გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2018
საქმის ნომერი
411310017001974609
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411310017001974609

(3/2-2017)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05.07.2018 წ. ქ. სენაკი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მომასამართლე

აბაშის მუნიციპალიტეტში - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - ფატიმა კვახაჯელიძე

 

მოსარჩელე - ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ა

წარმომადგენელი - ნ----ა ბა----------ა

 

მოპასუხე - გ------ა კე---–--ე (არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების (190 ლარი) უკან დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ------ა კე---–--ეს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 190 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ის წარმოებაშია გ------ა კე---–--ის (პ/ნ 0---------4) ოჯახის საქმე, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის N 0------ კორესპოდენციით და მასზე დართული სიით ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ გ------ა კე---–--ეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2016 წლის ივლისის თვიდან. ამავე კორესპოდენციით ირკვევა, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 წლით. გ------ა კე---–--ეს 2016 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით აღებული აქვს ზედმეტად სოციალური დახმარება თვეში 190 ლარი. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად აღებული თანხა ლეგალიზებულია. დასაბრუნებელია 2016 წლის დეკემბრის თვის თანხა 190 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - გ------ა კე---–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მხარე გაფრთხილებული იყო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------ა კე---–--ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ის გადაწყვეტილება.

 

3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის N 0------ კორესპოდენციით და მასზე დართული სიით ირკვევა, რომ გ------ა კე---–--ეს 2016 წლის ივლისის თვიდან დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი. ამავე კორესპოდენციით ირკვევა, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 წლით. გ------ა კე---–--ეს 2016 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით აღებული აქვს ზედმეტად სოციალური დახმარება თვეში 190 ლარი. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად აღებული თანხა ლეგალიზებულია. დასაბრუნებელია 2016 წლის დეკემბრის თვის თანხა 190 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახნა-განმარტება;

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის N0------ წერილი;

 

3.1.3. 2017 წლის 01 მარტს, 2017 წლის 31 მარტსა და 2017 წლის 05 მაისს, ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ის მიერ მოპასუხე გ------ა კე---–--ეს გაეგზავნა წერილები ზედმეტად მიღებული თანხის - 190 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს აბ-–ს რა-------–ი გა--------–--ის 2017 წლის 01 მარტის წერილი #0------------

- ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს აბ-–ს რა-------–ი გა--------–--ის 2017 წლის 31 მარტის წერილი #0------------

- ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს აბ-–ს რა-------–ი გა--------–--ის 2017 წლის 05 მაისის წერილი #0----------0;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოცემულ საქმეზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი;

- საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილება;

- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება;

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ე“ პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;

 

6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, ხოლო ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე დადგენილების მეორე მუხლის ,,ბ.დ.“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები; საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-10 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------ა კე---–--ეს, 2016 წლის ივლისის თვიდან დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, მოპასუხეს ევალებოდა ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სააგენტოსთვის ამ ცვლილებების შესახებ.

 

6.4. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების პირველი მუხლის თანახამად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს. ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

 

ასევე, ამავე დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.

 

6.5. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას; გ) სტატისტიკის წარმოებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------ა კე---–--ეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2016 წლის ივლისის თვიდან. ამასთან დადგენილია, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 წლით. გ------ა კე---–--ეს 2016 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით აღებული აქვს ზედმეტად სოციალური დახმარება თვეში 190 ლარი. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად აღებული თანხა ლეგალიზებულია. დასაბრუნებელია 2016 წლის დეკემბრის თვის თანხა 190 ლარის ოდენობით.

 

6.6. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.

 

ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ის 2017 წლის 01 მარტის #0------------ 2017 წლის 31 მარტის ი #0----------- და 2017 წლის 05 მაისის #0----------0 წერილებით მოპასუხე გ------ა კე---–--ეს ეცნობა არასწორად მიღებული თანხის 190 ლარის ანაზღაურების შესახებ, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი რის გამოც მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სსასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე,364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს--- სო–---–----ი მო----------ის სა--------ს ა--–-ს რა-------–ი გა--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე გ------ა კე---–--ეს (პ/ნ 0---------4) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს -190 (ასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. N32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. აბაშა, ს.ცომაიას ქ. N6).

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე