განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/13–2018) 090100118002468537
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე
პროკურორი - ზ------–--–----------
ბრალდებული - ტ--------------
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ ტ-------------- მიმართ,მამის სახელი: შ------
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ-----------
მოქალაქეობა: საქართველოს;
განათლება: ა---------–-----–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--
ნასამართლობა: ნ----------–---------------
პირადი ნომერი:------------
რეგისტრირებული:ქვეყანა–საქართველო, მუნიციპალიტეტი – ა-------–---------------–-----------–---
ფაქტობრივად მცხოვრები:ქვეყანა – საქართველო, მუნიციპალიტეტი – ა-------–---------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-----------–----------–--–--------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულაზე მდებარე საზოგადოებრივ ტუალეტში, მამაკაცთა განყოფილებაში, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შევიდა არასრულელოვანი (15 წლის) პაატა–გ--------------------- რამდენიმე წამის შემდეგ, მას თან გაჰყვა ტ-----------ძე, რომელმაც შიგნიდან ჩაკეტა ტუალეტში შესასველელი კარი და პ--------------------------- მკლავი მოუჭირა კისრის არეში. ამ უკანასკნელმა შეძლო ყვირილი, ტუალეტის კარის გაღება და გამოქცევა, თუმცა ტ-------------- ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ტ-----------ძე, მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 13 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.157–166).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.დაზარალებულ პ--------------------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 5 საათზე, მარტო იმყოფებოდა ქ. ამბროლაურში, ხვანჭკარის ბოთლთან. ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გადავიდა იქვე, ხიდის ქვეშ განთავსებულ ტუალეტში, რა დროსაც შეხედა, რომ ,,ტ----სა“, რომლის ნამდვილი გვარი და სახელი არ იცის, გამოდიოდა მეორე მხრიდან, ქალების განყოფილებიდან. პირადად შევიდა ტუალეტში და კარი არ ჩაუკეტავს. იდგა კარებისაკენ ზურგით. სანამ შარვალს გაიხსნიდა, მის უკან კარი გაიღო და ,,---------“ მოუჭირა მარჯვენა მკლავი კისერზე. რა დროსაც იგრძნო ტკივილი კისრის არეში. ტ----სამ ჩაკეტა კარი და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო. მაგრამ მაინც მოახერხა ყვირილი და უხმობდა მაშველს. ორმა ახალგაზრდამ დააკაკუნა ტუალეტის კარზე, რა დროსაც მოახერხა ,,-----------ვის“ იდაყვის მუცელში ჩარტყმა, ტუალეტის კარის გაღება და გამოვიდა გარეთ. გამოვიდა ტუალეტის თანამშრომელი ასაკოვანი მამაკაციც. ,,ტ----სა“ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამბროლაურში გადმოსვლის შემდეგ გაიცნო. ერთად სვამდნენ მეორე სკოლის ეზოში, რა დროსაც მისთვის ცუდი არაფერი უთქვამს, არც შეუთავაზებია. სამი–ოთხი თვის შემდეგ გაუვრცელა ჭორი, რაც ეწყინა, იკამათეს ერთმანეთში, მაგრამ ფიზიკურად არ შეხებია(ს.ფ. 8–10);
6.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 მაისის დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე პ--------------------------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალკ–ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთლობის მოუშლერლად. ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.135–137);
7.2018 წლის 24 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ტ-----------ძეს, მის მიერ 2018 წლის 16 აპრილს ჩადენილი ქმედების გამო წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ს.ფ.113–116);
8.გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1, სოციალური დაცვის მუშაკის განცხადებით იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის სამმარველოს უფროსისადმი, დგინდება რომ 2018 წლის 17 აპრილს დაიწყო გამოძიება 2018 წლის 16 აპრილს, ქალაქ ამბროლაურში, არასრულწლოვან პაატა–გიორგი სტეპანოვის მიმართ, მეტსახელად ,,ტ-------“ მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. (ს.ფ.1–2);
9. ტ-------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 17 აპრილის მოწმე ომარ კევლიშვილის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 18 აპრილის მოწმე ფრიდონ ფოფხაძის გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 18 აპრილის მოწმე შ--–-----------ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 19 აპრილის მოწმე ა--------–------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 23 აპრილის მოწმე ე---------------------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 23 აპრილისა და 24 აპრილის ბრალდებულ ტ-------------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 17 აპრილის არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 17 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2018 წლის 20 აპრილის ბინაზე შემოწმების ოქმით; 2018 წლის 20 აპრილის ოქმით არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 20 აპრილის ოქმით საგამოძიებო მოქმედების, აუდიო–ვიდეო გადაღება–ჩაწერაზე გაფრთხილების შესახებ; 2018 წლის 20 აპრილის ფოტოსურათთ ამოცნობის ოქმით; 2018 წლის 22 აპრილის ბრალდებულ ტ-------------- დაკავების ოქმით; 2018 წლის 20 აპრილის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ; 2018 წლის 22 აპრილის ოქმით ნათესავის დაკავებაზე შეტყობინების შესახებ; 2018 წლის 23 აპრილის ოქმით პირის ამოცნობის შესახებ; არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლისათის უფლებების განმარტების 2018 წლის 24 აპრილის ოქმით; 2018 წლის 14 მაისის ძალადობის ფაქტების ამსახველი ჟურნალის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2018 წლის 17 აპრილის მიმართვითა და დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 20 აპრილის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფოტოსურათით ამოცნობის ამსახველი ვიდეწოჩანაწერით; 2018 წლის 20 აპრილის ტ-------------- ნასამართლობის ცნობით; 2018 წლის 20 აპრილის ტ-------------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; 2018 წლის 20 აპრილის ცნობით პრობაციიდან ტ-------------- შესახებ; 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ტ-------------- მიმართ; 2018 წლის 25 აპრილის ცნობით ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ტ-------------- შესახებ; 2018 წლის 19 აპრილის პატაკით პიროვნების დადგენის შესახებ; პ--------------------------ს ფორმა N1–თ; 2018 წლის 17 აპრილის დადგენილებით საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; ტ-------------- ფორმა N1–თ; მიმართვებით და პასუხებით; 2018 წლის 20 აპრილის პატაკით ბინაზე შემოწმების შესახებ; 2018 წლის 20 აპრილის შუამდგომლობით დაკავების შესახებ; 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით ტ-------------- დაკავების შესახებ; 2018 წლის 23 აპრილის დადგენილებით დაკავების ადგილიდან პირის დროებით გამოყვანის შესახებ; 2018 წლის 24 აპრილის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ;
10. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის საპროცესო შეთანხმებით დადგენილი განაჩენით, დასტურდება, რომ ტ-----------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის განმავლობაში.
11.ბრალდებულმა ტ-----------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ტ-----------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
13. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ-----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
14.ტ-------------- მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ არის ნასამართლობის მქონე, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის განმავლობაში.
15.ტ-------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ტ-----------ძეს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ტ-------------- მიმართ, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის საპროცესო შეთანხმებით დადგენილი განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და მას საპატიმრო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 67-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებული ტ-----------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის საპროცესო შეთანხმებით დადგენილი განაჩენით, ტ-------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6(ექვსი) თვე და ტ-----------ძეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
2.ტ-----------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 22 აპრილის 20 საათისა და 35 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროდან.
3.გაუქმდეს ტ-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება –პატიმრობა
4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფოტოსურათით ამოცნობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი დვდ დისკით, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი