განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002453446
1-440/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი მირანდა თურმანიძე
სტაჟიორ-პროკურორი - კო--------------------–-ძე
ბრალდებული - გ-------–------------------------------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N075250218001
ბრალდებული: გ-- ბ---–---ძე
მამის სახელი: ფ---------
დაბადებული: 29.05.1984 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 61002019825
მცხოვრები: ბ-------, შარაშიძის ქN62
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 25 თებერვალს ბ------ში, ბაგრატიონის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში "მერსედესის" მარკის ავტომანქანამ სახN BO 002 LK რომელსაც მართავდა გ-- ბ---–---ძე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 2, ქვეპუნქტი ა-ს მოთხოვნების და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ლ--–-------ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
2018 წლის 25 თებერვალს ბ------ში, ბაგრატიონის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასი "მერსედესის" მარკის ავტომანქანამ სახN BO 002 LK რომელსდაც მართავდა გ-- ბ---–---ძე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 2, ქვეპუნქტი ა-ს მოთხოვნების და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ლ--–-------ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება
2018 წლის 24 აპრილის №77/ა სასმართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მძღოლ გ-- ბ---–---ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 2-ის, ქვეპუნქტი -ა-ს მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ არა მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ გ-- ბ---–---ძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მძღოლის მოქმედებით დარღვეულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №002253418 დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემებით ლ--–-------ე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 25.02.2018 წ. დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა წარბის ჭრილობა, მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა. გულმკერდის წინა კედლის ტრავმა. ჭრილობის მიყენების მექანიზმის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი ჭრილობის ხასიათი. ხოლო სხვა დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთლობის ხანგრძლივი მოშლით
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ--–-------ეზე მიყენებული დაზინებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-- ბ---–---ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ლ--–-------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- ბ---–---ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-- ბ---–---ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ-- ბ---–---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება, გულწრფელი მონანიება და დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-- ბ---–---ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის სანქციით ორი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და გ-- ბ---–---ძის რესოციალიზაციისათვის.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით მართვის უფლების ჩამორთმევა მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გ-- ბ---–---ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს
ნივთმტკიცება: ავტომანქანა მერსედესი სახ N BO 002 LK, რომელიც განთავსებულია შპს "ბათ-ავტო 23" სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი