გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/256-16
11 ივლისი, 2018 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი; მაკა თათრიშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენლები - მ------–-------------------------–--
მოპასუხეები - ი-----------–----–-–---–-----------------------------------–---–-------–------------–---–-----------------------–---–-;
წარმომადგენელი - მ------------–----
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-------------------------------–---–-------–------------–---–--------------------------–---–--------------–-------------------–----–-–---–-- ცრუმაგიერ პირებად.
მოსარჩელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2016 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით ი/მ ”--------–----–-–---–---------------------- აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 72 263.57 ლარს. ი------------–----–-–ვილი”-ს მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის 10 ნოემბრის #46282 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც დაიწყო 2014 წლის 10 ნოემბერს.
ი------------–----–-–ვილ”-მა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ თავის საკუთრებაში აღრიცხული სამი ერთეული უძრავი ქონება (ს/კ 71.63.50.3--; ს/კ 71.63.50.---; ს/კ 71.63.50.1--- 2014 წლის 31 დეკემბრის და 2015 წლის 9 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადააფორმა რძალზე - ნ----------------------------------. ასევე, მის მიერ მოხდა 2015 წლის 6 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინის (ს/კ 71.22.02.229.01.0--) გადაფორმება შვილზე: ე---------------–---–-------------------4), რომელმაც 2015 წლის 30 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის ძმას ჯ--–------------–---–--------------------
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ, 2015 წლის 06 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით ი-----------–----–-–---–ს სასაქონლო ზედნადებით გადაწერილი აქვს 4804.14 ლარის ღირებულების საქონელი თავის შვილზე - ი-------------------–---–--------------------- და მან იმავე პერიოდში შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, რის გამოც 2015 წლის 13 იანვარს რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი #DY00042890, რომელიც იმავე მისამართზე დაარეგისტრირა ი/მ ”თ--------------–---–-----------------------
ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ 2015 წლის 26 იანვარს ი-----------–----–-–---–ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გადასახდელად დაერიცხა სანქცია 72208.42 ლარი, რომელიც მის მიერ არ გასაჩივრებულა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რ------–----–-–---–-------- მოსალოდნელი იყო ამ თანხების დარიცხვა, ხოლო ამ პირობებში, როდესაც მისთვის მოსალოდნელი იყო ამ თანხების დარიცხვა ქონების გასხვისება ემსახურებოდა უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამონაგები თანხა არ მოხმარებია გადასახადების გადახდას.
ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ნ--------------------------------, რომელმაც შეიძინა რ------–----–-–---–-----ნ ქონება ამ ქონების ნასყიდობაში დაფიქსირებული თანხების (-------–-რის) ოდენობის შემოსავალი არ მიუღია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ოპერაციის ფიქტიურობაზე და მისი საგადასახადო უზრუნველყოფისაგან თავის არიდების მიზნით დადებაზე. მეორე შემთხვევაში, რ------–----–-–---–-- შვილს ემზარ მეზვრიშვილს არ გააჩნია შემოსავალი, რომლითაც გადაიხდიდა ნასყიდობის თანხას კონკრეტული ქონების შეძენაზე, ხოლო ამ ქონების გარიდების ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფარვის შემდეგ მის ძმაზე ქონების გაჩუქებით გარიგების სქემაში ჩნდება ახალი ურთიერთდამოკიდებული პირი, რომელიც გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
ი-------------------–---–---–ემთხვევაში, გარდა იმისა რომ იგი საქმიანობს იგივე მისამართზე და ეწევა იგივე საქმიანობას, იგი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა დედის გადაწერილი საქონლით და სალარო აპარატის მეშვეობით. ამასთან, მას არ გააჩნია იმ ოდენობის შემოსავლები, რომელიც საკმარისი იქნებოდა მის მიერ დეკლარაციაში ნაჩვენები სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესაძენად. დამატებით იმ პირობებში, როდესაც იგი მუშაობს ბანკში და მას დეკლარაციების მიხედვით არ ჰყავს დაქირავებული პირი, რომელიც ამუშავებდა მის ფართს (თუ არა დედა - როზა ციხელაშვილი).
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეების ი-----------–----–-–---–ის, ნ--------------------------------–---–--------–------------–---–----------------------------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების დადება განპირობებული არ იყო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ნოემბრის №46282 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი-----------–----–-–---–ის კუთვნილ ობიექტში ჩატარდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ნოემბრის №46282 ბრძანება (ს.ფ. 23);
3.1.2. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2016 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით ი/მ ”--------–----–-–---–---------------------- აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 72 263.57 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი;
3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 მარტს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა №045-20 ბრძანება ი-----------–----–-–---–ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 26 მარტის №045-20 ბრძანება (ს.ფ. 22).
3.1.4. დადგენილია, რომ ორი უძრავი ქონება მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი (ს/კ 71.63.50.1--- ს/კ 71.63.50.3--;) რ------–----–-–---–-- სახელზე ირიცხებოდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონებების გასხვისება მოხდა ნ----------------ახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 31 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ.33-36)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26,28).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 აპრილის ამონაწერები (ს.ფ. 56-59).
3.1.5. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი (ს/კ 71.63.50.---;) რ------–----–-–---–-- სახელზე ირიცხებოდა 2015 წლის 09 იანვრამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონებების გასხვისება მოხდა ნ----------------ახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.37-38)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 აპრილის ამონაწერები (ს.ფ. 54-55).
3.1.6. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე დუშეთი დაბა ჟინვალი კორპუსი #10 (ს/კ 71.22.02.229.0/.0--) რ------–----–-–---–-- სახელზე ირიცხებოდა 2015 წლის 06 იანვრამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონებების გასხვისება მოხდა ე---------------–---–-- სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იხ სარჩელი მხარის ახსნა- განმარტება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31).
3.1.7. დადგენილია, რომ უძრავ ქონება მდებარე მდებარე დუშეთი დაბა ჟინვალი კორპუსი #10 საკადასტრო კოდი №71.52.03.1---01----- ნაკვეთის წინა ნომერი 71.22.02.229. ე---------------–---–-- 2015 წლის 30 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ჯ--–------------–---–--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. სარჩელი მხარის ახსნა- განმარტება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30).
3.1.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 იანვრიდან 2015 წლის 12 იანვრის ჩათვლით რ------–----–-–---–- სასაქონლო ზედნადებით გადაწერილი აქვს 4804.14 ლარის ღირებულების საქონელი - ი-------------------–---–----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. სარჩელი მხარის ახსნა- განმარტება.
3.1.9. დადგენილია, რომ ი-----------–----–-–---–მა შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, 2015 წლის 13 იანვარს რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი #DY00042890, რომელიც იმავე მისამართზე დაარეგისტრირა ი-------------------–---–---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. სარჩელი მხარის ახსნა- განმარტება.
3.1.10. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით ი-----------–----–-–---–ის, ე---------------–---–--------------------–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 აგვისტოს №202371 მომართვა (ს.ფ. 49).
3.1.11. დადგენილია, რომ ემზარ, ჯიმშერ და თამარ მეზვრიშვილები არიან რ------–----–-–---–-- შვილები, ხოლო ნ---------------რის რ------–----–-–---–-- რძალი - შვილის მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს არიან თუ არა ნ-------------------------------–---–-------–------------–---–-----------------------–---–ი და ი-----------–----–-–---–ი ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ფუნქცია არის გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა. უზრუნველყოფენ რა საგადასახადო ორგანოები გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, უფლებამოსილნი არიან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. მათ შორის, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა შესრულებულ იქნას მისი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა, მისთვის ქონების გადაცემა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად, „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09).
ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაზე საქმეზე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა რომ „კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვლობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას.“
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ნ-------------------------------–---–-------–------------–---–-----------------------–---–ი და ი-----------–----–-–---–ი წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.
დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
დადგენილია, რომ ემზარ, ჯიმშერ და თამარ მეზვრიშვილები არიან რ------–----–-–---–-- შვილები, ხოლო ნ---------------რის რ------–----–-–---–-- რძალი - შვილის მეუღლე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, არიან დედა და შვილები, ხოლო ნ---------------რის რ------–----–-–---–-- შვილის მეუღლე. ამასთან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ნოემბრის №46282 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი-----------–----–-–---–ის კუთვნილ ობიექტში ჩატარდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა შეთავაზება. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 26 მარტის #045-20 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ყადაღა დაედოს ი------------–----–-–ვილი”-ს ქონებას.
საყურადღებოა, რომ მეწარმემ მისი შემოწმების თობაზე ბრძანების გამოცემის შემდეგ დაიწყო მის სახელზე რეგისტრირებული ყველა უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისება, კერძოდ: ორი უძრავი ქონება მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი (ს/კ 71.63.50.1--- ს/კ 71.63.50.3--;) რ------–----–-–---–-- სახელზე ირიცხებოდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონებების გასხვისება მოხდა ნ----------------ახელზე.
უძრავი ქონება მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი (ს/კ 71.63.50.---;) რ------–----–-–---–-- სახელზე ირიცხებოდა 2015 წლის 09 იანვრამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონებების გასხვისება მოხდა ნ----------------ახელზე.
უძრავი ქონება მდებარე დუშეთი დაბა ჟინვალი კოპრუსი #10 (ს/კ 71.22.02.229.0------ რ------–----–-–---–-- სახელზე ირიცხებოდა 2015 წლის 06 იანვრამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონებების გასხვისება მოხდა ე---------------–---–-- სახელზე.
უძრავი ქონება მდებარე მდებარე დუშეთი დაბა ჟინვალი კოპრუსი #10 საკადასტრო კოდი №71.52.03.1---01----- ნაკვეთის წინა ნომერი 71.22.02.229. ე---------------–---–-- 2015 წლის 30 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ჯ--–------------–---–--
2015 წლის 06 იანვრიდან 2015 წლის 12 იანვრის ჩათვლით რ------–----–-–---–- სასაქონლო ზედნადებით გადაწერილი აქვს 4804.14 ლარის ღირებულების საქონელი - ი-------------------–---–----
ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ იმ პერიოდისათვის (2015 წლის 26 მარტი) როდესაც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა №045-20 ბრძანება ი-----------–----–-–---–ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რ------–----–-–---–-- სახელზე აღარ ირიცხებოდა არანაირი ქონება, არ ფლობს აქციებს და წილებს, არ გააჩნია დებიტორული დავალიანება.
გარდა ზემოთ ხსენებულისა მოსარჩელის მიერ 2018 წლის 25 აპრილის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან შემდეგ საკადასტრო კოდებზე 71.63.50.3--. 71.63.50.---. 71.63.50.1--- 71.52.03.155.01/0--. და 71.63.60.2--. აღნიშნული ამონაწერებით დასტურდება ის გარემოება, რომ სანამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ყადაღა დაედებოდათ მოპასუხეების უძრავ ქონებას მანამდე 2016 წლის დეკემბრის თვეში ნ-------------მ და ჯ--–------------–---–-ა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინეს უძრავი ქონების გასხვისება სხვა პირებზე და აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს აზრით გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა. (იხ.2018 წლის 25 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.
6.4. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, საარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი-----------–----–-–---–მა მის სახელზე რიცხული ყველა მოძრავი და უძრავი ნივთი გაასხვისა მას შემდეგ რაც დაიწყო მისი შემოწმება, სასამართლოს მოსაზრებით ქმნის იმის საფუძველს, რომ ნ-------------------------------–---–-------–------------–---–-----------------------–---–ი და ი-----------–----–-–---–ი აღიარებული იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
2016 წლის 09 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე - 1) ნ-------------------------------- უძრავი ქონება : 1.1. უძრავი ქონება ს/კ 71.63.50.3--; 1.2 უძრავი ქონება ს/კ 71.63.50.---; 1.3. უძრავი ქონება ს/კ 71.63.50.1--- და 2) ჯ--–------------–---–-------------------- უძრავი ქონება: 2.1. უძრავი ქონება ს/კ 71.63.50.1--- 2.2. უძრავი ქონება ს/კ 71.63.60.2--; 2.3. უძრავი ქონება ს/კ 71.52.03.1---01.0--; 2.4. უძრავი ქონება ს/კ 71.63.50.1---
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განისაზღვრა ყადაღა დაედოს: 1. ნ-------------------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთის ს/კ 71.63.50.3--) დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2501.00; 2. ნ-------------------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთის ს/კ 71.63.50.---) დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 277.00 კვ.მ; 3. ნ-------------------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთის ს/კ 71.63.50.1--- დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1067.00 კვ.მ; 4. ჯ--–------------–---–-------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთის ს/კ 71.52.03.1---01.0--) დუშეთის რაიონი, დაბა ჟინვალი, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2465.00 კვ.მ. შენობა ნაგებობები N1-დან N15-ის ჩათვლით; 5. ჯ--–------------–---–-------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთის ს/კ 71.63.60.2--) დუშეთის რაიონი, სოფელი არაგვისპირი, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2099.00 კვ.მ;
გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინებები და მიღებული იქნა ახალი განჩინება.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილეს, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ი-----------–----–-–---–ის ცრუმაგიერ პირებს წარმოადგენენ; ნ-------------, ე---------------–---–-------–------------–---–--------------------------–---–--
3. ნ-------------ს, ე---------------–---–-------–------------–---–-----------------------–---–-- და ი-----------–----–-–---–ს თანაბარწილად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე