წარმოადგენს თუ არა შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------), შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ 4--------); ბ--- ენ----–--ე (პ/ნ 0----------); ნი----–---- მი--------ე (პ/ნ 5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული საწარმოს დირექტორების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ. შესაბამისად საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

აღნიშნული გაზიარებული ვერ იქნება (გარდა შპს-ებისა); ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს ბ--- ენ----–--ის, ნი----–---- მი--------ის, შ.პ.ს. ,,კ-----–-“-ს, შ.პ.ს.,,ე-----------------ს“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ, საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ნი----–---- მი--------ეს, ბ--- ენ----–--ეს და მეორე მხრივ, შპს ,,კ-----–-”-ს და შპს „ექსპორტ გრუპ“-ს შორის რომ იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეებს: ნი----–---- მი--------ეს და ბ--- ენ----–--ეს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის დასახელებულ შპს-ებთან მიმართებაში;

 

6.4.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ვ------------------“ (ს/ნ 4--------),სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 09 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია ჭიათურა, ყ-------- ქ.N-. 100%-იანი წილის მფლობელია ბ--- ენ----–--ე (პ/ნ 0----------), დირექტორია იგივე ბ--- ენ----–--ე. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ბ--- ენ----–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,კ-----–-’’ (ს/ნ 4--------) რომლის იურიდიული მისამართია ქ.ჭიათურა, ალ. ყ-------- ქ.N-. საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ბ--- ენ----–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ე-----------------’’ (ს/ნ 4--------) რომლის იურიდიული მისამართია გლ-----------–------- რაიონი, სა-------, გვ---------- ქ.N-8.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განისაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საერთოდ არ დადასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედება, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - არც გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა და არც მისი გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, ფიზიკური პირები ბ--- ენ----–--ე და ნი----–---- მი--------ე ან შ.პ.ს. ,,კ-----–-“ და შ.პ.ს. ,,ე-----------------“ ან ფიზიკური პირები და შ.პ.ს. , ვ------------------“ან პიზიკური პირები და , შ.პ.ს. ,,კ-----–-“ , შ.პ.ს. ,,ე-----------------“ საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

ერთმნიშვნელოვანია, რომ სარჩელი მოსარჩელის მიერ დასაბუთებულია იმ მოტივთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით დადგენილი იქნება შ.პ.ს. ვ------------------“-ს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდება.

 

6.5.სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სახეზეა შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------) და შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება , ასევე სახეზეა შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------) და შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მაისს შპს ,,ვ------------------“-მ შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებით გადასცა 23583 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც ამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა იმ დღეს, როდესაც შპს ,,ვ------------------“ დაიტვირთა საგადასახადო იპოთეკა გირავნობით. დადგენილია, რომ მოცემული ოპერაციის ფარგლებში მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის. აღნიშნულ გარემოებას თვით მოპასუხეებიც ადასტურებენ. ზედნადები ამოწერილია 2018 წლის 10 მაისს, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა 2018 წლის 11 ივნისს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს შპს ,,ვ------------------“-მ შპს ,,კ-----–-ს -ს (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებით გადასცა 87780 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც 2018 წლის14 მაისს ამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა იმ დროს, როდესაც შპს ,,ვ------------------ა“-ს უკვე გააჩნდა დეკლარირებული დავალიანება. დადგენილია, რომ მოცემული ოპერაციის ფარგლებში მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის . აღნიშნულ გარემოებას თვით მოპასუხეებიც ადასტურებენ.

 

6.6. ამ შემთხვევაში ზედნადებით განხორციელებული საგადასახადო ოპერაცია-საქონლის შესყიდვა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე იურიდიული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი სახეზეა.

 

როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. იურიდიულ პირებთან მიმართებაში მოცემული ფაქტი დადასტურებულია და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება.

 

6.7. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში რომ სახეზეა შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------) და შპს ,,ე-----------------’’-ს (ს/ნ 4--------); ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება , ასევე სახეზეა შპს ,,ვ------------------“-ს (ს/ნ 4--------) და შ.პ.ს. ,,,კ-----–-“-ს (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. ,,ვ------------------“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს. ,,ე-----------------“-ს (ს/კ4--------), შ.პ.ს. ,,,კ-----–--ს (ს/კ 4--------), ბ--- ენ----–--ის (პ/ნ0----------), ნი----–---- მი--------ის(პ/ნ5----------), მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ :

1.1. შ.პ.ს. ,,ვ------------------“ ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს. ,,ე-----------------“-ს.

1.2. შ.პ.ს. ,,ვ------------------“ -ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს. ,,,კ-----–-“ . დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. შ.პ.ს. ,,ვ------------------“-ს, შ.პ.ს.,,ე-----------------“-ს და შ.პ.ს. ,,კ-----–-“ -ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროს გადასახდელად 100 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.N3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი