გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002154221 (2/1973-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელეები: სვ----–----------კია, ნა----------ია
წარმომადგენელი - ნა----------ვა
მოპასუხეები: პა---------–-–ხია, ტა-------------------აია
მოპასუხე ტა-------------------აიას წარმომადგენელი - რა---–-------უა
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.20---–-–----------------------------–-–----------------–-----------–-------------------------------------–--------------------------–---–------------–-რისა და დაყადაღების შესახებ აქტებით დაყადაღებული მოსარჩელე სვ----–----------კიას კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება: 1) ,,HISENSE''-ის ფირმის ფერადი ტელევიზორი; 2) ,,HISENSE''-ის ფირმის მაცივარი; 3) ,,SAMSUNG''-ის ფირმის სარეცხი მანქანა; 4) ემდეეფის გასაშლელი მაგიდა; 5) საძინებლის კომპლექტი: საწოლნახევრიანი ლოგინი, სარკიანი ტანსაცმელის კარადა, ე.წ. ტრილიაჟი, ტუმბო, მცირე ზომის კარადა;
1.2.20---–-–----------------------------–-------------------------------------–--------------------------–---–ის მიერ აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ნა----------იას კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება: კომპიუტერის კომპლექტი, სახელდობრ, მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა და დინამიკები.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2----–-–----------------------------–-–----------------–--–--–-----------------ს, და------------------ლ ოჭ---–ი, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოვალე პა---------–-–ხიას მიმართ დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების გამო, ყადაღა დაედო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს, რის გამოც მოსარჩელე მხარე ითხოვს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას (იხ---------–--------------–-–--------------–-------------------).
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.მოპასუხე პა---------–-–ხიას 30.03.2--- წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.
2.2.მოპასუხე ტა-------------------აიამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 07.06.2----–--–----–----ლია სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც პა---------–-–ხიას ტა-------------------აიას სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებლები;
-04.09.2----–-–-------- მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 15);
-19.02.2----–-–-------- მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.06.2----–-–--------------–-------------------).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოვალე პა---------–-–ხიას მიმართ დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, 2----–-–----------------------------–-–----------------–-----------–-------------------------------------–--------------------------–---–-- მიერ მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტებით დაყადაღებული იქნა წალენჯიხის რაიონის, და------------------ლ ოჭ---–ი მდებარე შემდეგი მოძრავი ნივთები:
1) ,,HISENSE''-ის ფირმის ფერადი ტელევიზორი; 2) ,,HISENSE''-ის ფირმის მაცივარი; 3) ,,SAMSUNG''-ის ფირმის სარეცხი მანქანა; 4) ემდეეფის გასაშლელი მაგიდა; 5) საძინებლის კომპლექტი: საწოლნახევრიანი ლოგინი, სარკიანი ტანსაცმელის კარადა, ე.წ. ტრილიაჟი, ტუმბო, მცირე ზომის კარადა; 6) კომპიუტერის კომპლექტი, სახელდობრ, მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა და დინამიკები.
დადგენილია, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სვ----–----------კია და დაყადაღებული ნივთებიდან - ,,HISENSE''-ის ფირმის ფერადი ტელევიზორი, ,,HISENSE''-ის ფირმის მაცივარი, ,,SAMSUNG''-ის ფირმის სარეცხი მანქანა, ემდეეფის გასაშლელი მაგიდა და საძინებლის კომპლექტი: საწოლნახევრიანი ლოგინი, სარკიანი ტანსაცმელის კარადა, ე.წ. ტრილიაჟი, ტუმბო, მცირე ზომის კარადა, მისი საკუთრებაა, ხოლო კომპიუტერის კომპლექტი, სახელდობრ, მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა და დინამიკები ეკუთვნის ნა----------იას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, პა---------–-–ხიას შესაგებელი;
-04.09.2----–-–-------- მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 15);
-19.02.2----–-–-------- მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
-სარეცხი მანქანისა და ტელევიზორის საგარანტიო ფურცელი (ს.ფ. 21-22);
-ორდერი საქონლის - მაცივრის გაცემის შესახებ და სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 33-39);
-21.02.2--- წელს ავეჯის მაღაზიის მიერ გაცემული ცნობა;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.06.2----–-–--------------–-------------------).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (---------------–------------------–---------------–---------–-–---------–---------------------–-------–-----
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს. წარმოდგენილი სარჩელის შეფასებისას, შემოწმების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, ვრცელდება თუ არა ზემოთმითითებული ნორმები მოსარჩელის მიმართ, არის თუ არა იგი სადავო ნივთების მესაკუთრე. ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად სასამართლო ასევე მოიხმობს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს. კერძოდ, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამდენად, ყადაღა გულისხმობს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის განხორციელებას მხოლოდ მოვალის ქონებაზე და დაუშვებელია სხვა პირის საკუთრების ობიექტი დაექვემდებაროს ყადაღის სამართლებრივ რეჟიმს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ); სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, თუ მესამე პირი მიიჩნევს, რომ კრედიტორისა და მოვალის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მას მიადგა ზიანი, რადგან ცდომილების შედეგად დაყადაღების რეჟიმში მოექცა მის საკუთრებაში არსებული ქონება, მას აღნიშნული ნორმა აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს საკუთრების უფლების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. წარმოდგენილი სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს მოძრავი ნივთები, ამიტომაც მათზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დაყადაღებული ნივთები, კერძოდ, ,,HISENSE''-ის ფირმის ფერადი ტელევიზორი, ,,HISENSE''-ის ფირმის მაცივარი, ,,SAMSUNG''-ის ფირმის სარეცხი მანქანა, ემდეეფის გასაშლელი მაგიდა და საძინებლის კომპლექტი: საწოლნახევრიანი ლოგინი, სარკიანი ტანსაცმელის კარადა, ე.წ. ტრილიაჟი, ტუმბო, მცირე ზომის კარადა, შეძენილია მოსარჩელე სვ----–----------კიას მიერ, რასაც ფლობს სო----–----–-ში, ხოლო კომპიუტერის კომპლექტი, სახელდობრ, მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა და დინამიკები ეკუთვნის ნა----------იას, რომლის თხოვნით აღნიშნული ნივთი ინახება სვ----–----------კიას საცხოვრებელ სახლში, მითითებულ მისამართზე.
აღნიშნული დადასტურებულ იქნა ნაწილობრივ მოპასუხე პა---------–-–ხიას მიერ 20.03.2--- წელს წარმოდგენილი შესაგებლით, აგრეთვე, სრულად როგორც მოწმის სახით დაკითხული მეზობლის კ-------------–--------------------–----------------–---–-----------ს მიერ, ისე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, - 04.09.2--- წლის და 19.02.2----–-–----ქტებით მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, სარეცხი მანქანისა და ტელევიზორის საგარანტიო ფურცლით, ორდერით საქონლის - მაცივრის გაცემის შესახებ და სესხის ხელშეკრულებით, აგრეთვე, 21.02.2--- წელს ავეჯის მაღაზიის მიერ გაცემული ცნობით.
6.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია მტკიცებულებების წრე, კერძოდ, ის, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული მტკიცებულებად სამოქალაქო საქმის განხილვისას. ასეთად მტკიცებულებებად მიიჩნევა მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტები, მოწმეთა ჩვენები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო ნივთების შეძენილია მოსარჩელის მიერ და ეს უკანასკნელი ფლობს მათ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევა დაყადაღებული ნივთების მესაკუთრედ, ხოლო არსებული ვითარებით ილახება მისი კონსტიტუციით დაცული - საკუთრების უფლება. მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო, მოპასუხე პა---------–-–ხიასა და ტა-------------------აიას მოსარჩელე სვ----–----------კიას სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 100 ანაზღაურება. ამასთან, რამდენადაც 30.03.2--- წელს აღძრულ დაზუსტებულ სარჩელზე ნა----------იას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ ყოფილა, მოპასუხეებს პა---------–-–ხიასა და ტა-------------------აიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოსარჩელე სვ----–----------კიას და ნა----------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.ყადაღისაგან გათავისუფლდეს 20---–-–----------------------------–-–----------------–-----------–-------------------------------------–--------------------------–---–------------–-რისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე სვ----–----------კიას კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ,,HISENSE''-ის ფირმის ფერადი ტელევიზორი; 2) ,,HISENSE''-ის ფირმის მაცივარი; 3) ,,SAMSUNG''-ის ფირმის სარეცხი მანქანა; 4) ემდეეფის გასაშლელი მაგიდა; 5) საძინებლის კომპლექტი: საწოლნახევრიანი ლოგინი, სარკიანი ტანსაცმელის კარადა, ე.წ. ტრილიაჟი, ტუმბო, მცირე ზომის კარადა;
1.2.ყადაღისაგან გათავისუფლდეს 20---–-–----------------------------–-------------------------------------–--------------------------–---–ის მიერ აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე ნა----------იას კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთი: კომპიუტერის კომპლექტი, სახელდობრ, მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა და დინამიკები;
2.მოპასუხე პა---------–-–ხიასა და ტა-------------------აიას მოსარჩელე სვ----–----------კიას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 100 ანაზღაურება;
3.მოპასუხე პა---------–-–ხიასა და ტა-------------------აიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა