განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002375425
№ 1/87-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
04 ივლისი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--–-------–-–---–ი
ბრალდებული: ზ------- შ--–----–-–---–ი
მამის სახელი: ა-–----------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ნ---------–ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ნ---------–ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 27 თებერვალს, თელავის რაიონის სოფელ ნ---------–ში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ------- შ--–----–-–---–მა ჯოხის გამოყენებით, მარცხენა მხრის არეში დაზიანება მიაყენა ყოფილ მეუღლეს, თ----- შ--–----–-–---–ს, რის შედეგად თ----- შ--–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი
2. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ნ---------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზ------- შ--–----–-–---–ი ყოფილ მეუღლეს - თ----- შ--–----–-–---–სა და შვილს - შ--–--- შ--–----–-–---–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თ----- შ--–----–-–---–ი და შ--–--- შ--–----–-–---–ი, მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. ბრალდებულმა ზ------- შ--–----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე არასადავოდ გახადა მტკიცებულებები და განმარტა, რომ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.
4. დაზარალებულ თ----- შ--–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ნ---------–ში. ზ------- შ--–----–-–---–ი მისი ყოფილი მეუღლეა. 2018 წლის 27 თებერვალს მან დაკარგა ქათამი და კვერცხი, რომელიც ეძება და ვერ იპოვნა. ვინმე კ-------ი და კიდევ სხვა ლოთი პიროვნებები მის მეუღლესთან ზ------- შ--–----–-–---–თან სტუმრობდნენ. მის მეუღლეს ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. იგი ქათმის ქურდობის თაობაზე ეჩხუბა კ-------ს, ამის გამო, იმ დღეს მისმა მეუღლემ, რომელიც იყო მთვრალი, საღამოს, ეზოში კეტი დაარტყა მარცხენა ბეჭში. მას ძალიან ეტკინა. ზ------- შ--–----–-–---–მა მას აგინა დედის მისამართით. უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ეძახდა. ამის გამო იგი იტანჯებოდა, მაგრამ თავი ხელში აყავდა, რადგან შვილები ეცოდებოდა, იმ დღეს რაც მოხდა, ეს ყველაფერი წლების მანძილზე გრძელდება. მეუღლემ მასთან ერთად მის ქალიშვილ შ--–---საც აგინა.
5. დაზარალებულ შ--–--- შ--–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ნ---------–ში. ზ------- შ--–----–-–---–ი მამამისია. 2018 წლის 01 იანვრიდან მამამისი ყოველდღიურად სვამდა. კ-------ი მათთან ხშირად დადიოდა და ერთად სვამდნენ. 28 თებერვალს, სმას რომ მორჩნენ, დედამისი ქათამს ეძებდა. ზ------- შ--–----–-–---–მა ეზოში ჯოხი აიღო და მარცხენა ბეჭში დაარტყა დედამისს თ----- შ--–----–-–---–ს. ამ ფაქტს მეზობელი ზ--------------–-–---–ი შეესწრო და მამამის ჯოხი წაართვა. ჯოხის დარტყმის გამო, დედამისი შეუძლოდ გახდა. ღამე ტკივილმა შეაწუხა და მეორე დღეს საავადმყოფოში წავიდნენ.
6. მამამისი, ზ------- შ--–----–-–---–ი მას ხშირად აგინებდა დედის მისამართით. რაც წლების მანძილზე გრძელდება, მამის ასეთისაქციელის გამო ისტანჯვას განიცდიდა.
7. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული, შემდეგიარასადავო მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ვ--–------- რ-----–-–---–ის, ნ-----------–--–--ის, ზ---------------–---–ის, გ-------------ის და ზ------- დ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ ზ------- შ--–----–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.
9. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------- შ--–----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
10. ზ------- შ--–----–-–---–მა ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. სასამართლოს ბრალდებულ ზ------- შ--–----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
13. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა, თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა არ დაენიშნება საპენსიო ასაკის პირს. ზ------- შ--–----–-–---–ი 75 წლისაა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას კი, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სხვა სასჯელი არ გააჩნია.
14. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზ------- შ--–----–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
15. ზ------- შ--–----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.
16. ზ------- შ--–----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ------- შ--–----–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
18. ზ------- შ--–----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 02 მარტიდან 2018 წლის 05 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
19. ზ------- შ--–----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
20. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
21. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური