განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
010100118002413224
დავის ტიპი
118 1
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100118002413224

საქმე N1-371/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----------–--–--ე

ადვოკატი - რ---- ა------ე

თარჯიმანი - ქ--------–-------------ჯუ

 

ბრალდებული: მ--------- ს--------ე

მამის სახელი: ი-----

პირადი ნომერი: 4----------

დაბადებული: 0--0-.1--- წელი

მოქალაქეობა: თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

რეგისტრაციის მისამართი: ქ-------------------–-–---–---------

ნასამართლობა: ნასამართლობის ა--------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ--------- ს--------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–----------------, დილის საათებში, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ---------–----------–-–---–----------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--------- ს--------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანებები ყ-------------------–--ეს ა--------------------–---ას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა მ--------- ს--------ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ--------- ს--------ეს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ე-----------–--–--ის და ჯ----–-----–--–--ის ჩვენებები, დაზარალებულ ა--------------------–---ას ჩვენება.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------- ს--------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელ (სახეზეა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული) გარემოებებს და თვლის, რომ მ--------- ს--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი მინიმალური ვადით.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--------- ს--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. მ--------- ს--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 აპრილიდან.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აპრილის განჩინებით, მ--------- ს--------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ნივთმტკიცება - შემთხევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მ--------- ს--------ეს სახელზე გაცემული თ---------ს რესპუბლიკის პირადობის მოწმობა, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები და ა--------------------–---ასგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი