გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
020210017002200218
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2166-17 (020210017002200218)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივლისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - კო------------------ძე

წარმომადგენელი - რე-----–------ძე

 

მოპასუხეები: გო-------------ა, ჯა----–------ია, ვლ----------–------ია

წარმომადგენელი - კა--------------უა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე გი---------------ს, ჯა----–------იასა და ვლ----------–------იასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 4111,9 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. გარდა ამისა, მათ მიუთითეს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 04 დეკემბერს შპს ,,მა-------სა’’ (ს/კ 44------2, მიმწოდებელი) და მოპასუხე ი.მ. გო-------------ას (შემსყიდველი) შორის გაფორმდა პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,მა-------ი’’-ს მიერ წარმოებული პროდუქცია - პური და პურპროდუქტები.

 

ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი - ი.მ. გო-------------ა ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდებული პროდუქციის შესაბამისად, მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა.

 

აგრეთვე, იმავე ხელშეკრულების 7.1. პუნქტით კი მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მასზედ, რომ ხელშეკრულება მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით (20-- წლის 04 დეკემბერი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ხელშეკრულება ( ს.ფ. 19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2----–-–--------------–-----დომის ოქმი).

 

3.2.2. ი.მ. გო-------------ასთან 04.12.2--- წელს გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ჯა----–------იასა და ვლ----------–------იასთან შპს ,,მა-------ი’’-ს მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 1.3 პუნქტით, თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე ი.მ. გო-------------ასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.

 

თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 30 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-განცხადებები და ხელშეკრულებები ( ს.ფ. 39-46);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2----–-–--------------–-----დომის ოქმი).

 

3.2.3. შპს ,,მა-------მა’’ 20-- წელს შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ივ---ია’’ (ს/კ 44------2).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 15-18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2----–-–--------------–-----დომის ოქმი).

 

3.2.4. დადგენილია, რომ შპს ,,ივ---იისაგან’’ გო-------------ას 20-- წლის მაისის თვეში მიეწოდა პროდუქცია, რასაც ცხადყოფს საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები. პროდუქციის ბოლო მიწოდება განხორციელდა 20-- წლის 2-------.

 

მოპასუხეებმა პროდუქციის ღირებულების გადახდის თაობაზე ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს და მათი დავალიანება შეადგენს - 4111,9 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 15-18);

-სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 22-37);

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2----–-–--------------–-----დომის ოქმი).

 

3.2.5. 2014 წელს შპს ,,ივ---იამ’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხეების ი/მ რ----–-------------------–---------–-----------------------------------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–-----------–--------ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. შპს ,,ივ---იამ’’ ი.მ. გო-------------ას მიმართ თანხის დაკისრება მოითხოვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არსებულ, წინამდებარე სარჩელზე სადავოდ ქცეული ხელშეკრულების დარღვევის გამო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------------------ო განჩინებით კო------------------ძე ცნობილ იქნა შპს ,,ივ---იის’’ (ს/კ 44------2) უფლებამონაცვლედ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ს საოქმო განჩინებით კი შპს "ივ---იას" (უფლებამონაცვლე - კო------------------ძე) სარჩელი მოპასუხეების ი---------–-------------------–---------–-----------------------------------–--------------------------------–---------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–--------–----------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. განემარტათ მხარეებს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით; სამოქალაქო საქმე №---------- შპს ”ივ---იას” სარჩელისა გამო მოპასუხეებისი---------–-------------------–---------–-----------------------------------–--------------------------------–---------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–--------–----------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის გამო დარჩა განუხილველი.

 

განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კო------------------ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2----–-–-ს 13 იანვრის განჩინებით კო------------------ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ს საოქმო განჩინება. ამასთან, კო------------------ძეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსაგან ეცნობა, რომ 13.01.2----–-–-----ნჩინება არ გასაჩივრდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 15-18);

-ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს.ფ. 47);

-15.03.2----–-–--------------–-------------------–ი სხდომის ოქმი (ს.ფ. 84);

-სასამართლოს 13.01.2----–-–-----ნჩინება (ს.ფ. 59);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2----–-–--------------–-----დომის ოქმი).

 

3.2.6. კო------------------ძემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს წინამდებარე სარჩელით მომართა 2----–-–-ს 30 ნოემბერს. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (კონვ---ტი, ს.ფ. 1-66);

-შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 31.05.2----–-–--------------–-----დომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელის წინამორბედსა (შპს ,,მა-------ი’’, შპს ,,ივ---ია’’) და მოპასუხეს შორის პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, რაც სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებას.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მითითებულ ნორმას ავსებს იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოსარჩელე მხარემ სარჩელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ პროდუქციის ღირებულების აუნაზღაურებელი თანხაა 4111,9 ლარი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა ხანდაზმულობის საკითხზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (იხ. CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა; „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM, 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 04.12.2--- წლის ხელშეკრულებიდან მოპასუხეს წარმოეშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, დროის გარკვეულ პერიოდში, პროდუქციის მიწოდების შესაბამისად, მას უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის მიღებული პროდუქციის საფასური.

 

სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. ამ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ამდენად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის წინამორბედის შპს ,,ივ---იის’’ მიერ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი მხოლოდ გო-------------ას მიმართ აღძრულია 2014 წელს. ამდენად, სხვა მოპასუხეების ანუ თავდები პირების გოგიტა ლატარიასა და ვლ----------–------იას მიმართ მოსარჩელეს 2014 წელს მოთხოვნა არ დაუყენებია.

 

04.12.2--- წლის ხელშეკრულების თანახმად, მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გო-------------ას მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა.

 

სასაქონლო ზედნადებები დასტურია იმისა, რომ გო-------------ას მოსარჩელის წინამორბედმა შპს ,,ივ---იამ’’ პროდუქცია მიაწოდა 20-- წლის 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27 და 28 მაისის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ყოველი მიწოდებისათვის პროდუქციის ღირებულების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა აითვლება მხარეთა შეთანხმებისამებრ მიწოდებიდან მომდევნო, მეორე სამუშაო დღიდან. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს უფლება დაერღვა სწორედ მითითებულ დღეს მოპასუხის მხრიდან პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობით, ხოლო ამავე თანხის (ღირებულების) მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა უფლების დარღვევის მომენტიდან ანუ 20-- წლის მაისის თვეში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის წინამორბედმა შპს ,,ივ---იამ’’ 2014 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამასთან, მან მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ ძირითადი მოვალე - გო-------------ა. შესაბამისად, მოსარჩელეს 20-- წლის მაისის თვიდან ანუ უფლების დარღვევიდან 03 წლის განმავლობაში თავდები პირების ჯა----–------იასა და ვლ----------–------იას მიმართ არ უდავია. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის წინამორბედს შეეძლო წაეყენებინა მოთხოვნა თავდები პირების მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული. უფლების დარღვევიდან - 20-- წლის მაისის თვიდან თავდები პირების მიმართ თანხის (დავალიანების) გადახდის თაობაზე მოთხოვნის წარუდგენლობა მიუთითებს მასზედ, რომ მათ წინააღმდეგ 03 წლიანი ვადის დარღვევით 30.11.2----–--–-----------–--------ლი ხანდაზმულია.

 

6.3.რაც შეეხება ძირითად მოვალეს, მოპასუხე გო-------------ას, სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე დავისათვის ხანდაზმულობის საკითხზე გო-------------ასთან მიმართებით გადამწყვეტი მოვლენები განვითარდა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავის დასრულების შემდგომ. კერძოდ, აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–---------------------ო განჩინებით კო------------------ძე ცნობილ იქნა შპს ,,ივ---იის’’ (ს/კ 44------2) უფლებამონაცვლედ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ს საოქმო განჩინებით კი შპს "ივ---იას" (უფლებამონაცვლე - კო------------------ძე) სარჩელი მოპასუხეების ი---------–-------------------–---------–-----------------------------------–--------------------------------–---------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–--------–----------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. განემარტათ მხარეებს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით; სამოქალაქო საქმე №---------- შპს ”ივ---იას” სარჩელისა გამო მოპასუხეებისი---------–-------------------–---------–-----------------------------------–--------------------------------–---------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–--------–----------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის გამო დარჩა განუხილველი.

 

განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კო------------------ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2----–-–-ს 13 იანვრის განჩინებით კო------------------ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ს საოქმო განჩინება. ამასთან, კო------------------ძეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსაგან ეცნობა, რომ 13.01.2----–-–-----ნჩინება არ გასაჩივრდება. მაშასადამე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2----–-–--------------------ა კო------------------ძის, როგორც შპს ,,ივ---ია’’-ს უფლებამონაცვლის სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერ ძალაში შევიდა 13.01.2017 წელს.

 

წინამდებარე სარჩელით კო------------------ძემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლო მომართა 30.11.2017 წელს ანუ 13.01.2----–-–-დან 06 თვის შემდგომ, რის გამოც სარჩელი ასევე მის მიმართაც ხანდაზმულია 140-ე მუხლზე მითითებით, რომლითაც სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული; თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა მიუთითებს ისეთ შემთხვევაზე, როცა სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს და ვადა განაგრძობს დენას საერთო წესით, მაგრამ თუ სარჩელი შეტანილი იქნება სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანიდან. სხვა შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება და ვადის ათვლა დაიწყება უფლების დარღვევის მომენტიდან.

 

აღნიშნული მსჯელობის თანახმად, დასკვნა ერთია: თბილისის------–----------------–------------–------------------–----–------------–---–-------------ს მიერ გო-------------ას წინააღმდეგ სარჩელის აღძვრით მის მიმართ 20-- წლის მაისიდან დაწყებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა, რადგან მითითებული აღძრული სარჩელი დარჩა განუხილველი. ეს შედეგი ძალაშია 13.01.2----–-–-დან. კო------------------ძეს 140-ე მუხლის საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება ამ პერიოდიდან 06 თვის ვადაში კვლავ წარედგინა სარჩელი გო-------------ას მიმართ, რაც მას არ განუხორციელებია, რის გამოც მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მოპასუხე გო-------------ას მიმართ აითვლება 20-- წლის მაისის თვიდან, რაც მიუთითებს, მასზედ, რომ 30.11.2017 წელს აღძრული წინამდებარე სარჩელი უკვე ხანდაზმულია (მსგავს სა-------------–---------------–-------------------------–------------–-----------------–---------09.2--------------------------------------

 

და ბოლოს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემის ფაქტს და განმარტავს, რომ უფლებამონაცვლეობა გავლენას არ ახდენს ხანდაზმულობის ვადის დენაზე ანუ არ აჩერებს ან წყვეტს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს. ამდენად, ყველა მოქმედება, რომელიც განხორციელებულია უფლებამონაცვლეობამდე, თავის იურიდიული მნიშვნელობას ინარჩუნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 124 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.კო------------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა